სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სსრკ-ში დაბადებულებს და და მათ შთამომავლებს რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას შესთავაზებენ
    ეკატერინე ბასილაია
    20.03.2017

     მოსკოვი "დიდი რუსეთის" აღდგენისთვის ახალ გეგმას ახმოვანებს და აპირებს, მიიღოს კანონი, რომლითაც რუსეთის მოქალაქეობას უმარტივესად მიიღებს ყველა ის ადამიანი, რომელიც ოდესღაც არსებული რუსეთის იმპერიის ან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ცხოვრობს. ეს, ანალიტიკოსების თქმით, ძალიან სახიფათოა და იმას მოასწავებს, რომ მომავალში დიდ პროვოკაციებსა "საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე" სპეკულირებით რუსეთისაგან ახალ კონფლიქტებსაც უნდა ველოდოთ, მათ შორის საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში.

    შეგახსენებთ, რომ რუსეთის ერთი მსგავსი ინიციატივა ომით დასრულდა. 2006 წელს ოფიციალურმა მოსკოვმა სწორედ ასე გაამარტივა რუსეთის მოქალაქეობის მიღება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისათვის, რასაც საბოლოოდ წელიწადნახევარში საქართველო-რუსეთის ომი მოჰყვა. მაშინ საქართველოში შემოჭრის ერთ-ერთ საბაბად რუსეთმა საკუთარი მოქალაქეების დაცვა დაასახელა.

    ექსპერტები ეჭვობენ, რომ ეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შესაძლოა, მომავალში ახალი შეიარაღებული კონფლიქტების საბაბი გახდეს.

    კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე სწორედ რუსუთის მიერ "საკუთარი მოქალაქეების" დაცვით სპეკულაციას მიიჩნევს ყველაზე დიდ საფრთხედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის.

    "საქართველოშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც დიდი სიამოვნებით აიღებენ რუსულ პასპორტებს - ჯავახეთშიც, ქვემო ქართლშიც, სხვა ადგილებშიც. ქართველებიც კი აიღებენ. შემდეგ დაიწყება ლაპარაკი, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს ავიწროებენ, ან იტყვიან, რომ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოდან დახმარებისთვის მოგვმართეს. შეიძლება ისიც კი თქვან, რომ ამ მოქალაქეებმა რუსეთთან შეერთება მოითხოვეს.

    "უამრავი რამ შეიძლება. ეს მოსკოვის აპრობირებული მეთოდია და მოხდება ის, რაც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოხდა. ეს არ არის დღევანდელი და ხვალინდელი დღის ამბავი, მაგრამ სამომავლოდ აქცენტი ამაზეა გაკეთებული. გეგმა სწორედ ესაა," - მიიჩნევს არეშიძე.

    მოქალაქეობა "ფესვების პრინციპით"

    ცნობისათვის, რუსეთის სათათბიროში შესულია კანონპროექტი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების წესს ამარტივებს და რუსეთის მოქალაქე გახდება აბსოლუტურად ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის მოქალაქე, ასევე ყველა, ვისაც შეუძლია, დაამტკიცოს ნათესაობა ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრობდნენ რუსეთის იმპერიასა და ასევე საბჭოთა კავშირში.

    მოქალაქეობის მინიჭებაზე ძირითადი მოთხოვნა ხდება მხოლოდ რუსული ენის ცოდნა. იმისათვის, რომ არსებული წესი კიდევ უფრო შემსუბუქდეს, დეპუტატები დუმას სთავაზობენ, მოიხსნას სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის დოკუმენტური წარდგენის მოთხოვნაც.

    კანონპროექტის ავტორები ოკუპირებული ყირიმის ყოფილი დე ფაქტო პროკურორი ნატალია პოკლონსკაია და "ესენგეს" საკითხებში დუმის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი არიან.

    მათი კანონპროექტის თანახმად, რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება "ტერიტორიული, ანუ ფესვების პრინციპის" მიხედვით უნდა მოხდეს, რაც საერთაშორისო იურიდიული ტერმინია და გულისხმობს იმას, რომ ადამიანი მოქალაქეობას მოიპოვებს ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაბადების ფაქტით.

    ზატულინი კი ამბობს, რომ რუსეთი სხვადასხვა ეპოქაში, რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დროს, იკავებდა დღეს ცალკე არსებული სახელმწიფოების ტერიტორიებს და, ამდენად, რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირში შემავალ ტერიტორიებზე დაბადებულ ყველა ადამიანს ე.წ. "ფესვების უფლებით" რუსეთის მოქალაქეობა უნდა მიენიჭოს.

    თუკი ეს კანონპროექტი დამტკიცდება, რუსეთის პასპორტს დაბადების მოწმობის წარდგენით აიღებს ყველა ის ადამიანი, ვინც 1991 წლამდე, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლამდე საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებში დაიბადა. დანარჩენ მსურველებს კი მოუწევთ, წარადგინონ დოკუმენტი, რითაც დამტკიცდება, რომ მათი წინაპარი იყო საბჭოთა კავშირის მოქალაქე. შესაბამისად, გამოდის, რომ ცენტრალური აზიის, კავკასიის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, უკრაინის თუ ბელარუსის ნებისმიერი მოქალაქე სურვილის შემთხვევაში დაუბრკოლებლად გახდება რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

     უფრო მეტიც, ასეთ უფლებას მიიღებენ ფინეთისა და პოლონეთის მცხოვრებლებიც, რადგანაც ეს ტერიტორიები ერთ დროს რუსეთის იმპერიაში შედიოდა. კანონპროექტმა დუმაში, ეროვნული საკითხების კომიტეტში დიდი მოწონება დაიმსახურა.მოქალაქეობა "ფესვების პრინციპით"

    ცნობისათვის, რუსეთის სათათბიროში შესულია კანონპროექტი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების წესს ამარტივებს და რუსეთის მოქალაქე გახდება აბსოლუტურად ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის მოქალაქე, ასევე ყველა, ვისაც შეუძლია, დაამტკიცოს ნათესაობა ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრობდნენ რუსეთის იმპერიასა და ასევე საბჭოთა კავშირში.

    მოქალაქეობის მინიჭებაზე ძირითადი მოთხოვნა ხდება მხოლოდ რუსული ენის ცოდნა. იმისათვის, რომ არსებული წესი კიდევ უფრო შემსუბუქდეს, დეპუტატები დუმას სთავაზობენ, მოიხსნას სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის დოკუმენტური წარდგენის მოთხოვნაც.

    კანონპროექტის ავტორები ოკუპირებული ყირიმის ყოფილი დე ფაქტო პროკურორი ნატალია პოკლონსკაია და "ესენგეს" საკითხებში დუმის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი არიან.

    მათი კანონპროექტის თანახმად, რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება "ტერიტორიული, ანუ ფესვების პრინციპის" მიხედვით უნდა მოხდეს, რაც საერთაშორისო იურიდიული ტერმინია და გულისხმობს იმას, რომ ადამიანი მოქალაქეობას მოიპოვებს ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაბადების ფაქტით.

    ზატულინი კი ამბობს, რომ რუსეთი სხვადასხვა ეპოქაში, რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დროს, იკავებდა დღეს ცალკე არსებული სახელმწიფოების ტერიტორიებს და, ამდენად, რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირში შემავალ ტერიტორიებზე დაბადებულ ყველა ადამიანს ე.წ. "ფესვების უფლებით" რუსეთის მოქალაქეობა უნდა მიენიჭოს.

    თუკი ეს კანონპროექტი დამტკიცდება, რუსეთის პასპორტს დაბადების მოწმობის წარდგენით აიღებს ყველა ის ადამიანი, ვინც 1991 წლამდე, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლამდე საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებში დაიბადა. დანარჩენ მსურველებს კი მოუწევთ, წარადგინონ დოკუმენტი, რითაც დამტკიცდება, რომ მათი წინაპარი იყო საბჭოთა კავშირის მოქალაქე. შესაბამისად, გამოდის, რომ ცენტრალური აზიის, კავკასიის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, უკრაინის თუ ბელარუსის ნებისმიერი მოქალაქე სურვილის შემთხვევაში დაუბრკოლებლად გახდება რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

    უფრო მეტიც, ასეთ უფლებას მიიღებენ ფინეთისა და პოლონეთის მცხოვრებლებიც, რადგანაც ეს ტერიტორიები ერთ დროს რუსეთის იმპერიაში შედიოდა. კანონპროექტმა დუმაში, ეროვნული საკითხების კომიტეტში დიდი მოწონება დაიმსახურა.

    ვინ აიღებს რუსულ პასპორტს

    "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელ მამუკა არეშიძის თქმით, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს მომავალში რუსეთი იმპერიის, ერთიანი სახელმწიფოს აღდგენას: "კრემლში საბჭოთა კავშირის აღდგენა კი არ უნდათ, არამედ უნდათ, ახალი დიდი რუსეთი შექმნან".

    მამუკა არეშიძე: "სამხედრო-პოლიტიკური გზით საბჭოთა კავშირის აღდგენა ვერ ხერხდება. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირის იმ ფორმით აღდგენა, როგორითაც არსებობდა, თავად მოსკოვშიც დიდად არ ეხატებათ გულზე. ამიტომ გადაწყვეტილია, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შეიქმნას ერთიანი სამოქალაქო სივრცე და შემდეგში უკვე დაიწყონ ფიქრი, ეს ადამიანები, რომლებსაც რუსული პასპორტები ექნებათ, როგორ გამოიყენონ მთელ სივრცეზე რუსეთის პოლიტიკური გავლენის აღდგენაში.

    "ზატულინია ამ კანონპროექტის ავტორი, რომელსაც სძინავს და ესიზმრება საბჭოთა კაშირის აღდგენა, სულ ამაზე ფიქრობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

    "კრემლში ის კი არ უნდათ, ხვალ-ზეგ საბჭოთა კავშირის აღდგენა მოხდეს, სადაც ნომინალურად, მაგრამ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულებად იყო რესპუბლიკები, არამედ კრემლში უნდათ დიდი რუსეთის აღდგენა ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში გარკვეული ავტონომიური თუ ფედერაციული ატრიბუტების შეტანით".

    აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღება გამარტივდა 2014 წელს და მაშინ იყო საუბარი, რომ ჯავახეთში მცხოვრები სომხური მოსახლეობა იღებდა რუსულ პასპორტებს, რადგანაც საქართველოს მოქალაქე სომხები ძირითადად რუსეთში მიდიან სამუშაოდ და ეს პასპორტები მათ გამარტივებულ მიმოსვლას უწყობდა ხელს. თუმცა პუტინის 2014 წლის განკარგულებით, აუცილებელი იყო, რუსული პასპორტის სანაცვლოდ სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი ოფიციალურად გაცხადებულიყო და ამის გამო "რუსული პასპორტიზაციის" გეგმამ მაინცდამაინც არ გაამართლა. ხვალ კი თუ ეს ბარიერიც მოიხსნება, მსურველები ბევრად მეტი გამოჩნდება.

    მამუკა არეშიძის პროგნოზით, რუსულ პასპორტს ძალიან ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნის მოქალაქე აიღებს, საქართველოზე მეტად უკრაინაში, ბალტიისპირეთსა და შუა აზიის ქვეყნებში.

    "უკრაინისთვის საფრთხე უფრო დიდია, ვიდრე ჩვენთვის. რუსეთის ეს გადაწყვეტილება ადრე თუ გვიან მოიტანს უკრაინის გახლეჩას. სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ძალიან ბევრი აიღებს რუსულ პასპორტს.

    "ასევე, ბალტიისპირეთში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობა აიღებს ამ პასპორტებს და ლიტვასა და ლატვიაში ასეთი ადამიანები უმრავლესობაშიც აღმოჩნდებიან. არა მარტო რუსები, ლატვიელებიც სიამოვნებით მიიღებენ რუსეთის მოქალაქეობას. ერთ მშვენიერ დღეს კი რუსული მოქალაქეებით გაძეძგილი ბალტიისპირეთის ეს ორი რესპუბლიკა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ან პრორუსული ძალა გაიყვანონ ხელისუფლებაში, ან საერთოდ შეუერთდეს რუსეთს, როგორც ეს იყო იმპერიის დროს და გამიზნულიც ამაზეა.

    "მაგალითად, შუა აზიის მოსახლეობისთვის ეს დოკუმენტი მისწრებაა, რუსეთში სამუშაოს საძებნელად მარტიად გადაადგილდნენ. ამ პასპორტების გამო კი რუსეთთან მჭიდრო კავშირი ექნებათ მათაც და, აქედან გამომდინარე, მათ შთამომავლებსაც. ეს ბმა არის სწორედ ის, რაც მოსკოვს სჭირდება იმისთვის, რომ თავისი პოლიტიკური გავლენა აღადგინოს მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში," - აღნიშნავს არეშიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    ...........   (17.06.2017)
    მე, მირჩევნია თურქებს რუსები. სანამ ეს მთავრობა იქნება რამე არ გვეშველება

    aleko 20. 03. 17.   (20.03.2017)
    raxan egrea unda gadaketdes savizo rejimi vins aigebs avtomaturad unda chamoertvas sakartvelos mokalakeoba ormagi moixsnas da mieses upleba vizit chamovides ramodenime dgit tavis saxl-karis sanaxavad an gakidis chveni mtavrobis imedi ar makvs amitom......

    jaba   (20.03.2017)
    mere visi bralia ese tuikceva kremli? hvenma debilma mtavrobam yvelaferi gaaketa tviton gamdidrebuliyo da hven xalxi gavgarebuliyavit. nutu imistvis daigvara sisxili amdeni, kartvelebis rom sazgvargaret gakceuliyvnen da ucxoebs trakebi cmindnon? amdeni xalxi bankebze hamokides, saa saxelmwifo? aki ruseti islebao? vera xedavt ufro dzliwerdeba da kidec miaxwevs yvelafers. akac aigeben bevrni rusetis pasportebs da ormagi mokalakeoba daesveba. dzalianac kargi. hven mtavrobas xalxi mxolod arhevnebistvis axsovt.

    USA   (20.03.2017)
    vicit! sabwota drois,muqtaxora vai eqsрertebo,gatishe da ibatone rogor moqmedebs,magra. chvens mtavrobashi idiotebi,ormag moqalaqeobas rom ar adzlevt milionobit qartvels da vwiravt sxva qveynebshi myoрt,ertmanets ki chamt,qartuli moqalaqeobis migeba-wartmevit, roca gesachirovebat dzalauрlebashi mosvlisatvis,iyenebt.araraobebi brdzandebit,qveynis,xalxis interesebi sul ert adgilze gkidiat,tanac saqartvelos moqalaqe, socialuradzc da рizikuradac qveyanashic da mis рarglebs garetac,de рaqto,msve saxelmiрos mer, mertla daucvelia,am mato molaybe mtavrobis mрarvelobis "mрavelobis qvesh".


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter