სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ტრამპი უკან არ დაიხევს, ის უკვე მზად არის შემდეგი ნაბიჯებისთვის"
    ნინო ქეთელაური
    11.04.2017

     "ტილერსონი რუსეთში ჩადის ულტიმატუმით, რუსეთმა ან უარი უნდა თქვას ასადის დაცვაზე, ამ შემთხვევაში რუსეთს საშუალება ეძლევა, რომ სახე შინარჩუნოს და მას დიდ შვიდეულშიც კი დააბრუნებენ, თუ არა და რუსეთს მოუწევს, გააგრძელოს თავისი პოლიტიკა, მაგრამ ტრამპი უკან არ დაიხევს", - ასეთია ექსპერტების მოლოდინი სირიაში აშშ-ს საჰაერო თავდასხმის შემდეგ მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით.

    მათი შეფასებით, ყველაფერი დამოკიდებულია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოსკოვში ვიზიტზე, რომლის დასრულების შემდეგაც შესაძლებელი იქნება ორივე სახელმწიფოს შემდგომი ნაბიჯების პროგნოზირება.

    პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ამ ვიზიტს მთელი მსოფლიო ინტერესით დააკვირდება, რადგან ამაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

    "რა იქნება რუსეთის შემდგომი ნაბიჯი, ამაზე პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება ტილერსონის ვიზიტის შემდეგ, რომელიც ხვდება ლავროვს და ალბათ პუტინსაც.

    "ახლანდელი ვითარებით, დიდი შვიდეულის შეხვედრა იყო იტალიაში, სადაც შეიმუშავეს საერთო პოზიცია და თუ ჩვენ დასავლეთის (ძირითადად ბრიტანეთის) პრესას დავუჯერებთ, ტილერსონი რუსეთში ჩადის ულტიმატუმით.

    "რუსეთმა ან უარი უნდა თქვას ასადის დაცვაზე, ამ შემთხვევაში კულუარული მოლაპარაკებები წარიმართება კრემლის თანამშრომლებსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის და მოსკოვს საშუალება მიეცემა, რომ სახე შინარჩუნოს, ალბათ დიდ შვიდეულშიც კი დააბრუნებენ მას, თუ არადა, რუსეთს მოუწევს, გააგრძელოს თავისი პოლიტიკა, მაგრამ ტრამპი უკან არ დაიხევს. ის უკვე მზად არის შემდეგი ნაბიჯებისთვის", - ამბობს სოსო ცინცაძე.

    კითხვაზე, ტრამპის რა შესაძლო ნაბიჯებია მოსალოდნელი? - პოლიტოლოგი პასუხობს, რომ ის არც ძალისმიერ მეთოდებს ერიდება, თუმცა ყველაფერი უფრო ცხადი მოსკოვის ვიზიტის შემდეგ გახდება.

    "როგორი იქნება ეს ნაბიჯები, ამაზე მხოლოდ ვარაუდების გამოთქმაა შესაძლებელი, ტრამპი ობამა არ არის, ის არ ერიდება ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას. თუმცა, სანამ მოკოვის შეხვედრა არ დასრულდება, ამაზე საუბარი ყავის ნალექზე მკითხაობა იქნება.

    "ეს არის გადამწყვეტი შეხვედრა რუსულ-ამერიკული ურთიერთობისთვისაც, ტრამპის და პუტინის ახლოაღმოსავლური ჩართულობისთვისაც. ყველა ამ შეხვედრის მოლოდინის რეჟიმშია და დღეს გადჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება", - ამბობს ცინცაძე.

    ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ ახლა უკვე საუბარია რუსეთის მხრიდან სირიის ტერიტორიაზე მთელი საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე.

    "რადგან მსგავსი ქმედებების შემთხვევაში, უკვე უნდა მიიღონ სხვა ზომები. თუმცა, მე ვერ წარმომიდგენია, რუსეთმა თავისი აქტიური საცეცხლე საშუალებები ღიად დაუპირისპიროს აშშ-ს არმიას", - ამბობს ამირან სალუქვაძე.

    მისი შეფასებით, თუ ეს მოხდა, რუსეთი შეეცდება, საჰაერო თავდაცვის სისტემები ფორმალურად სირიის მხარეს გადასცეს, რათა იურიდიულად მან შეძლოს ამის გამოყენება.

    "ალბათ რუსეთი ახალ საჰაერო თავდაცვის სისტემებს ფორმალურად სირიის მხარეს გადასცემს, რომ იურიდიულად სწორედ მან გამოიყენოს ეს საშუალებები და არა რუსეთმა, რომ არ მოხდეს ორი დიდი სახელმწიფოს ერთმანეთთან დაპირისპირება", - ამბობს ამირან სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ ბევრია დამოკიდებული მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტზე, სადაც 2 საკითხი გადაწყდება.

    "ამ ვიზიტზე ბევრია დამოკიდებული. ტილერსონის ვიზიტით ძირითადად ორი რამ გადაწყდება, ერთი - ახლო აღმოსავლეთის საკითხი და მეორე ტრამპი პუტინის შეხვედრის მომზადება. აქ წინასწარი პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია", - ამბობს ამირან სალუქვაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    jaba   (11.04.2017)
    arc putini daixevs ukan. tu sirias datmobs putini, sakartvelos da ukrainas aravitar semtxvevasi. omic rom dashirdes ar datmobs. orive kveyanasi fasisturi mtavroba zis.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter