ტატა შოშიაშვილი
09.01.2021

ყარაბაღის მეორე ომის დარულებიდან 2 თვის თავზე სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პირველად ეხვდებიან ერთმანეთს. რუსული მედიის ცნობით, მათი შეხვედრა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით 11 იანვარს შედგება. არაუფოციალური ინფორმაციით, შეხვერდის მთავარი მიზანი 10 ნოემბრის საზავო შეთანხმების დაზუსტება და რეგიონში შექმნილი ახალი რეალობიდან გამომდინარე რამდენიმე ერთობლივი დოკუმენტის ხელმოწერაა.

არც ერთ მხარეს ოფიციალურად არ გაუკეთებია კომენტარი შეხვედრის დანიშვნა-არდანიშვნასთან დაკავშირებით. თუმცა, ერევანსა და ბაქოში ბოლო რამდენიმე დღეა კეთდება ოფიციალური განცხადებები იმაზე, თუ რა საკითხები მიაჩნიათ მხარეებს პრიორიტეტულად.

სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდო შეხვედრაზე ხელი მოეწერება შეთანხმებას, რომელშიც დაზუსტებული იქნება სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანის ნახჭევანთან დამაკავშირებელი სახმელეთო კორიდორის ამუშავების დეტალები; ასევე განისაზღვრება აზერბაიჯანისა და სომხეთის კონტროლის ქვეშ არსებული ტერიტორიების საზღვრები და გარდა ამისა, ამავე შეთანხმებით, მოხდება ყარაბაღის ტერიტორიიდან სომხური შეიარაღებული ნაწილკების გაყვანა. სომხური მედიის ცნობოთ, ამაში იგულისხმება ყარაბაღის ტერიტორიიდან იმ წვევამდელების გაყვანა, რომლებიც სომხეთის ტერიტორიიდან გაიწვიეს ჯარში და ამჟამად ყარაბაღში მსახურობენ.

სომხური მედიის ინფორმაციით, ახალი შეთანხმების ტექსტი უკვე გაგზავნილია სომხეთის იუსტიციის სამინისტროში. მისი შინაარსი კი სომხეთის საზოგადოებისა და ოპოზიციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა კაპიტულანტურად შეაფასა და ამას საპროტესტო გამოსვლების ინტენსიობა გაზარდა.

8 იანვარს სომხეთის იუსტიციის სახლის წინ შეკრებილებმა მოითხოვეს იმ დოკუმენტის შინაარსის გასაჯაროება, რომელსაც, სავარაუდოდ, მოსკოვში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინის შეხვედრის ფარგლებში მოეწერება ხელი.

რისთვის ემზადებიან სომხეთში

სომხეთის იუსტიციის მინისრტმა, რუსტამ ბადასიანმა უარყო პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისმა უწყებამ სავარაუდოდ არსებული შეთანხმების წინასწარი ვარიანტი მიიღო. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „არმენპრესი" იუწყება.

სომხეთში დაწყებული მღელვარების ფონზე, ქვეყნის პრემიერმა თავის „ფეისბუქ" გვერდზე გამოაქვეყნა მთიანი ყარაბაღის კონფლქტის ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელების პრიორიტეტები და განმარტა, რომ გარდაცვლილთა ნეშტების დაბრუნებისა და ტყვეების გაცვლის გარეშე აზერბაიჯანისა და ნახჭევანის დამაკავშირებელი გზის გახსნის საკითხი წინ ვერ წაიწევს.

გარდა ამისა, ფაშინიანი აზერბაიჯანის გავლით სომხეთისათვის რუსეთსა და იარნთან დამაკავშირებელი კომუნიკაციების გხასნის აუცილებლობაზეც საუბრობს.

სომხეთის პიერველმა პირმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ 10 ნოემბრის შეთანხმებაში საუბარი არააარანაირ დერეფანზე ქალაქ მეგრის გავლით, რომელმაც აზერბაიჯანი ნახჭევანთან უნდა დააკავშიროს.

რა მოლოდინი აქვთ აზერბაიჯანში

აზერბაიჯანული მხარისათვის კი საკვანძო საკითხი სწორედ მეგრის დერეფანია. აზერბაიჯანული საინფორომაციო სააგენტო „ტურანის" ცნობით, ლაჩინის გავლით სომხეთისა და ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფანი შეიქმნა იმ პირობით, რომ სომხეთმა თანხმობა მისცა ნახიჩევანისკენ გზის გახსნაზე. „ტურანის" ცნობით, წინააღმდეგ შემთხვევაში აზერბაიჯანს შეუძლია გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ყარაბაღის იმ ნაწილში, რომელიც სომხური მხარის კონტროლის ქვეშ დარჩა, სომხეთის ოფიციალური პირების ვიზიტებს უკავშირდება. ოფიციალური ბაქო ითხოვს, რომ ასეთი ვიზიტები მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში გაიმართოს. ამაზე განცხადევა თავად პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 6 იანვარს მოსახლეობისადმი მიმართვაში.

რუსული მედიის ცნობით, 11 ინავრის მოსკოვის შეხვედრის შემდეგ უკვე განსაზღვრულია ბაქოში კიდევ ერთი შეხვედრის გამართვა, რომელშიც რუსეთის, თურქეთის. სომხეთისა და აზერბაიჯანის სპეცსამსახურების ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას. ამ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, 11 იანვარს მოსკოვში ხელმოწერილი ახალი შეთანხმების პრაქტიკაში მოქმედების დეტალებს განიხილავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
I Am Georgian   (13.01.2021)
უვარგისო ქართველო "პოლიტიკოსებო"? არაფრის მაქნისებო!დროულად რომ ,ვერაფრისგამკეთებლები ბრძანდებით.მეზობელ მოგებულ-წაგებულის ან მათ საქმეში ძალით ჩამრევის ,მესამე მოძალადის ,და ჯამში სხვათა ბედი კი არ უნდა გაწუხებდეთ, არამედ ქართული ინტერესების დამუხრუჭება დროით,თქვენივე უსუსურობის მიზეზით.....ტრასა აღმოსავლეთ-დასავლეთი გაწელეთ ოცდასამწლამდე(ჩვენთვის სასიცოცხლო ევრო-60 ტრასა),ანაკლიის და ბათუმის პორტების "გაძლიერება"-სულაც ჩააფლავეთ.აზერბაჯანი რუსეთთან ახალ სატრანსპორტო კორიდორს ქმნის,სომხეთის ტერიტორიის ყენებითთ,თქვენ კი ტყემალაძე ზიხართ!გეო სტრატეგიულ ჯოკერს გვაკარგინებთ ერთ ერთ ბოლო ბერკეტებს, ქართული პოლიტიკის სიძლიერის მაჩვენებელს რაღაც მიმართულებით მაინც,მოქმედს თბილისის გარდა სხვა ქართულ ქალაქებს,ვერ აძლიერებით დროულად,(დიდი წონითი აეროპორტებით და მაგისტრალებით ინფრასტრუქტურისა ,სათანადოთითი,ქართულ ერთიან,გამართლებულ(მიწების ახლო მომავალში დაბრუნებით)აქსიომის ცოდნით რომ,რომ ბრძოლით წართმეული,მხოლოდ ბრძოლით დაბრუნება,უთუო სხვაYა ყურთათვის სამშვიდობო განცხადებების მიღმა სახელმწიფოზე და ქართველ ხალხზე როდის იზრუნებთ გონებაჩლუნგებო,თუ მასიურად დამპყრობლის ქვეყანაში,ქართული ექსპორტის ზრდა უშველის (გადატენილიალია ქართული ღვინით, კონიაკებითდა ლიმონათებით,...და სხვა ზოგიერთ ქართველთ ,"მლიქვნელთა ნაწარმით" ოკუპანტის დახლები)... მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ზრუნვით,.დავკარგავთ ქვეყანას,უქნარობითა თქვენითა არაფრისმაქნისნო....

ჭორლეონე   (10.01.2021)
მე არაფრის მეშინია. ფაშინიანი ყველაზე მაგარი და მამაცი სომეხია.

Sos   (10.01.2021)
Ar gcxveniat aset sheuracxobas ro ayenebt ers,kargi da cudi yvela eshia,davit agmashenebelh mechetshi shedioda loculobda da pativs cemda muslimanebs qalaq gorshi somxebi chasaxla xeludan gamosuli xalxia. da kaci 1000 wlis win ase azrovnebda .shen ki temuri wyobilebis drondeli azrovnebit azrovneb,me meamayeba kargi somexutac da kargi qartvelit.isini chveni kulturis sxeulis nawilia,mivesakmebi ori eris sherigebas es chvenc wagvadgeba.

XXX   (10.01.2021)
ჭორლეონე ენას კბილი დააჭირე თორემ ვიღაც რაღაცას დაგედებს.

ჭორლეონე   (09.01.2021)
სომხებო პუტინს გაუკეთონ თქვენმა ცოლებმა მინეტი. უკეთ"დაგეხმარებათ"


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×