მარიამ ნებულიშვილი
13.08.2020

ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ გამარჯვება მოქმედ პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა მიულოცა, ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრციდან. მათ შორის იყო სომხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც თავად სახალხო გამოსვლებისა და მასობრივი პროტესტის შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში 2018 წელს.

„ახლა ეს შეიძლება აღვიქვათ, როგორც მცდელობა, რომ სომხეთმა რაღაცანაირად რევერანსი გაუკეთოს ლუკაშენკოს ხელისუფლებას", - ასე აფასებს ამ საკითხს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას.

მისი თქმით, სომხეთი შეშფოთებულია, რადგან აზერბაიჯანის წინააღმდეგ მოქმედებებისას ვერ იღებს საკმარისს დახმარებას დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციისგან. ბელარუსი ბლოკავს სომხეთისთვის დახმარებას აზერბაიჯანისადმი კეთილგანწყობის გამო. კაკაჩიას აზრით, სწორედ ამიტომ სომხეთი ახლა ცდილობს ლუკაშენკოს მხარდაჭერის მოპოვებას.

„მე როგორც ვიცი, სომხეთში არის ასეთი მოსაზრება, რომ ფაშინიანი ორმაგ სტანდარტებს იყენებს ბელარუსთან დაკავშირებით და ეს მოსაზრება საკმაოდაა დამკვიდრებული ადგილობრივებს შორის.

„მაგრამ, თუ პრაგმატულად გადავხედავთ სომხეთის საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, ეს ნაბიჯი გასაკვირი არ უნდა იყოს თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლოდორინდელი დაპირისპირების ფონზე, სომხეთს ძალიან სჭირდება, ისევე როგორც აზერბაიჯანს, ბელარუსის მხადაჭერა სხვადასხვა საკითხებში. მათ შორის თვითონ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის შიგნით, რომლის წევრებიც არიან სომხეთი და ბელარუსი.

„გარდა ამისა, სომხური პოლიტიკური ელიტა სულ წუხს და შეშფოთებულია იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წერვები, აზერბაიჯანი მაინც ახერხებს ბელარუსის პრეზიდენტის მეშვეობით დაბლოკოს აზერბაიჯანის საწინააღმდეგო ნებისმიერი გადაწყვეტილება თავად ამ ორგანიზაციის შიგნით. აქედან გამომდინარე, სომხეთის ხელისუფლება ყოველთვის უკმაყოფილო იყო ბელარუსის პოზიციით.

„ახლა ეს შეიძლება აღვიქვათ, როგორც მცდელობა, რომ სომხეთმა რაღაცანაირად რევერანსი გაუკეთოს ლუკაშენკოს ხელისუფლებას. იმ შემთხვევაში, თუ ლუკაშენკო დარჩება ხელისუფლებაში, ასე ვთქვათ, ის ცოტა არ იყოს შემობრუნდეს სომხეთის პოზიციისკენ. ამ კუთხით შეიძლება შეფასდეს ფაშიანიანის მილოცვა, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი, სომხეთის საგარეო პოლიტიკისთვის", - ამბობს კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან".

9 აგვისტოს ბელარუსში ჩატარებულ აღჩევნებს მასობრივი დემონსტრაციები მოჰყვა, მოსახლეობა ამბობს, რომ ლუკაშენკომ არჩევნები გააყალბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×