თეონა ვეშაგური
13.09.2021

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მან პირდაპირი პასუხი მიიღო აშშ-ს პრეზიდენტისგან ნატოში გაწევრიანების თარიღთან დაკავშირებით - "მან (ჯო ბაიდენმა) თქვა: ჩემი აზრით, თქვენ მისი წევრი უნდა იყოთ, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არ არის", - СNN-თან ინტერვიუში, ზელენსკიმ განაცხადა რომ "ის პასუხი მიიღო, რაც აქამდეც იცოდა."

ორი ქვეყნის ლიდერს შორის 1-ელ სექტემბერს ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ბაიდენმა უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერას კვლავ გაუსვა ხაზი. ვლადიმერ ზელენსკიმ მოლაპარაკების დაწყებამდე განაცხადა, რომ ის ამერიკის პრეზიდენტს ნატოში წევრობისათვის მხარდაჭერას სთხოვდა.

„მე პრეზიდენტ ბაიდენს პირდაპირ ვკითხე უკრაინის ნატოში წევრობაზე და იმაზე, თუ როდის შეძლებს ქვეყანა გაწევრიანებას. მან თქვა: ჩემი აზრით, თქვენ მისი წევრი უნდა იყოთ, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არ არის", - გაიხსენა უკრაინის პრეზიდენტმა.

ტელეწამყვანთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ბაიდენის პრიორიტეტული ქვეყნების სიაში ყოფნა კარგის ნიშანია, თუმცა სიგნალების გარდა მათ ქმედებების მოლოდინიც აქვთ.

„უკრაინა ჯერ შორს არის ნატოში გაწევრიანებისგან, რაც ახალი ამბავი არ არის, აქამდეც ჰქონდა დასავლეთს მათთან გარკვეული მოთხოვნები კორუფციისა და ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით.

„ბაიდენს სიახლე არ განუცხადებია, როდესაც თქვა რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულება ისედაც იყო ცნობილი. სამწუხარო ფაქტს წარმოადგენს მხოლოდ ის, რომ ჩვენ ბევრად წინ ვიყავით უკრაინაზე ნატოში შესვლის პერსპექტივის თვალსაზრისით, თუმცა ბოლო დროს მიმდინარე პოლიტიკურმა პოლარიზაციამ, წინასაარჩევნო კამპანიამ და შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამოსვლამ, უკან დაგვხია და უკრაინასთან თანასწორ მდგომარეობაში ჩაგვაყებნა" - განაცხადა უსაფრთხოების ექსპერტმა ვახტანგ მაისაიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×