დასავლეთი 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს
მარიამ ნებულიშვილი
13.08.2020

ბელარუსში საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. უკვე მეოთხე დღეა, რაც მოსახლეობა მასობრივად გამოდის ქუჩებში და არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. მასობრივი პროტესტი არჩევნების შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 80% მიიღო. დასავლეთი არჩევნების შედეგებს არ სცნობს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

ბელარუსის პოლიცია დემონსტრანტებს მძლავრ წინააღმდეგობას უწევს. აქციის დასაშლეად ისინი ცრემლსადენ გაზს, ხმოვან, მანათობელ ყუმბარებს და რეზინის ტყვიებს იყენებენ. ბელარუსის შსს-მ დაადასტურა, რომ 12 აგვისტოს დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხსასროლი იარაღიც გამოიყენეს. მათი თქმით, ირაღის გმოყენება საჭირო გახდა „აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტის შესაკავებლად".

12 აგვისტოს, მინსკში და სხვა ქალაქებში მოსახლეობამ გააკეთა ცოცხალი ჯაჭვები და ანტისახელისუფლებო ლოზუნგებს სკანდირებდა. გარდა ამისა, მომიტინგეებმა ტაქტიკაც შეცვალეს, აქამდე ისინი ძირითადად ქალაქის ცენტრში იყვნენ კონცენტრირებული, ახლა კი ჯგუფებად იყოფიან და მთელი ქალაქის მასშტაბით ასე გადაადგილდებიან. ამის მიზანი პოლიციისთვის პროტეტსტის მონაწილეთა დაშლის გართულებაა.

„ამერიკის ხმის" ინფორმაციით, სპეცრაზმი რეზინის ტყვიებს ესროდა მათაც, ვინც აინვაზე იდგა და ტაშის დაკვრით ამხნევებდა მომიტინგეებს.

ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალა კიდევ ერთი დემონსტრანტი - 25 წლის მამაკაცი, რომელიც პოლიციამ ქალაქ გომელში 9 აგვისტოს დააკავა არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგო გამოსვლისას.

„რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, რომელიც მათ გარდაცვლილის დედამ მიაწოდა, გარდაცვლილს გულის პრობლემები ჰქონდა, საპროტესტო აქციაში არ მონაწილეობდა და იმ საღამოს მეგობარ გოგონასთან მიდიოდა. დედა შვილს ეძებდა 9 აგვისტოს შემდეგ და მხოლოდ 12-ში შეიტყო, რომ მისი ვაჟის ცხედარი ერთ-ერთი საავადმყოფოს პროზექტურაშია.

იზოლატორში გადაყვანამდე მისი შვილი დიდხანს იმყოფებოდა მილიციის დახურულ ავტომანქანაში, სადაც ცუდად გახდა და როცა შველას ითხოვდა, ბადრაგმა ჩათვალა, რომ არაადეკვატურია და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანა. კლინიკის ექიმი მიხვდა, რომ ფსიქიკური პრობლემები არაფერ შუაშია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. ახალგაზრდა გადაიყვანეს ახლომდებარე ჰოსპიტალში, სადაც ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

აქციებზე მასობრივი დაკავებები გრძელდება, ოთხშაბათს საღამოს 700-ზე მეტი დემონსტრანტი დააპატიმრა ბელარუსის პოლიციამ. როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანოები ამბობენ, მასობრივი დაკავებები გამო წინასწარი დაკავების იზოლატორები გადატვირთულია.

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელმა ოლგა ჩემოდანოვამ სოციალურ ქსელ „ტელეგრამში" განაცხადა, „ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს კანონისა და წესრიგის დასაცავად".

გარდა ამისა, ბელარუსის პოლიცია მედიას არ აძლევს მუშაობის საშუალებას. 11 აგვისტოს, „ბიბისის" სამკაციან გადამღებ ჯგუფს შეუშალეს ხელი მუშაობაში. პრობლემები აქვს „რადიო თავისუფლებასაც". შეფერხებებია ინტერნეტთან წვდომასთან დაკავშირებითაც.

13 აგვისტოს დაბლოკეს რუსული ტექნოლოგიური კოორპორაცია „იანდექსის" ოფისები მინსკში. როგორც თავად „იანდექსის" პრესსამსახურმა სააგენტო „მედუზას" უთხრა, ოფისში შავებში ჩაცმული უცნობი შეიარაღებული პირები შევიდნენ.

რაც შეეხება ლუკაშენკოს მთავარ კონკურენს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს სვეტლანა ტიხანოვკაიას, ცესკოს მონაცმებით, მან არჩევნებში ხმათა 9.9% მიიღო. ხმათა პარალელური დათვლით ოპოზიცია ამბობდა, რომ სვეტლანამ მინიმუმ ხმების 70%-ით მოიპოვა გამარჯვება.

11 აგვისტოს ტიხანოვსკაიას მიმართვა პროსახელისუფლებო ტელეგრამარხმა გაავრცელა, სადაც ის მხარდამჭერებს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

უცნობია, როდის და სად ჩაიწერა აღნიშნული ვიდეო. ტიხანოვსკაიას მხარდამჭერების აზრით, ის ვიდეოში ტექსტს კითხულობს, რადგან კამერაში არ იხედება. მათ აქვთ ეჭვი, რომ სვეტლანა ტიხნოვსკაიას აიძულეს აღნიშნული ვიდეოს ჩაწერა. „მედუზას" ინფორმაციით, მიმართვა ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის, ლიდია იერმოშინას ოფისშია ჩაწერილი. ტიხანოვსკაია ტექსტს ფურცლიდან კითხულობს და კამერას არ უყურებს.

10 აგვისტოს ტიხანოვსკაიამ 3 საათი გაატარა ბელარუსის ცესკოს ოფისში. მისი კამპანიის წარმომადგენელის მარია კოლესნიკოვას თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატი იქ საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ იყო. შემდეგ კი ბელარუსი დატოვა და ლიეტუვაში გადავიდა. ტიხანოვსკაიას თქმით, ეს საკუთარი უსაფრთხოების და ძალადობის პრევენციის მიზნით გააკეთა. ლიეტუვამ მას 1-წლიანი ვიზა მისცა.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებას, ლუკაშენკოს გამარჯვება მიულოცეს ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ჩინეთის ლიდერებმა.

ოთხშაბათს, იმ ადგილას, სადაც 11 აგვისტოს პირველი დემონსტრანტი გარდაიცვალა საელჩოების წარმომადგენლები მივიდენენ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გამოვიდა ინიციატივით, რომ ბელარუსში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლებიც დაესწრებიან. პომპეო არ გამორიცხავს ბელარუსისთვის სანქციების დაწესებას.

ამასვე ამბობს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.

„დიქტატორო სისხლიანი ხელებით, ლუკაშენკო, წადი. შენ შენი ბედი განსაზღვრე - ბელარუსის მიწაზე მომავალი არ გაქვს", - წერს ლიეტუვას ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე სოციალურ ქსელ „ტვიტერში".

ლიეტუვას მოქმედმა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ კი თქვა, რომ ლიეტუვა, ლატვია და პოლონეთი მზად არიან ბელარუსის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლის როლი შეასრულონ.

მან აასევე, ბელარუსის მთავრობას სამპუნქტიანი გეგმა შესთავაზა: ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობა უნდა შეწყვიტოს; გაათავისუფლოს დაპატიმრებული დემონსტრანტები და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით ეროვნული საბჭო ჩამოაყალიბოს, რომელიც კრიზისიდან გამოსვლის გზების მონახვას შეეცდება.

ამის პარალელურად პოლონეთი ევროკავშირის საგანგებო სამიტის მოწვევას ითხოვს კრიზისის განსახილველად

ოთხშაბათს ბელარუსში განვიტარებული მოვლენების შესახებ სატელეფონო დიალოგი შედგა საფრანგეთისა და რესეთის პრეზიდენტებს შორის.

აქციის მონაწილეთა მიმართ ძალის გამოყენება გაერომ დაგმო: ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაშელემ, მოითხოვა ყველას გათავისუფლება, ვინც უკანონოდაა დაკავებული. ის ასევე ითხოვს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე გამოძიების დაწყებას.

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს ლუკაშენკოსთვის გამარჯვება არ მიულოციათ. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა კი მოუწოდა ბელარუსის ხელისუფლებას, გამოაქვეყნოს არჩევნების შედეგები და თქვა, რომ „მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშინების და ძალადობრივი დარბევის ადგილი ევროკავშირში არ არის".

გერმანიის მთავრობა ასევე ეჭვებს გამოთქვამს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება რუსეთს, „ცალკეული უცხოელი პარტნიორი ბელარუსის ხელისუფლებებზე უპრეცედენტო ზეწოლას ახორციელებს", - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.

თავად ლუკაშენკო კი ამბობს, რომ ბელარუსი ყველაფერს აკეთებს საკუთარი მოსახლეობის დასაცავად.

„ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კონსტიტუციური წყობის დაცვა და სახელმწიფო მართვის ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა", - განაცხადა ლუკაშენკომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გული   (13.08.2020)
ახლა ბელარუსი მისწვდა ამერიკის კლანჭები.სადაც ხელი მიუწვდათ ყველგან არის სიტუაცია.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×