სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    02.10.2017

     “რესპუბლიკელი” სენატორი ჯონ მაკეინი და “დემოკრატი” ბენიამინ კარდინი აშშ-ს პრეზიდენტს სთხოვენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი და გაცილებით მკაცრი სანქციები დაუყოვნებლივ მიიღოს. შესაბამისი წერილი სენატორებმა თეთრ სახლშიც გააგზავნეს, სადაც აღნიშნულია, რომ გასული წლის ზაფხულში კონგრესის მიერ დამტკიცებული კანონის თანახმად, მოსკოვის წინააღმდეგ დარგობრივი სანქციები უნდა ამოქმედდეს.

    ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პილიტიკურ და უსაფრთხოებს საკითხებში ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ რუსეთთან მიმართებით, როგორც ევროპული და ამერიკული სანქციები ეტაპობრივად მკაცრდება ხოლმე. თუმცა, ეს არ არის სრული ეკონომიკური ან სხვა ტიპის იზოლაცია, ამიტომ სანქციების ახალი ეტაპი სავარაუდოდ, ახალ პერსონებს და კომპანიებს შეეხება. 

    “წინა სანქციები, რომელიც დაწესდა და რომელსაც დონალდ ტრამპს სენატორები ახსნებენ, სექტორალურ სანქციებს მოიცავდა და თუ გახსოვთ, ამას ევროპაში უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან ევროპის ენერგომომარაგებას და პროექტებს შეუშლიდან ხელს. 

    ასევე ეს სანქციები ეხებოდა ინვესტიციებს ენერგოსფეროში და მას წლის განმავლობაში 5 მილიონი დოლარით ზღუდავდა. თუმცა, ენერგოსფეროში ეს მიზერული თანხაა, რადგან აქ მრავალმილიარდიანი კონტრაქტები და პროექტები ხორციელდება”,-აცხადებს ამირან სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ ახალი სანქციების ამოქმედება, საბოლოოდ მაინც ტრამპის გადაწვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. 

    “მთავარი ის არის, რომ როგორც ჩანს, რუსეთ-ამერიკის და ზოგადად, რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებში სანქციების თემა კიდევ დიდ ხანს არ მოიხსნება. იმიტომ, რომ ამ სანქციებს საფუძვლად ედო ყირიმის, აფხაზეთის ცხინვალის, დონბასის და ა.შ. საკითხები, რაზეც შეთანხმება ვერსდროს მოხდება. 

    ამ ტერიტორიებზე რუსეთი თავის პოზიებს არ დათმობს. ახალი სანქციების საკითხი კი ტრამპის გადასაწვეტია, თუმცა, როგორც ჩანს, მას სენატორები არ უტოვებენ მანევრის საშუალებას, რომ რუსეთთან ურთიერთობები დაათბოს და დიალოგის გზით წაიყვანოს საქმე. 

    თავის მხრივ, რუსეთიც არ დგამს არცერთ ნაბიჯს. საკმარისია რაიმე მიმართულებით რუსეთის მხრიდან შეიცავლოს თუნდაც მხოლოდ რიტორიკა, დონალდ ტრამპს და მის ადმინისტრაციას ექნება იმის საბაბი, რომ დიალოგის გაღრმავებაზე ისაუბრონ, მაგრამ ასეთი მცდელობები არ არის. 

    თუმცა, კონკრეტულად რა ზომებს მიიღებს ტრამპი და საერთოდ მიიღებს თუ არა, ამის პროგნოზირება რთულია, რადაგან მან გადაწვეტილება თავად უნდა მიიღოს. თუ სანქციების დაწესებაზე უარს იტყვის, მას სენატორებისგან ამოსუნთქვის საშუალება არ ექნება. 

    მაგრამ თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რა ტიპის იქნება და რომელ სფეროებს შეეხება, ამის წიასწარ თქმა შეუძლებელია. ჯერ-ჯერობით, აშშ-რუსეთი კოსმოსის სფეროში აგრძელებენ თანამშრომლობას. 

    აშშ იყენებს როგორც რუსულ რაკეტებს, ასევე ტექნოლოგიებს და რუსულ ძრავებს, ეს საკმაოდ ისეთი თემაა, რომლითაც ამერკა დაინტერესებულია და თუ სანქციები ამ სფეროს შეეხება ეს რა თქმა უდნა, რუსეთისთვის მწვავე იქნება, თუმცა აშშ-საც მოუწვეს გამოსავლის ძებნა და რუსული რაკეტების ჩანაცვლება”, - ამბობს ამირან სალუქვაძე.

    კითხვაზე, რამდენად დამაზარალებელი იქნება რუსეთისთვის ახალი ასანქციები? - ანალიტიკოსი ამბობს, რომ წინა გამოცდილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთი პოლიტიკურ პოზიციებს მაინც არ დათმობს.

    “ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხში, რუსეთი თავის პოზიციებს ინარჩუნებს. რაც შეეხებას ეკონომიკურ ზარალს, ეს ყველაფერი სახეზეა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს რუსეთისთვის დამაგნგრეველი არ ყოფილა.E

    ენერგორესურსების ხარჯზე ახერხებენ, რომ შეინარჩუნონ ეკონომიკური შიდასტაბილურობა. მეტიც, ამ წლიდან დაიწყეს პენსიების ინდექსაცია. ზარალზე მეტად, რაც ამ წლების განმავლობაში იყო, არის ის, რომ ეკონომიკური ზრდა შეჩერდა. 

    თუმცა, ის მარაგები, რაც ჰქონდათ, სავალუტო რეზერვები, თუ ნაციონალური  კეთილდღეობის ფონდი, საკმაოდ შეუმცირდათ, რადგან მათ ხარჯზე მოახერხეს შიდასტაბულობის შენარჩუნება. მეორეს მხრივ კი, ამის პარალელურად, რუსეთმა სამხედრო პოტენციალი გაზარდა. 

    ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 5 ათასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა მიიღეს, 2018 წლიდან კი, იგეგმება კიდევ 2500 ერთეული ტექნიკის მიღება. ასე რომ, რუსეთის მოსახლეობა ზარალდება, თუმცა სამხედრო პოტენციალის კლებას ჩვენ ვერ ვხედავთ. ამიტომ, რუსეთი ამ პრობლემებსაც გადაიტანს, იმის მიუხედავად, რომ სანქციების ზემოქმედება საკმაოდ მაღალია”,-აცხადებს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ რუსეთის საბოლოოდ იზოლირება საკმაოდ რთულია.

    “მე ვთვლი, რომ უფრო ადრე და გაცილებით მკაცრო ზომების მიღება იყო საჭირო, თუმცა ახლაც არ არის გვიან და უნდა გაგრძელდეს რუსეთთან ერთის მხრივ სანქციებით საუბარი და მეორეს მხრივ, დილოგის რეჟიმი, რადგან ამის გარეშე ამ ტიპის სახელმწიფოსთან და კონკრეტულად მის მმართველ ელიტასთან მხოლოდ სანქციებით შედეგს ვერ მიაღწევენ,”,-ამბობს ამირან სალუქვაძე.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლევანი   (03.10.2017)
    თქვენმა აგენტებმა დაგუპა საქართველო ვირუსივით მოედეთ ფარულად ხელისუფლებას და იმას აკეთებთ რაც ამერიკის ინტერესებშია და გლეხი ხალხი ფეხებზე გკიდიათ


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter