ლანა ბერიძე (22.07.2010)  ალეკო ელისაშვილი: "მე პირადად ვთქვი ის, რაც რეალურად მოხდა..." გუშინ ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა. პროცესზე 6 მოწმე დაიკითხა, მომდევნო განხილვა კი დღეს 2 საათზე და 23 ივლისს 11 საათზე მოხდება. გუშინდელ პროცესზე ტელეკომპანია "კავკასიის" 5 თანამშრომელი დაიკითხა, რომლებმაც განაცხადეს, რომ დაკავებული 8 პირიდან არცერთს არ მიუღია მონაწილეობა ტელეკომპანიის თანამშრომლების ცემაში და რომ რეალური დამნაშავეები დაკავებულები არ არიან. როგორც განსასჯელების ადვოკატმა ბესარიონ ქარცივაძემ, რომელიც გუშინდელ პროცესზე ოთხი დაკავებულის ადვოკატი მანანა კობახიძეც ჩაანაცვლა, "რეზონანსს" განუცხადა, დაკითხული მოწმეების ჩვენების მიხედვით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ დაკავებული ადამიანები დამნაშავეები არ არიან. "საქმეს მოსამართლე მილერი ხარებავა იხილავს. საქმეში 8 განსასჯელია: შოთა აფხაიძე, რატი მაისურაძე, ლევან ჩაჩუა, გიორგი გაბედავა, დავით შალამბერიძე, ავთანდილ ზუმბაძე, ზვიად ბლიაძე და ჯაბა გურჩიანი. მათ ბრალი ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში ედებათ, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ხულიგნობაში, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამ მუხლებით ჯამში 7 წლამდე პატიმრობაა სასჯელის მაქსიმუმი. მომდევნო სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს კიდევ 6-7 მოწმე დაიკითხება, შემდგე დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა მოხდება, ასევე ბრალდებულების და შემდგე უკვე ჯერი გადაწყვეტილების მიღებაზე მიდგება, თუმცა, როგორც ადვოკატი ქარცივაძე აცხადებს განაჩენის გამოტანამდე კიდევ რამდენიმე პროცესი გაიმართება. ბესარიონ ქარცივაძე: "დღევანდელი სასამართლო პროცესი შედგა, ბრალდებამ წარმოადგინა მოწმეები. კერძოდ დაიკითხა 6 მოწმე აქედამ 5 ტელეკომპანია "კავკასიის" თანამშრომლები, ნინო ჯანგირაშვილი, ალეკო ელისაშვილი და ასევე ოპერატორები, რომლებსაც წინასწარ გამოძიებაში ჰქონდა ჩვენებები მიცემული. ასევე დაიკითხა ერთი მოწმე, რომელიც იყო ინციდენტის მომსწრე და მანაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენება მისცა. "კავკასიის" თანამშრომლებმა ცალსახად და ერთმნიშვნელოვანდ განაცხადეს, რომ დაკავებული პირები არ არიან ის პირები, რომლებმაც ხელი შეუშალეს ტელევიიზის მუშაობას, და რომლებმაც ცემის ფაქტი განახორციელეს და ემუქრებოდნენ თანამშრომლებს. "ასევე გაცხადდა, რომ არეცერთ დაკავებულს არ მიუღია მონაწილეობა ოპერატორების ცემაში, ასევე ცალსახად გაცხადდა, რომ რეალური დამნაშავეები არ არიან დაკავებულნი და რომ აბსოლუტურად სხვა 8 ადამიანია ამჟამად დაკავებული. "ასევე ტელეკომპანია "კავკასიის" თანმშრომლებმა განაცხადეს, რომ ვერ ამოიცნეს ვერცერთი დაკავებული. ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა, რომ არცერთ დაკავებლს არ შეუშლია მისთვის ხელი და არ ჩაუგდიათ გადაცემა და რომ ეს სხვა ადამიანებმა გააკეთეს," - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას დაკავებული პირების ადვოკატმა ბესარიონ ქარცივაძემ. ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა აბსოლუტურად სხვა ადამიანების დაკავება და ამაზე კომენტარის გაკეთება უჭირს. "ერთ-ერთმა მოწმემ, რომელიც თვითმხილველია, ისიც თქვა, რომ ტელევიზიის ტერიტორიასთან ახლოს პატრულის უფროსი ნახა, რომელთანაც მივიდა და უთხრა, რომ ასეთი ინციდენტი მოხდა, და ჩარეულიყო სიტუაციაში და განემუხტა მდგომარება, მაგრამ პატრული მომხდარში დროულად არ ჩაერია. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენებაა," - აცხადებს ქარცივაძე. ადვოკატის განცხადებით, საქმეში არის ისეთი დეტალები, რაც გასარკვევია და ჯერ მის გარკვევას ელოდებიან, რათა დაკავებული ადამიანების უდანაშაულობა კიდევ უფრო ნათელი გახდეს ყველასთვის. "დღეს დაკითხულმა ერთმა მოწმემ განაცხადა, რომ რეალურად პროვოკაციის მომწყობმა პირებმა ტელევიზიის ეზო მანამდე დატოვეს, ვიდრე პატრული ჩაერეოდა საქმეში, რაც დაკავებულების უდანაშაულობას კიდევ ერთხელ ამტკიცებს," - ამბობს ადვოკატი. ტელეკომპანია "კავკასიის" ჟურნალისტი ალეკო ელისშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მან სასამართლოზე თქვა ის, რაც რეალურად მოხდა და დიდი იმედი აქვს, რომ მოსამართლე ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს. "მე პირადად ვთქვი ის, რაც რეალურად მოხდა, სამი ადამიანი, რომელიც დაკავებულია - რატი მაისურაძე, ლევან ჩაჩუა და შალვა აფხაიძე არიან სრულიად უდანაშაულოდ დაკავებულნი, მე ადამიანებს ვიცნობდი მანამდეც და კარგად მახსოვს, რომ ინციდენტის დროს ისინი პირიქით სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ და ისინი არ მონაწილეობდნენ ცემის პროცესში. დანარჩენი დაკავებულები საერთოდ არ მახოვსს, არ ვიცნობდი მათ და შესაბამისად, რაც არ მახსოვს, იმაზე როგორ უნდა ვილაპარაკო. დანარჩენი დაკავებულები საერთოდ არ მახსოვს, არ ვიცნობდი მათ და შესაბამისად, რაც არ მახსოვს, იმაზე როგორ უნდა ვილაპარაკო. "მე მინდა იმედი დავიტოვო, რომ ეს სასამართლო ერთხელ მაინც ასეთ პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან ის სამი ადამიანი, რომლებიც ჩამოვთვალე, ეს 2 თვეც ტყუილად არიან დაკავებულები. ვნახოთ, დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. არის პოლიციელების ჩვენება და ჩვენი. ჩვენ, ტელევიზიის თანამშრომლები, თავიდანვე იქ ვიყავით, პოლიცია კი ინციდენტის ბოლოს მოვიდა და გაზეპირებული ჩვენებები მისცეს. შესაბამისად, რომლის ჩვენება უფრო სანდოა, ჩვენი თუ მათი? ბუნებრივია, ჩვენი, ამიტომ სასამართლოს ობიექტურობის იმედი მაქვს," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 7 მაისს, ახალგაზრდა ავტორის, ერეკლე დეისაძის წიგნთან "საიდუმლო სირობასთან" დაკავშირებით ტელეკომპანია "კავკასიის" პირდაპირ ეთერში გამართული დისკუსიის დროს, "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" (მმკ), ასევე "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" (სსმ) წარმომადგენლებსა და მათ ოპონენტებს შორის გაჩენილ უთანხმოებას ტელეკომპანიაში უცხო პირთა შეჭრა და ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. "კავკასიის" პირდაპირ ეთერში გასული კადრების მიხედვით, ინციდენტის დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანიის პრეზიდენტს, დავით აქუბარდიას და რამდენიმე თანამშრომელს. პოლიციამ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და ხულიგნობის ბრალდებით ინციდენტის მონაწილე 8 ახალგაზრდა დააკავა, ყველა მათგანი მართლმადიდებლური ორგანიზაციების წევრები არიან. სასამართლომ 7 მათგანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. |
| დატოვე კომენტარიკომენტარები (0) კომენტარის დატოვებისათვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია(თუ ხართ "რეზონანსის web–კლუბის წევრი), ან გაიაროთ რეგისტრაციის უმარტივესი პროცედურა და შემდეგ –– ავტორიზაცია. შესაბამის ველები საიტის ზედა ზოლშია | |
|
|
მთავარი გვერდის პერსონალიზაცია
აუდიო–ინტერვიუ  როგორც სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, ნატოს მუდმივი წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში ნატოში შესვლიათვის გასაღები ვერ იქნება. თუმცა ექსპერტის განმარტებით, ასეთი ურთიერთობა იმის იმედს იძლევა, რომ ნატო უფრო მეტად დაკავდება საქართველოს პრობლემებით - განსაკუთრებით შიდა რეფორმებით, რომელიც დემოკრატიისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუდიო–ინტერვიუ  “დღეს დასავლეთი ცდილობს რაც შეიძლება შეამციროს კონფრონტაციული ინტონაცია რუსეთთან ურთიერთობაში, რაც შეიძლება მეტ დარღვევაზე თქვას, რომ “ეს არაფერია”, რათა დაძაბულობის ტალღა ხელახლა არ წამოვიდეს საერთაშორისო ურთიერთობებში,”- აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ბერნარ კუშნერის განცხადების კომენტირებისას. აუდიო–ინტერვიუ  “ბოლო გამგეობის სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელს სრული მანდატი მივეცით, რომ არამარტო ოქრუაშვილს (ვისაც უკვე ელაპარაკა), არამედ სხვებსაც ელაპარაკოს ამ გაერთიანებაზე. მაგრამ შედეგები არ ვიცი. ვფოქრობ, რაიმე კონკრეტული შედეგი რომ ყოფილიყო, ალბათ, უკვე შეგვკრებდა,” - აცხადებს მოძრაობის “სამართლიანი საქართველოსთვის” წევრი პეტრე მამრაძე ზურაბ ნოღაიდელისა და ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლო გაერთიანების კომენტირებისას.
(22.07.2010)
(25.05.2010)
(19.05.2010)
(17.05.2010)
(16.05.2010)
(03.05.2010) ვინ შეიძლება ყოფილიყო შშს-ს ის მაღალჩინოსანი, რომელიც, ავსტრიის პოლიციის მონაცემებით, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| კახა თარგამაძე(25.758%) |
| ირაკლი კოდუა(27.273%) | | ვიღაც სხვა(3.03%) | | არავინ, ავსტრიის პოლიცია შეცდა(25.758%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(18.182%) | რა მოტივებით ხელმძღვანელობდა ხელისუფლება გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის აღებისას? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| ისტორიული სამართლიანობის აღდგენა(24.138%) |
| სტალინის ისტორიული როლის დაკნინება(20.69%) | | პასუხი ქუთაისში აფეთქებული მემორიალის სანაცვლოდ მოსკოვში ახალი მემორიალის აშენებაზე(3.448%) | | საერთოდ უყვარს ყველაფრის ნგრევა(46.552%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(5.172%) | რითია გამოწვეული ბოლოდროინდელი გადაჯგუფებები ოზოპიციაში? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| პროდასავლური ძალების დასუსტებით(9.302%) |
| პრორუსული ძალების გაძლიერებით(23.256%) | | ორივეთი ერთად(20.93%) | | ჩვეულებივი პოლოტიკური პროცესია(44.186%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.326%) | როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა ფასების შემდგომი ზრდა? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| დიახ, ფასები გაიზრდება(86.957%) |
| შენარჩუნდება იგივე დონეზე(8.696%) | | არა, შემცირდება(2.174%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.174%) | როგორ ფიქრობთ, კიდევ გაუფასურდება თუ არა ლარი? გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| არსებული კურსი შენარჩუნდება(11.613%) |
| ლარი მკვეთრად გაუფასურდება(24.516%) | | თანდათანობით გაუფასურდება(45.806%) | | გამყარდება(7.742%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(10.323%) | როგორი უნდა იყოს ოპოზიციის მოქმედების გეგმა გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| დაელოდოს 2012 წლის არჩევნებს(22.436%) |
| გამართოს კონსულტაციები საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის(38.462%) | | გამართოს აქციები ვადანდელი არჩევნების დანიშვნისათვის(36.538%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) | რას ელოდებით ახალი საკრებულოსა და მერისაგან? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| სოციალური საკითხების გადაჭრას(12.676%) |
| ქალაქის კეთილმოწყობას(12.676%) | | უმეშებრობის შემცირებას(5.634%) | | მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებას(0%) | | კარგ არაფერს ველოდები(69.014%) | რამდენად შეესაბამებოდა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| შეესაბამება(17.949%) |
| უფრო სეესაბამება(6.41%) | | უფრო არ შეესაბამება(6.41%) | | არ შეესაბამება(66.667%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) |
|