თამთა ჩაჩანიძე
21.02.2021

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ალიანსი უნდა გაძლიერდეს, გაფართოვდეს და ახალი პარტნიორები უნდა მოიძიოს. თუმცა საფრანგეთში ამაზე პესიმისტური პოზიცია აქვთ და მიიჩნევენ, რომ გაერთიანება მოძველდა. რას შეიძლება მიანიშნებდეს აზრთა ასეთი სხვადასხვაობა ნატო-ს შიგნით და რას უნდა ველოდოთ ალიანსისგან 2021 წლის დეკემბერის სამიტზე?

„ჩვენ ახლა გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, ხელახლა ავაშენოთ მტკიცე ალიანსი, კვლავ მოვიპოვოთ ნდობა და გავაძლიეროთ ალიანსი, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის თანამშრომლობა ნატო-ში სტრატეგიული სოლიდარობისთვის, რადგან დიდი გამოწვევების წინაშე ვართ: ჩინეთის აღზევება, დახვეწილი კიბერთავდასხმები, ზიანის მომტანი ტექნოლოგიები, კლიმატური ცვლილებები, რუსეთის დესტაბილიზაციური ქცევები და ტერორიზმის მუდმივი საფრთხე. 

„არც ერთ ქვეყანას და არც ერთ კონტინენტს არ შეუძლია ამასთან მარტოს გამკლავება. პირიქით, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ერთად და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ერთგულება ტრანსატლანტიკური სოლიდარობის მიმართ, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ, რეალურად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ამ მიზნით, ნატო-ს 2030-ის ფარგლებში, ალიანსის მომავლისთვის ამბიციურ დღის წესრიგზე მუშაობენ, მისი თქმით, ნატო-მ უნდა გააღრმავოს ურთიერთობები ისეთ ახლო პარტნიორებთან, როგორიცაა ავსტრალია და იაპონია, ასევე მსოფლიოში ახალი პარტნიორები უნდა მოიძიოს“, - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი იენ სტოლტენბერგი.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი მიიჩნევს, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი მოძველდა, როგორც მან მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა,  ალიანსის ამჟამინდელ მდგომარეობას არ შეიძლება, რომ აქტუალური სტრუქტურა ეწოდოს.

„ნატო ვარშავის პაქტის ქვეყნებისგან მომდინარე საფრთხის დასაბალანსებლად იყო შექმნილი, მაგრამ დღეს ვარშავის პაქტი აღარ არის, ამ მხრივ კი ალიანსის გადახედვაა საჭირო“, - განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ ვერც რუსეთმა და ვერც დასავლეთმა „კომუნიზმის დასასრულის მონელება ვერ შეძლეს“.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ საფრანგეთის ეს პოზიცია იმითაა გამოწვეული, რომ მას ევროპაში ნატო-ს მსგავსი ორგანიოზაციის შექმნა თავად სურს.

„საფრანგეთი ნატოს დაარსებიდან სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა, ხან ასოცირებული წევრი იყო, ხან სრული წევრი და ისტორიულად ყოველთვის ნატოს წევრობასთან დაკავშირებით ამბივალენტური დამოკიდებულება ჰქონდა იმიტომ, რომ ზოგადად მათი ამბიციაა, რომ ევროპაში წამყვანი სამხედრო ძალა თვითონ საფრანგეთი იყოს, განსაკუთრებით ტრანსატლანტიკური ურთიერთობის დაძაბვის ფონზე, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში იყო. 

„საფრანგეთისთვის კიდევ უფრო გამოიკვეთა, რომ ვინაიდან ის ევროპაში სამხედრო ძალით ერთ ერთი უძლიერესი სახელმწიფოა, მათ აქვთ სურვილი, რომ ევროკავშირის ფარგლებში სახელმწიფოებმა დაახლოებით ნატოს მსგავსი თავდაცვითი ორგანიზაცია შექმნან, რომ ისინი აშშ-ზე დამოკიდებულები არ იყვნენ და ევროპას სტრატეგიული ავტონომია გააჩნდეს, ამ ტერმინს ფრანგები ხშირად ხმარობენ.

„დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, როდესაც ურთიერთობა დაიძაბა, ტრამპმა თქვა, რომ თუ წევრი სახელმწიფოები თვადაცვაზე თავისი მშპ-ს მინიმუმ 2%-ს არ დახარჯავდნენ, ძირითადად ეს ევროპის სახლემწიფოებს ეხებოდა, მაშინ შეერთებული შტატები უსაფრთხოების ქოლგით მათ უზრუნველყოფაზე უარს იტყოდა, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგაა. ეს ბევრს არ მოეწონა, მათ შორის საფრანგეთს და ახლა გამოდის სწორედ ამ პოზიციით, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ნატოს იმედზე და ევროპას თვითონ სამხედრო ორგანიზაცია უნდა ჰქონდეს, რომელიც მეტ-ნაკლებად მის ინტერესებს ასახავს.

„აქ რუსეთის როლიცაა ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში სტოლტემბერგის განცხადებებშიც ჩანს, რომ ნატო უკვე აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ რუსეთს და ჩინეთს მოიაზრებს, როგორც პოტენციურ მეტოქეს და ამაზეა გადართული, როცა ბევრი სხვა ქვყნისთვის, მათ შორის საფრანგეთისთვის, რუსეთი არ მოიაზრება როგორც გეოპოლიტიკური მეტოქე და პირიქით, საფრანგეთი ცდილობს, რომ ის საერთო ევროპულ, პანევროპულ პროექტებში ჩართოს. აქედან გამომდინარე, ამ ყვლაფრის ფონზე მათი შეხედულებები დიდად გასაკვირი არაა“, - განაცხადა კაკაჩიამ. 

კითხვაზე, თუ რა შეიზლება მოხდეს 2021 წლის მიწურულს ნატოს გამართულ სამიტზე, კაკაჩია აცხადებს, რომ სამიტზე აქცენტი, სავარაუდოდ, ძველი ნდობის აღდგენასა და განმტკიცებაზე იქნება გაკეთებული და არა ახალი წევრების მიღებაზე. 

„ნატოში წამყვანი ვიოლინო ყოველთვის აშშ იყო. ბაიდენმა ბოლო დღეებში არაერთხელ განაცხადა კიდეც, რომ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ ეს იქნება, რომ მოკავშირეებს შორის ძველი ნდობა აღადგინოს და ტრანსატლანტიკურ ურთიერთობაში რაც ხინჯი არსებობდა, გაქრეს. აქედან გამომდინარე რაღაც ახალი კონცეფციები იქმნება, რომელიც ნატოს სიმტკიცეს კიდევ უფრო შეადუღაბებს. აქედან გამომდინარე, ალბათ ამ მიმართულებით იქნება უფრო გადადგმული ნაბიჯები და ძირითადად ამაზე იქნება გაკეთებული აქცენტი და არა, ვთქვათ, ახალი წევრების მიღებაზე, ან გაფართოებაზე,“ - განაცხადა კაკაჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ცნობის ფურცელი   (22.02.2021)
მთავარია როგორი იქნება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ეფექტიანობა, რამდენად ადეკვატური იქნება მსოფლიო გამოწვევების საპასუხოდ და ექნება თუ არა ამბიციები მსოფლიოში პირველობის შესანარჩუნებლად... პირველ რიგში მას მოუწევს რუსეთის ამბიციების მოთოკვა, რაც მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე შემტევი სვლებით უნდა გამოიხატოს, ეს უნდა მოხდეს კოვიდის დამარცხების შემდეგ, ალბათ შემოდგომაზე, ნატოს გარეშე ეს ამოცანა ვერ შესრულდება


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )