თამთა ჩაჩანიძე
27.11.2020

სომხეთის ხელისუფლებამ რუსულ რადიოელექტრონულ საშუალებებზე, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენება, დემონსტრაციულად უარი თქვა და სანაცვლოდ ანალოგიური კლასის კომპლექსების მომარაგებაზე ხელშეკრულება გერმანისთან დადო.

როგორც ოფიციალური ერევანი აღნიშნავს, რუსულ რადიოელექტრონულ ბრძოლის საშუალებებზე უარი მის არაეფექტურობის გამო თქვეს, რადგან ყარაბაღის ომის დროს ეს სისტემები მტრის დრონებს წინააღმდეგ სრულიად უსარგებლო იყო.

ამ დროისთვის უცნობია სომხეთმა ხელშეკრულება რომელ გერმანულ კომპანიასთან გააფორმა, თუმცა ფაქტია, რომ რუსეთისთვის ამგვარი დემონსტრაციული უარი მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ქვეყანამ უკვე დაიწყო ყარაბაღის ომის შედეგების საფუძველზე დასკვნების გამოტანა.

რუსი სამხედრო ექსპერტები აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურნენ. მათი თქმით, სომხეთმა კატასტროფული მარცხი სამხედრო პერსონალის მოუმზადებლობითა და იარაღის არაეფექტური გამოყენების გამო იწვნია და თავად იარაღი აქ არაფერ შუაშია.

რუსეთი სამხედრო იარაღითა და ტექნიკით სომხეთისა და შესაბამისად, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მთავარი მომმარაგებელი იყო. ის იარაღს დიდი ოდენობით აზერბაიჯანსაც აწვდიდა, თუმცა ეს უკანასკნელი საბრძოლო მასალებს სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ისრაელიდან და თურქეთიდან ყიდულობდა.

როგორც ყარაბაღის თვენახევრიანმა ომმა აჩვენა, მიუხედავად მედგარი წინააღმდეგობისა, ყარაბაღის სომხური ძალები უსუსურნი აღმოჩნდნენ აზერბაიჯანის იერიშების წინაშე, რომლებიც არა ავიაციის, არამედ დრონების საშუალებით ხორციელდებოდა. რუსული ანტისაჰაერო იარაღი თურქული და ისრაელის უპილოტო საფრენი აპარატების იერიშების წინააღმდეგ სრულიად არაეფექტური აღმოჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
1234   (03.12.2020)
საქართველოს რა დასკვენები გამოაქვს??? კარვები, "პერფორმანსები" და ახლადგამომცხვარი მახნოს, ჯაფარს პარლამენტში შეყვანა? შპრიცებით დაიცავენ სამშობლოს.

პოღოს   (01.12.2020)
სომეხ ხალხს უნდა საქართველოს შემადგენლობაში შემოსვლა

aliev   (01.12.2020)
ერევანი საქართველოს ეკუთვნოდა საუკუნეების წინ და უნდა დაუბრუნდეს მას!!!

Chven?   (29.11.2020)
Mtavaria chven ra daskvnebi gamogvaqvs!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×