სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეუთოს პოლიციის შესვლას მოსახლეობა საპროტესტო აქციების ახალი ტალღით შეხვდა
    ლილი ხმალაძე
    (26.07.2010)

      ყირგიზეთში საპროტესტო აქციები ისევ დაიწყო. მოსახლეობა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, სადაც ერთი თვის წინ ეთნიკურ დაპირისპირებას რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ეუთოს პოლიციის სიტუაციის ნეიტრალიზების მიზნით შესვლას აპროტესტებს.
      26 ივლისს ყირგიზეთის დედაქალაქსა და რამდენიმე რეგიონალურ ცენტრში, საპროტესტო აქციები ისევ დაიწყო. მოსახლეობა ქუჩაში ძირითად სამხრეთის რეგიონის ქალაქებში გამოვიდა. "ინტერფაქსის" ცნობით, აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის სამხრეთით ეუთოს პოლიციის შესვლა გააპროტესტეს.
      ეუთოს პოლიციის ყირგიზეთში გაგზავნის თაობაზე 22 ივლისს გახდა ცნობილი. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ორგანიზაციის მუდმივი საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ყირგიზეთში პოლიციის მრჩეველთა 52-კაციანი ჯგუფი გაემგზავრებოდა. მისიის მიზანი ეთნიკური დაპირისპირების საწინააღმდეგო მოქმედებების ჩატარებაა. "რია ნოვოსტის" ცნობით, მისია ყირგიზეთში თვის განმავლობაში იქნება. მისთვის ვადის გახანგრძლივება ეუთოს მუდმივი საბჭოსა და ყირგიზეთის თანხმობით არის შესაძლებელი. თუმცა, პირველი შეთავაზება ეუთოს ძალების ყირგიზეთში გაგზავნის თაობაზე ცოტა ადრე გაჟღერდა. "ლენტა.რუს" ცნობით, ივნისში შეთავაზებული წინადადებით, ეუთოს პოლიცია შეიარაღებული არ იქნებოდა და ქუჩაში პატრულირებას ადგილობრივ პოლიციასთან ერთად აწარმოებდა.
      ორშაბათს ოშის ქუჩებში რამდენიმე ასეული მოქალაქე გამოვიდა. მომიტინგეები თვლიან, რომ ეუთოს მილიციის შესვლით რეგიონის სამხრეთით "კოსოვოს ვარიანტის" წინაპირობა შეიქმნება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამით ყირგიზეთიდან სამხრეთის ოლქების ცალკე გამოყოფა მოხდება. მათი თქმით, ევროპის წარმომადგენლები მხარს უზბეკური წარმოშობის მოსახლეობას დაუჭერენ, რომლებიც მაცხოვრებელთა უმრავლესობას შეადგენენ და საკუთარი ავტონომიის შექმნა სურთ. აქციის ორგანიზატორები თვლიან, რომ ყირგიზეთის ტერიტორიაზე მხოლოდ დსთ-სა და კოლექტიური უსაფრთხოების თაობაზე ხელშეკრულების ორგანიზაციის ჯარების დაშვებაა უსაფრთხო და შესაძლებელი.
      აქციაზე მისულ მოქალაქეებს სხვა მოთხოვნაც აქვთ. ისინი ქვეყანაში მიმდინარე ცალკეული საკადრო დანიშვნების წინააღმდეგაც გამოდიან. მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა, ოშის გუბერნატორის ეთნიკურად უზბეკი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომაა.
      შედარებით მცირემასშტაბიანი აქციები მოეწყო ყირგიზეთის დედაქალაქში. "ლენტა.რუ"ს ცნობით, ბიშკეკში ქუჩაში რამდენიმე ათეული ადამინი გამოვიდა. აქციის მონაწილეები ეუთოს პოლიციის რეგიონში შესვლას ყირგიზულ და რუსულენოვანი ტრანსპარანტებით აპროტესტებდნენ. "ახალგაზრდები ეუთოს პოლიციის ძალების წინააღმდეგ", "ეუთოს პოლიცია - საფრთხე გარედან", "კოსოვოს სცენარის წინააღმდეგ" მოთხოვნებით მომიტინგეები პარლამენტის შენობის წინ იყვნენ შეკრებილები.
      "ლენტა.რუს" ცნობით, მონაწილეებმა აქციაზე თოჯინა დაწვეს, რომელსაც ეუთოს პოლიციის ფორმა, კამუფლიაჟი ეცვა.
      აქციის მონაწილეები ხელისუფლებისაგან ყურადღებას ითხოვენ. მოძრაობის ლიდერები აცხადებენ, რომ თუ გარდამავალი პრეზიდენტი როზა ოტუნბაევა მათ მოთხოვნებს არ მოისმენს და არ დააკმაყოფილებს, სტარტეგიულ გზებს გადაკეტავენ.
      საპროტესტო აქციები ყირგიზეთის სამხრეთით სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. ოშისა და ბიშკეკის პარალელურად მომიტინგეები ქუცაში, კარა-კოლში, ნარინსა და ტალასში გამოვიდნენ. "ლენტრა რუ.ს" ცნობით, აქციების ორგანიზატორი რამდენიმე ახალგაზრდული ორაგანიზაციაა, რომლებიც გაერთიანებულები არიან ორგანიზაციაში "ყირგიზი ხალხი გარე ძალების წინააღმდეგ".
      ეოთოს ძალების ყირგიზეთის ტერიტორიაზე შესვლა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც გააპროტესტეს. ყირგიზული სააგენტო "24 კგ"-ს ცნობით, 21 ივლისს ქალაქ ოშის მერმა მელისბეკ მირზაკმატოვმა განაცხადა, რომ მაცხოვრებელთა უმრავლესობა ქალაქში უცხოური პოლიციის შესვლის წინააღმდეგია.
      "სრულიად ვეთანხმები ქალაქის მაცხოვრებლებს, და ვფიქრობ, რომ თავად გვაქვს სიტუაციის მოგვარების შესაძლებლობა", - აღნიშნა მირზაკმატოვმა.
    ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება ქვეყნის სამხრეთით, სწორედ ქალაქ ოშში 11 ივნისს დაიწყო. თუმცა, მალე ფართომასშტაბიანი არეულობა ჟალააბადსაც მოედო. სამართლადამცავებმა სიტუაციის სტაბილიზება მხოლოდ 14-15 ივნისს მოახერხეს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, რამდენიმედღიან მასობრივ არეულობას 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა განსხვავებული იყო არაოფიციალური მონაცემები. მასმედიის სხვადასხვა საშუალებებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სულ დაახლოებით 900 ადამიანი დაიღუპა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    კომენტარის დატოვებისათვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია(თუ ხართ "რეზონანსის web–კლუბის წევრი), ან გაიაროთ რეგისტრაციის უმარტივესი პროცედურა და შემდეგ –– ავტორიზაცია.
          შესაბამის ველები საიტის ზედა ზოლშია

    Copyright © 2006-2010 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter