რეზონანსი
25.10.2022

პუტინის მეირ გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის" ფონზე ჯარში აღჭურვილობის იმხელა დეფიციტია, რომ, დრონებთან ერთად, რუსეთმა ირანიდან სხვა ამუნიციის, მათ შორის ჯავშანშილეტებისა და ჩაფხუტების შესყიდვა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა" ქვეყნის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით ავეცელებს.

კერძოდ, უკრაინის სპეცსამსახურებმა მოიპოვეს ცნობები, რომ ბელგოროდის ოლქის სამხედრო საწყობში ახალწვეულთათვის 1500 ტყვიაგაუმტარი ჟილეტი და 1500 ჩაფხუტი მიიღეს, რომელიც ირანული კომპანიის მიერაა დამზადებული.

უკრაინული საჯარისო დაზვერვა აღნიშნავს, რომ ირანის მთავრობა რუსეთში სამხედრო მრჩეველთა ახალი ჯგუფის გაგზავნას გეგმავს, რათა დაეხმაროს რუს ჯარისკაცებს გამოიყენონ ახალი „არაშ-2"-ის ტიპის კამიკაძე დრონები. აგრეთვე, ირანელების ეს ჯგუფი დაეხმარება მათ ირანული სახმელეთო რაკეტების გამოყენებაში, მათი მიწოდება კი ახლო მომავალში დაიწყება.

გარდა ამისა, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მრჩეველთა ჯგუფი გაემგზავრა ირანიდან ყირიმის ქალაქ ჯანკოიში, სადაც ისინი მოამზადებენ და დაეხმარებიან ოკუპანტებს „შაჰედ-136" და „მოჰაჯერ-6" ტიპის დრონების მართვაში.

ნინო შატბერაშვილი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×