რეზონანსი
15.09.2020

ევროკავშირი რუსეთისათვის ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს, რომელსაც „ნავალნის სანქციების“ რეჟიმი ერქმევა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საკითხების უმაღლესმა კომისარმა ჟიზეფ ბორელმა ევროპარლამენტის სესიაზე განაცხადა. თავად რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მდგომარეობა კი, რომელიც მოწამვლის შემდეგ გერმანიაში აგრძელებს მკურნალობას, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

სამშაბათს ნავალნიმ თავის „ინსტაგრამზე“ მოწამვლის შემდეგ პირველი პოსტი და საავადმყოფოში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

„გამარჯობა, ნავალნი ვარ. მომენატრეთ. მე ჯერ კიდევ არაფრის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ, აი, გუშინ მთელი დღე ჩემით ვსუნთქავდი, სრულიად დამოუკიდებლად“, - წერს ნავალი.

გამოქვეყნებულ ფოტოზე მის გვერდით არიან მეუღლე იულია და შვილები დარია და ზახარი.

რუსული ოპოზიციის ლიდერი 22 აგვისტოს შემდეგ გერმანიაში საავადმყოფო „შარიტეში“ მკურნალობს. იგი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვულ-პარალიტიკური საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებით მოწამლეს. 

ამასთან დაკავშირებით ევროკავშირი რუსეთისათვის სანქციების საკითხს განიხილავს. როგორც ევროპარლამენტის სესიაზე ბორელმა განახცადა, სანქციების ამ ახალ პაკეტს შესაძლოა ნავალნის სახელი ეწოდოს.

„როგორც ამერიკელებმა დაარქვეს თავის სანქციების რეჟიმს „მაგნიტსკის რეჟიმი“, ჩვენც ასევე შეგვიძლია დავარქვათ ამას „ნავალნის სანქციების  რეჟიმი“, - განაცხადა ბორელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×