სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    15.04.2017

     ბოლო ერთი კვირაა ჩრდილოეთ კორეის ირგვლივ ვითარება უკიდურესად იძაბება. ჩრდილოეთ კორეა და აშშ ერთმანეთს ომით ემუქრებიან. კიმ ჩენ ინმა ფხენიანში მოსახლეობის სასწრაფოდ ევაკუაცია უკვე გამოაცხადა. ჩინეთმა 150 000-იანი ჯარი კორეის საზღვართან განალაგა. იაპონია კი შიშობს, რომ ჩრდილოეთ კორეა ქიმიურ იარაღს გამოიყენებს.

    ბოლო დღეებია ფხენიანიდან ისმის განცხადებები, რომ ქვეყანა ნებისმიერი ომისთვის მზად არის. უფრო მეტიც, დაანონსებულია, რომ პროცესები შეიძლება ბირთვულ ომშიც გადაიზარდოს.

    დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ "ჩრდილოეთ კორეა ხიფათს ეძებს. თუ ჩინეთი პრობლემის მოგვარებაში დახმარებას გადაწყვეტს, ძალიან კარგი იქნება. თუ არა, ამ პრობლემას მათ გარეშეც გადაწყვეტს აშშ".

    "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ გამორიცხული არ არის აღმოსავლეთ აზიაში სიტუაცია სერიოზულად დაიძაბოს.

    "თუ აშშ წინა წლებში წაუყრუებდა ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკას, ამ ადმინისტრაციამ შეიძლება ასეთი პოლიტიკა არა აწარმოოს და ჩრდილოეთ კორეის პრობლემა გახდეს დამატებით ერთ-ერთი ცხელი წერტილი უკრაინასთან და სირიასთან ერთად. "საბრძოლო მოქმედებების დაწყება გამორიცხული არ არის. რაიმეს პროგნოზირება ძალიან რთულია, რადგან ჩრდილოეთ კორეა საოცარი ყაიდის ქვეყანაა, მისი ხელისუფლება აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია და კიმ ჩენ ინის ქმედებას ვერცერთი პოლიტოლოგი ვერ განჭვრეტს. თუმცა ფაქტია და აშშ-ის პოლიტიკა, კონკრეტულად კი მისი საზღვაო ძალების გამოჩენა კორეის ნაპირებთან იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია აქცენტს ხისტ პოლიტიკაზე აკეთებს და მარტივად არაფერ დათმობს," - აცხადებს კაკაჩია.

    ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩრდილოეთმა კორეამ ისევ დაიწყო ბალისტიკური რაკეტების გამოცდა და პლუს, დაანონსა ბირთვული პროგრამის განახლება, რის საპასუხოდ 8 აპრილს პენტაგონის გადაწყვეტილებით კორეის ნახევარკუნძულისკენ ამერიკული სამხედრო ხომალდების ჯგუფი დაიძრა, მათ შორის ატომური ავიამზიდი "კარლ ვინსონი".

    აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ მისცემს ჩრდილოეთ კორეას ისეთი რაკეტების შექმნის შესაძლებლობას, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიამდე მიღწევას შეძლებენ და ასევე პირობა დადო, რომ მოკავშირეებს - იაპონიასა და სამხრეთ კორეას ნებისმიერი მეთოდით დაიცავს.

    ამის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ "აშშ-ის გეგმა ჩრდილოეთ კორეაში შეჭრასთან დაკავშირებით სერიოზულ ფაზაში გადავიდა" და "პროვოკატორების ქმედებებს ფხენიანი მძლავრი იარაღით უპასუხებს". 

    ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა კიმ ჩენ ინმა გამოსცა ბრძანება, რომ დედაქალაქის მოსახლეობის 25%-მა ფხენიანი უნდა დატოვოს, რის გამოც 600 000 ადამიანის სასწრაფოდ ევაკუაცია დაიწყო.

    შეშფოთებას არ მალავს იაპონია. ტოკიოში აცხადებენ, რომ ფხენიანს უკვე აქვს "ზარინის" ქობინიანი რაკეტები და რეგიონში ქიმიური იარაღის გამოყენების რეალური საშიშროება არსებობს.

    უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს იღებს ჩინეთიც. პეკინმა ჩრდილოეთ კორეის საზღვრებთან 150 000 სამხედრო მოსამსახურე და მძიმე ჯავშანტექნიკა გადაისროლა, რომ შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში ლტოლვილების ჩინეთში შესვლა გადაკეტოს. საზღვარზე გაიგზავნა ექიმთა ბრიგადებიც.

    შექმნილი დაძაბულობის ფონზე, ტრამპმა უკვე მეორედ მოუწოდა ჩინეთს, რომ სიტუაციის დასარეგულირებლად სათანადო ზომები მიიღოს და ჩრდილოეთ კორეა "მოთოკოს". ჩინეთი აცხადებს, რომ ის ჩრდილოეთ კორეასთან მშვიდობიან ურთიერთობებს ემხრობა.

    კორნელი კაკაჩიას თქმით, ჩრდილოეთ კორეა ბოლო ათწლეულის განმავლობაში იქცა დიდ თავის ტკივილად მეზობელი სახელმწიფოებისთვის, ასევე აშშ-სთვის და ის საერთაშორისო დღის წესრიგისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს. ერთი იმიტომ, რომ იქ დიქტატურაა და არაპროგნოზირებადი მმართველობაა; ასევე იმის გამოც, რომ ბალისტიკური რაკეტებით და ბირთვული პროგრამების განახლებით ემუქრება უშუალოდ მეზობლებს და მათი მიზანია ისე დახვეწოს რაკეტები, რომ აშშ-ს მისწვდეს.

    კაკაჩიას განცხადებით, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტები უფრო ხისტი დამოკიდებულებით გამოირჩევიან საგარეო ფლანგზე და სადაც სამშვიდობო ინიციატივები არ ჭრის, სამხედრო ძალას იყენებენ. ამიტომაც მიიჩნევს, რომ ფხენიანის ამ აგრესიული სამხედრო პოლიტიკის გამო სიტუაცია შესაძლოა ესკალაციისკენ წავიდეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (10)
    ჩაწერა სახელი
    აუ, რა ღლეები ხართ ჯაბა jaba და gia. :-D :-D :-D   (17.04.2017)
    ძია სემი

    gia   (17.04.2017)
    amerikam tavis tavs mixedos

    სდსდს   (16.04.2017)
    კაი მეზარება

    111   (16.04.2017)
    <a>test</a>

    11   (16.04.2017)
    ქქქწქ

    ნადიმი   (16.04.2017)
    ასეთი საკითხები სახელმწიფოებრივი მიდგომებიადთ არ უნდა გადაწყდეს, რადგან ყველა სახელმწიფოს საკუთარი ინტერესები აქვთ! - ასეთი საკითხები ,,კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის" კონტექსტში უნდა განიხილებოდეს! - ამერიკა ვალდებულია ერთხელ და სამუდამოდ დაამთავროს ფხენიანის არაპროგნოზირებადი ხელისუფლება!

    ზურა.იტორიკოსი.   (15.04.2017)
    შეტაკება აუცილებლად მოხდება(უნდა მოხდეს),თუკი კორეა არ წავა დათმობებზე.ამერიის უკანდახევა შეუზლებელია ვინაიდან იგი დაკარგავს ავტორიტეტს და მოკავშირეებს-გააძლიერებს რუსეთსა და ჩინეთს...ამიტომ,კორეის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში,ამერიკამ ძლიერი და გამანადგურებელი დარტყმა უნდა მიაყენოს კორეას...შემდგომ ხელი უნდა შეუწყოს რუსეთ- ჩინეთის დაპირისირებას...

    ere   (15.04.2017)
    ra gandaba unda am amerikas xohehama mteli msoplio

    sara   (15.04.2017)
    ჯაბა, ნაძირალა არა ამერიკა, არამედ ჩრდილო კორეაა თავის მმართველიანად.

    jaba   (15.04.2017)
    exla xom hans vin aris amerika. am nadzirala qveynis snirebi gaxdnen ocneba da ivanishvili. ra jandaba undat saudis arabetsi rom midian da mat ekitxebian, samxedro skitxebs. amattvis cxinvali da afxazeti ki ara mteli sakartvelo rom gawydes ert cremlsac ar hamoagdeben, ogond tavianti ojaxebi yavdet uzrunvelyofili. eseni mxolod xalxis risxvas imsaxureben da kidec miigeben.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter