ტატა შოშიაშვილი
23.01.2021

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერისა და ვლადიმერ პუტინი ერთ-ერთი მთავარი ოპონენტის, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად შაბათს მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი აქციები გაიმართა. მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად ხდებოდა შეტაკება პოლიციასთან და აქციის მონაწილეთა დაპატიმრება.

23 იანვრის აქცია თავად ნავალნის მიმართვის შემდეგ დაიგეგმა, რომელმაც ინტერნეტით მოუწოდა თავის მომხრეებს, გამოსულიყვნენ ქუჩაში. შაბათს ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანი ნავალნის პატიმრობიდან გათავისუფლებასთან ერთად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადადგომას ითხოვდა.

შაბათის საღამოს 6 საათის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის მასშტაბით დაკავებულების რაოდეობამ 1338 შეადგინა.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი შერემეტიევოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლილსას 17 იანვარს დააკავეს.

ფედერალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ნავალნის დაკავების მიზეზი გამოსაცდელი ვადის პირობების არაერთი დარღვევა გახდა. ის 30 დღით დააპატიმრეს.

ნავალნის მხარდასაჭერად და მისი გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთის ათობით ქალაქში გამართულ არასანქცირებულ აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. დემონტრაციაზე გამოვიდნენ მათ შორის იაკუტსკში, სადაც ამჟამად -50-გრადუსიანი ყინვაა.

განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება მოსკოვსა და პეტერბურგში, სადაც არასანქცირებულ მიტინგზე შუადღიდან დაიწყო ხალხმა შეკრება, რის შემდეგაც პოლიციასთან მოუვიდათ არაერთი შეტაკება.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის" ინფორმაციით, მოსკოვში მომიტინგეთა რაოდენობამ 40 000 გადააჭარბა. თავის მხრივ, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს იუწყება, რომ მოსკოვში დემონსტრაციაზე 4 000 ადამიანი იყო შეკრებილი.

დაკავებულთა შორისაა თავად ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია, რომელიც მოსკოვში მიმდინარე აქციაზე დააპატიმრეს.

ტრანსპარანტებით, პლაკატებითა და ლოზუნგით „გაუშვი", „არ მეშინია", „შხამი მშიშრების იარაღია", „ნავალნისთვის", „არა დიქტატურას" და ა.შ. შეიარაღებული ათასობით ადამიანი რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ან ცენტრალურ მოედნებზე იკრიბებოდნენ და ქუჩებში მსვლელობებს აწყობდნენ..

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ირინა ვოლკმა განაცხადა, რომ „სამართალდამცველების მოთხოვნების შეუსრულებლობა არასანქცირებული მიტინგის მონაწილეების მიერ შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მიიღებს".

თუმცა ვოლკოვას „გაფრთხილებამდე", განცხადებები მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა, ასევე პოდმოსკოვიეს გუბერნატომა, ანდრეი ვორობიოვმა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმაც გააკეთეს.

მოსკოვსა და პეტერბურგში რამდენიმე მეტროსადგური გადაკეტილი და ბლოკირებული იყო.

ჟურნალისტები, რომლებიც მოსკოვში აქციას აშუქებდნენ ყვებიან, რომ განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში უწევთ მუშაობა. რამდენიმე მათგნს სპეცრაზმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურა გაუნადგურეს.

„ნოვაია გაზეტა" იუწყება, რომ უშიშროების ძალებმა ხელკეტი ჩაარტყეს მედიასაშუალების კორესპონდენტს თავში, რომელსაც სისხლდენა აქვს. მეორე კორესპონდენტს ფოტოაპარატის ობიექტივი დაუმტვირიეს მხოლოდ იმიტომ რომ, აქციის მსვლელობისას ფოტოებს იღებდა.

„მედუზას" კორესპონდენტსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მიუხედავად იმისა, რომ, თავად ჟურნალისტის ცნობით, ეცვა ჟილეტი წარწერით „პრესა". საინფორმაციო სააგენტო „დოჟდს" კი იმ ბინაში შევარდნენ სამართალდამცველები, საიდანაც აქციას აშუქებდნენ და შეაწყვეტინეს სამუშაო პროცესი.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს რამდენიმედღიან კომაში მას შემდეგ ჩავარდა, რაც ომსკიდან მოსკოვში ჩასვლისას თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო. გერმანიაში გადაყვანისა და მკურნალობის შემდეგ დადგინდა, რომ ნავალნი ნერვულ-პარალიტიკური აგენტ „ნოვიჩოკით" იყო მოწამლული.

თავად ოპოზიციონერი აცხადებს, რომ მისი მოწამლვის მცდელობაში დანმაშავე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )