კრასნოდარის ინციდენტის შემდეგ, სოჭის ოლიმპიადის შესაძლო ჩაშლაზე ჩეჩნეთის პრორუსულ ადმინისტრაციაშიც ალაპარაკდნენ ლილი ხმალაძე (29.07.2010) ჩეჩნების უფლებების დარღვევასა და მათი ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე ბოლო რამდენიმე დღეა, თავად კრემლისადმი ლოიალურად განწყოფილ ჩეჩნეთის ხელმძღვანელობაშიც აქტიურად საუბრობენ. პროტესტი კრასნოდარის მხარის, ინგუშეთის, სტავროპოლის, დაღესტანისა და ჩრდილო ოსეთის მისამართით ჩეჩნეთის ომბუდსმენთან ერთად უკვე რესპუბლიკის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმაც გამოთქვა. თბილიში ამბობენ, რომ კადიროვის ასეთი განცხადებები, უბრალოდ, თავის გადარჩენის საშუალებაა. ომბუდსმენის პროტესტს კი ერთი მხრივ მართლაც სერიოზულად გართულებულ სიტუაციას, მეორე მხრივ კი ისევ კადიროვის თავიდან მოშორების სტრატეგიას უკავშირებენ. ჩეჩნეთის ომბუდსმენმაც და რესპუბლიკის პრეზიდენტმაც ჩეჩნების უფლებების დარღვევად და მათ დისკრიმინაციად მიიჩნიეს 25 ივლისს, კრასნოდარის მხარეში, საბავშვო ბანაკ "დონში" მომხდარი ინციდენტი. ამ ინციდენტისას ადგილობრივმა მცხოვრებლებმა და ბანაკის ადმინისტრაციის წარმომადენლებმა ბანაკში მყოფ რამდენიმე ასეულ ჩეჩენ მოზარდს სცემეს. ოფიციალური ვერსიით, მომხდარი ყოფითი მიზეზებით წარმოშობილი უბრალო ჩხუბი იყო და სისხლის სამართლის საქმეც ხულიგნობის მუხლით აღიძრა. პროკურატურამ და შსს-ს რეგიონალურმა განყოფილებამ დაასკვნა, რომ დაპირისპირება, რომლის დროსაც ორივე მხარის წარმომადგენელები დაშავდნენ, ჩეჩენი მოზარდების პროვოკაციული ქცევის გამო მოხდა. მათი განმარტებით, ბანაკის დირექტორის მოადგილე, ბორის უსოლცევი სამი ჩეჩენი მოზარდის ჩხუბს შეესწრო, რომლებიც 13 წლის როსტოვის ოქლიდან ჩამოსული გოგონას გაცნობას ცდილობდნენ. სამართალდამცავთა განმარტებით, უსოლცევმა მათ შენიშვნა მისცა და მოუწოდა, ნორმების შესაბამისად მოქცეულიყვნენ, რის შემდეგაც მოზარდები მას თავს დაესხნენ. მათი თქმით, სწორედ ამის შემდეგ მოვიდნენ ადგილობრივები და დაიწყო ჩხუბი მათსა და დამსვენებელ ჩეჩნებს შორის. ამ საკითხზე განსხავევბული მოსაზრება აქვთ ჩეჩნეთში. მომხდარიდან რამდენიმე დღეში ჩეჩნეთის ომბუდსმენმა ნურდი ნუხაჯიევმა ოფიციალური განცხადებაც მოამზადა. მისი მოსაზრებით, კონფლიქტს ნაციონალური ხასიათი ჰქონდა. მისი ვერსიით, ბანაკის დირექტორის მოადგილე მთვრალი ბორის უსოლცევი ბანაკის ეზოში მდგარ სამ ჩეჩენ მოზარდთან მივიდა და ყვირილი და ცემა დაუწყო. ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით, უსოლცევი ჩეჩნეთში საომარი კამპანიის დროს კონტრაქტით მსახურობდა და მოზარდებს უყვიროდა, რომ ჩეჩნეთშიც ამარცხებდა და ჩაგრავდა მათ და აქაც იგივეს იზამდა. ომბუდსმენის განცხადების მიხედვით, ჩხუბი მწვრთნელებმა გაანეიტრალეს. სწორედ ამ დროს, ნუხაჯიევის მტკიცებით, ბანაკის დირექტორი, უსოლცევის მამა მიხაილ უსოლცევი გამოჩნდა და საქმის მოგვარება სცადა. სიტუაციის დამშვიდების შემდეგ კი აღმზრდელებს სთხოვა, მომხდარი არ გაეხმაურებინათ. ომბუცმენის განცხადების მიხედვით, ცოტა ხნის შემდეგ დირექტორი მიხაილ უსოლცევი მეორე შვილთან და 300-400 ადგილობრივ ახალგაზრდასთან ერთად დაბრუნდა რკინის ჯოხებით შეიარაღებული და ჩხუბი და ცემა დაუწყეს ჩეჩენ მოზარდებს. ამ ინციდენტთან დაკავშირებით ნუხაჯიევმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დიმიდტრი მედვედევს ღია წერილით მიმართა. მისი აზრით, დაპირისპირება ნაციონალურ ხასიათს ატარებდა. "გაზეტა.რუს" ცნობით, ომბუდსმენი თავის ღია წერილში პირდაპირ ადანაშაულებს კრასნოდარის მხარის ხელმძღვანელებს და პირადად გუბერნატორ ალექსანდრე ტკაჩოვს რეგიონში ნაციონალური ნიშნით მოქალალქეების უფლებები დარღვევაში. ომბუდსმენი თვლის, რომ თუ ცენტრალური ხელისულება მომხდარს პოლიტიკურ შეფასებას არ მისცემს, შესაძლოა, საფრთხე 2014 წელს სოჭში ოლიმპიადის ჩატარებასაც დაემუქროს. სახალხო დამცველის გარდა ამ შემთხვევას ჩეჩნების უფლებების დარღვევად აფასებს ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვიც. მისი თქმით, მომხდარი ექსტრემიზმის გამოვლინება იყო. ბანაკში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით კადიროვმა სპეციალური განცხადებაც გააკეთა და თავისი მთავრობის ოფიციალურ ვებ-გევრდზეც განათავსა. ჩეჩეთის ლიდერის მტკციებით, ჩხუბი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბანაკის დირექტორის მოადგილემ წამოიწყო. კადიროვის განცხადებით, საბავშო ბანაკის ხელმძღვანელი ნაციონალისტურ განცხადებებს აკეთებდა. ეს იყო პირველი ოფიციალური პრეტენზიები, რომლებიც ჩეჩნეთში გამოითქვა და ეთნიკური ნიშნით ჩეჩნების შევიწროებას შეეხო. ჩეჩნეთის ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ პრეტენზია მხოლოდ კრასნოდარის მხარესთან არ აქვს. ნურჯი ხაჯიევმა განაცხადა, რომ ჩეჩნების დისკრიმინაციას ადგილი ჰქონდა სტავროპოლში, ჩრდილოეთ ოსეთსა და დაღესტანში. მისი თქმით, იქ დახოცეს ჩეჩენი სტუდენტები, ხდებოდა ჩეჩნების დაკავება და მათი უგზო-უკვლოდ გაქრობა. ბანაკ "დონში" მომხდარი ინციდენტის მეორე დღეს უკვე ინგუშეთის ტერიტორიაზე უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს გროზნოს საფეხბურთო გუნდ "ტერეკის" გულშემატკივრებს, რომლებიც ავტობუსით სამშობლოში ბრუნდებოდნენ. ინციდენტი ქალაქ მაგასის მახლობლად მოხდა. კადიროვმა ეს ფაქტიც მკაცრად დაგმო და ჩეჩნებზე თავდასხმაში ადგილობრივი მცხოვრებლების გარდა, ადგილობრივი ძალოვნებიც დაადანაშაულა. მისი თქმით, ინგუშეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს ინციდენტის გასანეიტრალებრალად ზომები არ მიუღიათ. რამდენიმე გულშემატკივარი ნაცემიც იყო, მათ კი დამნაშავეები არც დაუჭერიათ. ჩეჩნეთის პრეზიდნეტის განცხადებას ინგუშეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა - ცნობილი გახდა, რომ ინგუშეთის პრეზიდენტმა იუნუსბეკ ევკუროვმა ამ ინციდენტის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა და შსს-ს თანამშრომლების საქციელი გააკრიტიკა. "ჩვენს ხალხებსშორის ურთეირთობა, რამდენიმე ბოროტმოქმედის მიერ ჩადენილი საქციელის გამო არ უნდა დაზარალდეს", - განაცხადა ინგუშეთის პრეზიედნტმა. ოფიციალური ვერსია ამ ინციდენტთან დაკავშირებითაც განსხვავებულია. გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა, ჩხუბის მიზეზი რამდენიმე მთვრალი გულშემატკივრის მცდელობა ყოფილიყო, როდესაც მათ ადგილობრივი მცხოვრებელების ავტობუსში აყვანა და თან წაყვანა სურდათ. ამ ინციდენტების ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გუშინდელი ცნობა იმის შესახებ, რომ გროზნოში ჩეჩენთა საერთაშორისო კონგრესის ჩატარება გადაწყდა და დასახელდა კონკრეტული თარიღიც - კონგრესი გროზნოში 12-13 ოქტომბერს ჩატარდება. კონგრესის ჩატარების განკარგულებას ხელი პირადად პრეზიდენტმა კადიროვმა მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, კონგრესის მიზანი არის საზღვარგარეთ მცხოვრები ჩეჩენური დიასპორების ადაპტაციის ანალიზი და მათი საცხოვრებელ ქვეყნებში ინტეგრაციისათვის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების კოორდინირება. კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელი ზაალ კასრელიშვილი ამბობს, რომ მთელი რუსეთის მასშტაბით კავკასიელთა უფლებები მართლაც ირღვევა. მისი აზრით, ამას გარკვეული ძალები კონკრეტული მიზნისათვის აკეთებენ. "ვფიქრობ, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჩეჩნებს ბოლომდე მაინც არ ენდობა, მათ ჰგონაით, რომ მიზანს მიაღწიეს. ფიქრობენ, რომ ჩეჩნეთი და ჩრდილო კავკასია უკვე თავისი გავლენის ქვეშ მოაქციეს და ახლა გადაწყვიტეს კავკასიელები რუსეთის კალაპოტში მოაქციონ. "ვფიქრობ, არსებული სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება. მგონია, რომ ყველაფერი 2012 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. ის, რაც ხდება - რომ ირღვევა კავკასიელების უფლებები - ამას მედვედევი აკეთებს თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ მედვედევს რომ ბრალდება, ფაქტია. მედვედევმა თავის დროზე გააკეთა განცხადება, რომ მისი პრეზიდენტობისას ჩეჩნეთში ახალი ომი არ დაიწყებოდა. შესაძლოა ამ განწყობას მის საწინააღდეგოდ ატრიალებდნენ", - ამბობს კასრელიშვილი. მისი შეფასებით, ამ ინციდენტების შემდეგ კადიროვის მიერ გაკეთებული მკვეთრი განცხადებები პოლიტიკური თვითგადარჩენის ინსტიქტითაა ნაკარნახევი. "კადიროვს უნდა ერის მამად გამოჩნდეს. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის ჯალათი კადიროვი უკვე საინტერსო აღარ არის. რადგან მთელი ვაინახების გამაერთიანებელი ვერ გახდა, თვითონაც სჭირდება პიროვნულად, რომ თავი გადაირჩინოს და საამისოდ იბრძვის მსგავსი განცხადებებითა და ქმედებებით", - მისივე თქმით, ჩეჩნეთის ომბუდსმენის საუბარი იმაზე, რომ შექმნილი ვითარების ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან უყურადღებოდ დატოვება, სოჭის 2014 წლის ოლიმპიადას შეუქმნის საფრთხეს, სავსებით რეალურია. "სოჭის ოლიმპიადას საფრთხე რამდენიმე მხრივ დაემუქრება. ოლიმპიადის ჩაშლის ინტერესი აქვთ ადიღებს, ყაბარდოელებს და ყველა სხვა დანარჩენ კავკასიელ ხალხებს. ჩეჩენი ეროვნების ადამიანების უფელებების დარღვევა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე კიდევ უფრო მეტ არგუმენტს მისცემს რუსების წინააღმდეგ მებრძოლ კავკასიელებს, რათა ბრძოლა გაააქტიურონ. ისინი პრორუსული ორიენტაციის ჩეჩნებს უკვე ნიშნისმოგებით ელაპარაკებიან და ეუბნებიან, რომ მათი არჩევანის მიუხედავად ყოფილიყვნენ რუსეთის სახელმწიფოში, რუსები მათ გამუდმებით ამცირებენ. "თუ ჩეჩნებს უკვე დაწყებული არ აქვთ სამზადისი, ალბათ, მალე გააქტიურდებიან ამ მიმართულებით და სოჭის ოლიმპიადას პრობლემებს შეუქმნიან. თუმცა, ვფიქრობ, სოჭის საკითხი ვაჭორობის საგანი უფრო იქნება და მის ასე ხელაღებით ჩაშლას ნაკლებად შეეცდებიან. მაგრამ, თუ ჩეჩნები მოინდომებენ მსოფლიოს დაანახონ, რომ სოჭში ოლიმპიადის ჩატარება უსაფრთხო არ არის, რეალურად ყველაფერს გააკეთებენ საამისოდ. "თუმცა, სოჭის ოლიმპიადის საფრთხე არც მარტო ესაა. რატომღაც სულ ომსა და ბრძოლაზე ამახვილებენ ყურადღებას, არადა უახლოეს მომავალში ამ ოლიმპიადის საწინააღმდეგოდ მთელი მსოფლიოს მასშტაბით კავკასიური დიასპორის წარმომადგენლები მშვიდობიანი აქციებისათვის ემზადებიან", - ამბობს კასრელიშვილი.
|
| დატოვე კომენტარიკომენტარები (0) კომენტარის დატოვებისათვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია(თუ ხართ "რეზონანსის web–კლუბის წევრი), ან გაიაროთ რეგისტრაციის უმარტივესი პროცედურა და შემდეგ –– ავტორიზაცია. შესაბამის ველები საიტის ზედა ზოლშია | |
|
|
მთავარი გვერდის პერსონალიზაცია
აუდიო–ინტერვიუ  “ბოლო გამგეობის სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელს სრული მანდატი მივეცით, რომ არამარტო ოქრუაშვილს (ვისაც უკვე ელაპარაკა), არამედ სხვებსაც ელაპარაკოს ამ გაერთიანებაზე. მაგრამ შედეგები არ ვიცი. ვფოქრობ, რაიმე კონკრეტული შედეგი რომ ყოფილიყო, ალბათ, უკვე შეგვკრებდა,” - აცხადებს მოძრაობის “სამართლიანი საქართველოსთვის” წევრი პეტრე მამრაძე ზურაბ ნოღაიდელისა და ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლო გაერთიანების კომენტირებისას. აუდიო–ინტერვიუ  რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი სასექტემბროდ რამე პოლიტიკურ ალიანსში რესპუბლიკური პარტიის გაერთიანებას გამორიცხავს. როგორც თინათინ ხიდაშელი აცხადებს, ახლა პარტიული საქმიანობის პერიოდია და რამე ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ წინასაარჩევნოდაა შესაძლებელი. აუდიო–ინტერვიუ  “ეს ვოიაჟი და ვითომ კრუიზი უცნაურობებით არის აღსავსე. ეჭვი მაქვს, რომ გლობალურ დათბობასა და პოსტ საბჭოთა სივრცეზე იგეგმებოდა დიდი სამეცნიერო კონფერენცია თუ დისკუსია, რომელიც რუსეთს არ აწყობდა. მოსკოვმა მოახდინა ზეწოლა მის მონაწილეებზე და ჩაშალა,” - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე საქართველოში ყოფილი მსოფლიო ლიდერების სიმპოზიუმის ჩაშლის კომენტირებისას.
(22.07.2010)
(25.05.2010)
(19.05.2010)
(17.05.2010)
(16.05.2010)
(03.05.2010) ვინ შეიძლება ყოფილიყო შშს-ს ის მაღალჩინოსანი, რომელიც, ავსტრიის პოლიციის მონაცემებით, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| კახა თარგამაძე(25.758%) |
| ირაკლი კოდუა(27.273%) | | ვიღაც სხვა(3.03%) | | არავინ, ავსტრიის პოლიცია შეცდა(25.758%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(18.182%) | რა მოტივებით ხელმძღვანელობდა ხელისუფლება გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის აღებისას? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| ისტორიული სამართლიანობის აღდგენა(24.138%) |
| სტალინის ისტორიული როლის დაკნინება(20.69%) | | პასუხი ქუთაისში აფეთქებული მემორიალის სანაცვლოდ მოსკოვში ახალი მემორიალის აშენებაზე(3.448%) | | საერთოდ უყვარს ყველაფრის ნგრევა(46.552%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(5.172%) | რითია გამოწვეული ბოლოდროინდელი გადაჯგუფებები ოზოპიციაში? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| პროდასავლური ძალების დასუსტებით(9.302%) |
| პრორუსული ძალების გაძლიერებით(23.256%) | | ორივეთი ერთად(20.93%) | | ჩვეულებივი პოლოტიკური პროცესია(44.186%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.326%) | როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა ფასების შემდგომი ზრდა? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| დიახ, ფასები გაიზრდება(86.957%) |
| შენარჩუნდება იგივე დონეზე(8.696%) | | არა, შემცირდება(2.174%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.174%) | როგორ ფიქრობთ, კიდევ გაუფასურდება თუ არა ლარი? გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| არსებული კურსი შენარჩუნდება(11.613%) |
| ლარი მკვეთრად გაუფასურდება(24.516%) | | თანდათანობით გაუფასურდება(45.806%) | | გამყარდება(7.742%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(10.323%) | როგორი უნდა იყოს ოპოზიციის მოქმედების გეგმა გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| დაელოდოს 2012 წლის არჩევნებს(22.436%) |
| გამართოს კონსულტაციები საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის(38.462%) | | გამართოს აქციები ვადანდელი არჩევნების დანიშვნისათვის(36.538%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) | რას ელოდებით ახალი საკრებულოსა და მერისაგან? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| სოციალური საკითხების გადაჭრას(12.676%) |
| ქალაქის კეთილმოწყობას(12.676%) | | უმეშებრობის შემცირებას(5.634%) | | მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებას(0%) | | კარგ არაფერს ველოდები(69.014%) | რამდენად შეესაბამებოდა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| შეესაბამება(17.949%) |
| უფრო სეესაბამება(6.41%) | | უფრო არ შეესაბამება(6.41%) | | არ შეესაბამება(66.667%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) |
|