თეონა ვეშაგური
30.08.2022

უცხოური მედია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთი ფლობს ირანულ საბრძოლო უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებსაც ისინი, სავარაუდოდ, უკრაინაში გამოიყენებენ. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზნანსს" ეუბნება, რომ საუბარია 130-მე ირანულ დრონზე, რაც სერიოზული დამრტყმელი ძალაა და შესაძლოა ომის მიმდინარეობაზე სერიოზული გავლენა იქონიოს.

„საუბარია ირანული უპილოტო თვითმფრინავების დაახლოებით 130 ერთეულზე, ძირითადად არის „შაჰიდ -128" და „შაჰიდ-191", რომლებიც ასრულებენ სადაზვერვო, შემტევ და კამიკაძის ფუნქციებს. ეს დრონები ირანელებს საკმაოდ კარგადა აქვთ აპრობირებული სირიაში, იემენში და ავღანეთში.

„რუსები აპირებენ, რომ დრონების სანაცვლოდ ირანს „მიგ-35" ავიაგამანადგურებლები გადასცენ. გამოდის ერთგვარი გაცვლა. არსებობს იმის ალბათობაც, რომ ირანული დრონების აწყობა რუსეთის ტერიტორიაზე დაიწყოს.

„რუსებს უპილოტო საფრენი აპარატების დეფიციტი აქვთ, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია ასეთი ურთიერთობები. განსაკუთრებით კი უკრაინის ომის ფონზე.

„შეიარაღების წარმოება ხდება სამ კატეგორიად, ეს არის, ინდივიდუალური, სერიული და მასობრივი. აქ მასობრივ წარმოებაზეა საუარი. რუსებს უჭირთ უპილოტო თვითმფრინავების გამოშვება. ამ გზით კი პროლემას მოაგვარებენ.

„ამ დრონების გარკვეული რაოდენობით მიღება ნიშნავს საკმაოდ სერიოზულ უპირატესობას, რადგან სწორედ ეს დრონებია მთავარი, თანამედროვე სარძოლო მოქმედებების წარმოებისას. ისინი წარმოადგენენ სერიოზულ დამრტყმელ ძალას," - განაცხადა მაისაიამ.

„სიენენთან" საუბრისას ამერიკის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსებმა დრონები მიმდინარე თვის დასაწყისში ირანის აეროდრომიდან წაიღეს და აგვისტოს შუა რიცხვებში სატვირთო თვითმფრინავებით რუსეთში გადაიტანეს.

აშშ-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთმა „მოჰაჯერ-6", „შაჰიდ-129" და „შაჰიდ-191" ტიპის დრონები ოფიციალურად შეიძინა და, სავარაუდოდ, მათ უკრაინის ომში გამოიყენებს. ამ საფრენ აპარატებს მართვადი საბრძოლო მასალის გადატანა შეუძლიათ და მათი გამოყენება შესაძლებელია დაზვერვის განხორციელების მიზნითაც.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, რუს ოპერატორებს ირანში ჯერ კიდევ უტარდებათ წვრთნები უპილოტო დრონების გამოყენებაზე. აშშ-ში ფიქრობენ, რომ რუსეთი ასობით დრონის იმპორტს გეგმავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×