თამთა ჩაჩანიძე
21.01.2021

კრემლი 23 იანვარს დაანონსებული ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერების დემონსტრაციის აღკვეთას ცდილობს, რისი ეშინია პუტინის რეჟიმს? ექსპერტი „რეზონანსთან" ამბობს, რომ შესაძლოა პანდემიისა და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე ნავალნის მომხრეთა გამოსვლებმა ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს და 2011 წლის მოვლენებიც კი განმეორდეს.

რუსეთის გენერალური პროკურატურა ითხოვს, რომ წვდომა იმ ინტერნეტსაიტებზე შეიზღუდოს, სადაც 23 იანვარს აქციებზე გამოსვლისკენ მოუწოდებენ, რაზედაც მოთხოვნა რუსეთის სახელმწიფო სააგენტოს „როსკომნადზორსაც" გაეგზავნა, რომელსაც ქვეყნის საინფორმაციო სივრცის დაცვა ევალება. პროკურატურა აცხადებს, რომ იმ პირებს, რომლებიც ხალხს უკანონო მოქმედებისკენ მოუწოდებენ, ჯერ გააფრთხილებენ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ რაიმე საფუძველი ექნებათ, ადმინისტრაციულ პასუხიმგებლობას დააკისრებენ.

ცოტა ხნის წინ, „როსკომნადზორმა" „ვკონტაქტსა" და „ტიკ-ტოკს" მოსთხოვა, რომ მოეხსნათ ის მასალები, სადაც „არასრულწლოვანთა მიმართ მოწოდებაა, რომ უკანონო საპროტესტო აქციებში მონაწილეობა მიიღონ".

ექსპერტი უსაფრთხოების სკაითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ რუსეთი დაანონსებული აქციების ჩახშობას ცდილობს, რადგან ეშინია, რომ 2011 წლის ის მოვლენები არ განვითარდეს, რომლითაც პუტინი ფორმალურად, მაგრამ გადადგა.

„რუსეთი ცდილობს, რომ არ მიიღოს ისეთი საპროტესტო ტიპის მღელვარება, როგორიც ბალოტნაიას მოედანზე 2011 წელს იყო. 60 ათასი ადამიანი რომ გამოვიდეს, რაც სავსებით რეალურია, ამას პუტინის რეჟიმი საფრთხედ მიიჩნევს - შეშინდათ და მთელი ძალოვანი სტრუქტურები ჩართეს.

„ნავალნის ასეთი ფორმით დაპატიმრება ბევრ რაღაცაზე მეტყველებს, ადამიანი იქით მოწამლეს და იქით ედავებიან და ციხეში უშვებენ, იმის გამო, რომ პირობითი სასჯელი დაარღვია, როცა სიკვდილის პირას იყო, თან ბერლინში პუტინის პირადი ნებართვით გაუშვეს, პრინციპში პუტინის რეჟიმმა ის გაუშვა ე.წ. გადასახლებაში და მიანიშნა, რომ არ დაბრუნებულიყო, მაგრამ ნავალნი ვაჟკაცი პიროვნებაა - უკან დაბრუნდა და ბედს არ შეუშინდა.

„ნავალნი შესალოა იმაზე ულტრანაციონალისტია ვიდრე პუტინი იყოს, საქართველოს მისამართით განცხადებები გააკეთა და საქართველოსთვის ნავალნი მოვა თუ პუტინი იქნება არაფერი არ იცვლება, მაგრამ ამ შემთხვევაში ნავალნი რომ ოპოზიციონერია და ვაჟკაცობა ჩაიდინა, ამის არ აღნიშვნა მართალი არ იქნებოდა.

„იგი ყველა პარამეტრებიდან გამომდინარე პოლიტპატიმარია, ბუნებრივია რუსეთის მოსახლეობაც ხედავს, რომ პუტინის რეჟიმი აბსოლუტურად მტყუანია და მიუხედავად იმისა, რომ ნავალნის პოპულარობა 12-13 %-ია, აქ სამართლიანობის საკითხია, შესაძლოა ის ადამიანებიც კი, რომლებიც ნავალნის იდეებს არ იზიარებენ, ქუჩაშ გამოვიდნენ. აქ კიდევ სხვა ფაქტორები ემატება, სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გაუარესება, პანდემიური სიტუაცია, ანუ კრემლს ეშინია, რომ ნავალნის ფონზე ატეხილ ამბავს, ჯაჭვური რეაქცია არ მოჰყვეს და არ გადაებას სხვა სოციალურ-ეკონომიკური და მათ შორის პოლიტიკური სერიოზული პრობლემები, რომლებმაც შესაძლოა მართლა რუსეთის საზოგადოება ააფეთქოს და პუტინის პირობითად სტაბილური რეჟიმი შეარყიოს.

„თქვენ წარმოიდგინეთ ახლა პუტინის ბოლო ვადაა, მან უკვე მემკვიდრის მოძიება ოფიციალურად დაიწყო, სამი პარტია ერთიანდება და ქმნის მისთვის მარიონეტულ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალად, სადაც ერთიანდება „სპრავედლივაია რასია" , „პატრიოტი რასიი" და თუ არ ვცდები „ზა პრავდუ". ამით უნდა, რომ კომუნისტური პარტია ჩამოიცილოს და ეს გაერთიანება მეორე ძალად წარმოაჩნოს, ანუ კომუნისტრური პარტიისაც ეშინია. ამ დროს კი ნავალნის ფონზე ასეთი სერიოზული ტალღა პუტინს უფრო მეტი საფრთხე ექნება.

„მითუმეტეს ნავალნის ეს ქმედება კრემლისთვის მოულოდნელი იყო, ყოვლად მოუმზადებელი შეხვდნენ. ნავალნიმ მანამდე პუტინს დაასწრო და გაავრცელა ვიდეო, რის გამოც იგი რეალურად მოწამლეს, ესაა ფილმი გელენჯიკის სახელმწიფო რეზიდენციის ფეშენებელური სასახლეზე, რომელმაც პუტინის კორუფციული სქემები პირდაპირ გამოაჩინა, თუმცაღა მეორე ინფორმაციაც ვიცი, რომ მოწამვლის ერთ-ერთი ვარიანტი ოქროს ბიზნესის სქემების გაშიფვრა იყო," - განაცხადა მაისაიამ.

შეგახსენებთ, რომ, 23 იანვრისთვის ალექსეი ნავალნის მომხრეები ოპოზიციონერის განთავისუფლების მოთხოვნით დემონსტრაციების მოწყობას აპირებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
😅   (22.01.2021)
მოტყნიათ პატრონი პუტინსაც და ნავალნისაც.ორივე საქართველოს მტერია!!!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )