სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ჩრდილოეთ კორეა გაჩერებას არ აპირებს, რაც სამხედრო დაპირისპირებას გარდაუვალს ხდის
    ნინო ქეთელაური
    19.05.2017

     ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო კონფლიქტის მაღალი შესაძლებლობა არსებობს - ამის შესახებ სამხრეთ კორეის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მუნ ჩე ინმა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან სარაკეტო სისტემის წარმატებით გამოცდის შემდეგ განაცხადა, რაც, ანალიტიკოსების აზრით, ის შემთხვევაა, როდესაც დიპლომატია სრულდება და დღის წერიგში სამხედრო მოქმედებები დგება.

    აღნიშნულთან დაკავშირებით მუნ ჩე ინი თეთრ სახლს მომავალ თვეში ეწვევა, სადაც, ექსპერტების ვარაუდით, საუბარი სამხრეთ კორეაში თავდაცვის სისტემების გაძლიერებაზე იქნება.

    ანალიტიკოსის, "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" პრეზიდენტ ირაკლი კიკიანის შეფასებით, მსგავსი განცხადება ნიშნავს, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებისთვის ყველა რესურსი ამოწურულია და ომი გარდაუვალია."დიპლომატიურ ენაზე რომ ვთქვათ, ისეთ განცხადებას, როგორიც სამხრეთ კორეის ახალმა პრეზიდენტმა გააკეთა, ყველა ლიდერი ერიდება, რადგან დიპლომატია გულისხმობს ყველა შესაძლებლობის გამოყენებას, რომ არსებული კონფლიქტი მშვიდობიანად დარეგულირდეს.

    "პრობლემის სამხედრო გზით გადწყვეტაც გარკვეული სახის ურთიერთობაა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც დიპლომატია სრულდება და წინა პლანზე გადადის ძალოვანი მოქმედებები. აქედან გამომდინარე, ეს ნამდვილად საფრთხის შემცველი განცხადებაა, რადგან ის უკვე მიიჩნევს, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებისთვის ყველა რესურსი ამოწურულია და ომი გარდაუვალია", - ამბობს ირაკლი კიკიანი.

    მისი თქმით, სამწუხარო მომენტი ის არის, რომ ეს ომი შესაძლოა, უფრო მასშტაბიან შეტაკებებში გადაიზარდოს არა მხოლოდ კორეის ნახევარკუნძულზე, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.

    ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბალისტიკური რაკეტის გამოცდა საკმაოდ სერიოზული გამოვლინებაა და რაც ყველაზე მთავარია, ის ამით გაჩერებას არ აპირებს.

    "ჩრდილოეთ კორეამ გამოსცადა ბალისტიკური ტაქტიკური უმცირესი სიშორის სარაკეტო კომპლექსი, რაც რეალურ საფრთხეს უქმნის სამხრეთ კორეას, იაპონიას და ა.შ. ეს არის საკმაოდ საშიში მოვლენა და ჩრდილოეთ კორეა ამით არ გაჩერდება.

    "ის კიდევ აპირებს სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტის გამოცდას და თუ ეს მოხდა, ამ თამაშში უკვე ჩაერთვება აშშ პრევენციული დარტყმის ფორმატში, სიტუაცია არის საკმაოდ სერიოზული", - ამბობს ვახტანგ მაისაია.

    მისი შეფასებით, თუ სამხედრო კონფლიქტი განვითარდა, აშშ-ს, იაპონიას, რუსეთსა და ჩინეთს საკუთარი როლის შესრულება მოუწევთ.

    "ეს ქვეყნები განსხვავებულ როლს შეასრულებენ. იმიტომ, რომ რუსეთი და ჩინეთი არიან, ფაქტობრივად, ჩრდილოეთ კორეის მენტორები და მხარდამჭერები. ჩინეთს დიდად არ გაუხარდება, მაგრამ მოუწევს ამ კონფლიქტში ჩართვა, რადგან მას ჩრდილოეთ კორეასთან გაფორმებული აქვს სამხედრო დახმარების ხელშეკრულება. რუსეთსაც საკუთარი ინტერესები აქვს.

    ამასთანავე, აშშ-მ, როგორც სტრატეგიული მოკავშირეები, სამხრეთ კორეა და იაპონია უნდა დაიცვას, რადგან მათაც აქვთ ხელშეკრულება ურთიერთთავდაცვის შესახებ. ასე რომ, სიტუაცია მართლაც დამძიმდა. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას დრო გვიჩვენებს", - ამბობს ვახტანგ მაისაია და აღნიშნავს, რომ თეთრ სახლში მუნ ჩე ინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაც, სავარაუდოდ, თავდაცვის სისტემების გაძლიერებაზე იქნება.

    "ეს შეხვედრაც ალბათ იმისთვისაა, რომ აშშ-მ გაზარდოს სამხრეთ კორეის საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, რადგან პირველსავე დარტყმას სწორედ ის მიიღებს. საუბარია 25- ათასიან სარაკეტო სისტემაზე, რომელიც მიმართულია სამხრეთ კორეის დედაქალაქზე, რაც საკმაოდ სერიოზული მასშტაბია", - ამბობს ვახტანგ მაისაია.

     რაც შეეხება კონფლიქტის მასშტაბებს, ექსპერტის თქმით, "ეს შეიძლება იყოს ლოკალური ან, საერთოდაც, რეგიონული ომის მასშტაბის და კოალიციური დაპირისპირების ხასიათი მიიღოს".ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო კონფლიქტის მაღალი შესაძლებლობა არსებობს - ამის შესახებ სამხრეთ კორეის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მუნ ჩე ინმა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან სარაკეტო სისტემის წარმატებით გამოცდის შემდეგ განაცხადა, რაც, ანალიტიკოსების აზრით, ის შემთხვევაა, როდესაც დიპლომატია სრულდება და დღის წერიგში სამხედრო მოქმედებები დგება.

    აღნიშნულთან დაკავშირებით მუნ ჩე ინი თეთრ სახლს მომავალ თვეში ეწვევა, სადაც, ექსპერტების ვარაუდით, საუბარი სამხრეთ კორეაში თავდაცვის სისტემების გაძლიერებაზე იქნება.

    ანალიტიკოსის, "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" პრეზიდენტ ირაკლი კიკიანის შეფასებით, მსგავსი განცხადება ნიშნავს, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებისთვის ყველა რესურსი ამოწურულია და ომი გარდაუვალია."დიპლომატიურ ენაზე რომ ვთქვათ, ისეთ განცხადებას, როგორიც სამხრეთ კორეის ახალმა პრეზიდენტმა გააკეთა, ყველა ლიდერი ერიდება, რადგან დიპლომატია გულისხმობს ყველა შესაძლებლობის გამოყენებას, რომ არსებული კონფლიქტი მშვიდობიანად დარეგულირდეს.

    "პრობლემის სამხედრო გზით გადწყვეტაც გარკვეული სახის ურთიერთობაა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც დიპლომატია სრულდება და წინა პლანზე გადადის ძალოვანი მოქმედებები. აქედან გამომდინარე, ეს ნამდვილად საფრთხის შემცველი განცხადებაა, რადგან ის უკვე მიიჩნევს, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებისთვის ყველა რესურსი ამოწურულია და ომი გარდაუვალია", - ამბობს ირაკლი კიკიანი.

    მისი თქმით, სამწუხარო მომენტი ის არის, რომ ეს ომი შესაძლოა, უფრო მასშტაბიან შეტაკებებში გადაიზარდოს არა მხოლოდ კორეის ნახევარკუნძულზე, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.

    ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბალისტიკური რაკეტის გამოცდა საკმაოდ სერიოზული გამოვლინებაა და რაც ყველაზე მთავარია, ის ამით გაჩერებას არ აპირებს.

    "ჩრდილოეთ კორეამ გამოსცადა ბალისტიკური ტაქტიკური უმცირესი სიშორის სარაკეტო კომპლექსი, რაც რეალურ საფრთხეს უქმნის სამხრეთ კორეას, იაპონიას და ა.შ. ეს არის საკმაოდ საშიში მოვლენა და ჩრდილოეთ კორეა ამით არ გაჩერდება.

    "ის კიდევ აპირებს სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტის გამოცდას და თუ ეს მოხდა, ამ თამაშში უკვე ჩაერთვება აშშ პრევენციული დარტყმის ფორმატში, სიტუაცია არის საკმაოდ სერიოზული", - ამბობს ვახტანგ მაისაია.

    მისი შეფასებით, თუ სამხედრო კონფლიქტი განვითარდა, აშშ-ს, იაპონიას, რუსეთსა და ჩინეთს საკუთარი როლის შესრულება მოუწევთ.

    "ეს ქვეყნები განსხვავებულ როლს შეასრულებენ. იმიტომ, რომ რუსეთი და ჩინეთი არიან, ფაქტობრივად, ჩრდილოეთ კორეის მენტორები და მხარდამჭერები. ჩინეთს დიდად არ გაუხარდება, მაგრამ მოუწევს ამ კონფლიქტში ჩართვა, რადგან მას ჩრდილოეთ კორეასთან გაფორმებული აქვს სამხედრო დახმარების ხელშეკრულება. რუსეთსაც საკუთარი ინტერესები აქვს.

    ამასთანავე, აშშ-მ, როგორც სტრატეგიული მოკავშირეები, სამხრეთ კორეა და იაპონია უნდა დაიცვას, რადგან მათაც აქვთ ხელშეკრულება ურთიერთთავდაცვის შესახებ. ასე რომ, სიტუაცია მართლაც დამძიმდა. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას დრო გვიჩვენებს", - ამბობს ვახტანგ მაისაია და აღნიშნავს, რომ თეთრ სახლში მუნ ჩე ინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაც, სავარაუდოდ, თავდაცვის სისტემების გაძლიერებაზე იქნება.

    "ეს შეხვედრაც ალბათ იმისთვისაა, რომ აშშ-მ გაზარდოს სამხრეთ კორეის საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, რადგან პირველსავე დარტყმას სწორედ ის მიიღებს. საუბარია 25- ათასიან სარაკეტო სისტემაზე, რომელიც მიმართულია სამხრეთ კორეის დედაქალაქზე, რაც საკმაოდ სერიოზული მასშტაბია", - ამბობს ვახტანგ მაისაია.

    რაც შეეხება კონფლიქტის მასშტაბებს, ექსპერტის თქმით, "ეს შეიძლება იყოს ლოკალური ან, საერთოდაც, რეგიონული ომის მასშტაბის და კოალიციური დაპირისპირების ხასიათი მიიღოს".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    kote   (20.05.2017)
    რად უნდა ამერიკას ჩვენგან ამდენი ქება-დიდება?კვირიკაშვილს ტრამპი დამჯდარი შეხვდა და მიადექით და თვალებდაბნელებულებმა აქეთ რაც შეგიძლიათ!მაშინ რუსის მონა ვიყავითო და ახლა კაი მშიერი და ვაზელინწასმული მონები ხართ!!!

    პეტრე   (20.05.2017)
    ჯაბა ბატონო, ხომ გაგიგია, ძალა აღმართსო... თვით რუსი აღიარებს, რომ აშშ-პირველია და რა ვქნა, რახან ჩვენ ასე გვექცევა, მეც მინდა მასაც ეგრევე მოექცნენ, რომ მიხვდეს ქრისტიანულ ლემას, შენ როგორც მოექცევიო სხვას, ისევე მოგექცევიანო შენც...

    jaba   (20.05.2017)
    rogor martivad laparakob petre batono. ruseti is hiti ar aris amerikas rame dautmos. sen ro iyo rusetis adgilas dautmobdi rames didi britanetis mona amerikas?

    პეტრე   (19.05.2017)
    ტრამპის პირველი გასვლითი ტური ახლო აღმოსავლეთში მიანიშნებს აშშ-სთვის და კერძოდ რესპუბლიკელებისთვის ამ რეგიონზე ყურადღების გამახვილებას, აქტიურობაც ყველაზე მეტად სირიის პრობლემების გარშემო იქნება და რუსეთის საკითხიც აქვე უნდა გაირკვევა მთავარი მაინც იარაღია და ეს იარაღი რუსებისთვის ს-300, ს-400-რომლის შეძენასაც თვით ნატოს წევრი თურქეთიც აპირებს, თუ სირიაში ეს სისტემები ვერაფერს გახდებიან კოალიციის ავიაციის წინაშე და გაგრძელდება სირიის არმიის დაბომბვა კოალიციის მხრიდან, ან სრულებითაც ეს სისტემები განადგურებული იქნება, მაშინ რუსეთის პოზიციები მნიშვნელოვნად შესუსტდება, არა მხოლოდ სირიაში, არამედ მსოფლიოში და თვით რუსეთშიც, ამით რუსეთი გამოეთიშება დიდ სამხედრო ოპერაციებს და მოუხდება ზრუნვა საკუთარი ტერიტორიების დაცვისთვის...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter