თამთა ჩაჩანიძე
22.01.2021

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის გაზსადენის მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა დაიბლოკოს და რუსეთის წინააღმდეგ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო ახალი სანქციები შემოიღონ.

რეზოლუციას 581-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 50 მათგანი წინააღმდეგი იყო, 44-მა კი თავი შეიკავა.ევროპარლამენტმა ნავალნის დაკავება მკაცრად დაგმო და რუსეთს მისი დაუყოვნებლივი უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„ევროპარლამენტიევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ რუსეთთან თანამშრომლობა საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა პლატფორმაზე კრიტიკულად განიხილონ", - ნათქვამია დოკუმენტში.

ევროპარლამენტმა მოსკოვისგან ნავალნისა და ყველა იმ პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა, რომელიც ოპოზიციონერის რუსეთში დაბრუნებას უკავშირდება. საუბარია ჟურნალისტებზე, მისი გუნდის წევრებზე და მის მომხრეებზე. ევრპარლამენტი აპირებს, რომ კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამფუძნებლის გარშემო არსებული ვითარება კარგად შეისწავლოს და დააკვირდეს, აგრეთვე დააკვირდეს მის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას, რაზეც, პარლამენტარების აზრით, პასუხს მხოლოდ რუსეთის ხელისუფლება აგებს.

დეპუტატებმა ევროპის საბჭოს მოუწოდეს, რომ მომდევნო სხდომებზე, ნავალნის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ, ევროკავშირის შემზღუდველი ზომები მნიშვნელოვნად გააძლიეროს, ასევე დააწესონ შეზღუდვები იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც დაპატიმრების გადაწყვეტილებასა და შესრულებაში მონაწილეობდნენ.

ევროპარლამენტი ევროპის საბჭოს ასევე მოუწიდებს, რომ სანქციები რეჟიმის, რუსი ოლიგარქების, პრეზიდენტ პუტინის ახლო წრის წევრების, აქტიური მედიაპროპაგანდისტების მიმართ, რომლებსაც აქვთ აქტივები ევროკავშირში და თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა (მისი დაახ. რედ.) ტერიტორია, მითითებულია დოკუმენტში. შეზღუდვებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ამ პირების ოჯახის წევრებზეც.

ევროპარლამენტი ასევე ევროპის საბჭოს რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით მოუწოდებს, საუბარია რუსი ოლიგარქების, პუტინთან დაახლოებულ პირთა წრეზე, აქტიურ მედიაპროპაგანდისტებზე, რომლებსაც ევროკავშირში აქვთ აქტივები და თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა.

თავად ნავალნი კი გერმანიიდან სამბლოში დაბრუნებისთანავე აეროპორტში 30 დღით დააპატიმრეს, რაც შეეხება თავად ნავალნის მომხრეების გეგმებს, ისინი 23 იანვარს მისი გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო გამოსვლებს გეგმავენ, რომლის აღკვეთასაც რუსეთის გენერალური პროკურატურა ცდილობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ივანე   (24.01.2021)
მაგარია პუტინი :))) ყველა უნდა დაიჭიროს ვინც საქართველოს საზღვრებს არ სცნობს.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )