სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    01.12.2017

     "კავკასიის იმარატის" მებრძოლების ახლო აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთ კაკასიაში დაბრუნების შესახებ განცხადებები სიახლე არ არის. ექსპერტების თქმით, დეკემბერში იმარატის ახალი მთავარსარდალი უნდა აირჩიონ. ამასთან, მათი ამ პერიოდში გააქტიურება შემთხვევითი სულაც არ არის, რაც რუსეთში საპრეზიდენტი არჩევნებს უკავშირდება.

    როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტან მაისაია "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, ჩეჩნეთსა და დაღესტანში იმარატის სხვადასხვა დანაყოფმა უკვე დაიწყო საბრძოლო ოპერაციები. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი თავდასხმები "დაიშის" (ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო") სტილისაა, რამაც გარკვეული შიში უკვე დანერგა ადგილობრივ სამართალდამცავებში.

    "კავკასიის იმარატის მხრიდან გააქტიურების შესახებ განცხადებები ჯერ კიდევ გაზაფხულზე გაისმა, თუმცა ახლა კიდევ უფრო გაძლიერდა. სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში იგეგმება აღდგენილი "კავკასიის ისლამური იმარატის" სარდლების კრება, სადაც მათ ახალი ამირა ანუ მთავარსარდალი უნდა აირჩიონ. როგორც მოგეხსენებათ, წინა ამირები მოკლეს და სწორად ახლა უნდა აირჩეს ახალი მმართველი.

    "მათ უკვე დაიწყეს საბრძოლო ოპერაციები დაღესტანსა და ჩეჩნეთში. უკვე რამდენიმე სერიოზული თავდასხმა იყო სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებზე. ისინი იყენებდნენ "დაიშის" ტაქტიკას. რამდენიმე თავდასხმა სწორედ მათი სტილით მოხდა, ანუ საკმაოდ ბევრი სამართალდამცავი დაჭრეს დანით, რამაც ადგილობრივი ძალოვანი უწყების წარმომადგენლებში გარკვეული შიშიც გააჩინა," - განაცხადა მაისაიამ და აღნიშნა, რომ ახალი ამირას არჩევის შემდგომ გამოჩნდება, რა კონკრეტულ გეგმებს დასახავს "კავკასიის იმარატი".

    "აღსანიშნავია, რომ ეს გააქტიურება შემთხვევითი არ არის. რუსეთში ახლა იწყება საპრეზიდენტო არჩევნები და, ბუნებრივია, იმარატის გამოჩენა რუსეთში დიდ შეშფოთებას იწვევს. შემთხვევითი არც ის იყო, რომ სახელმწიფო ტელევიზია "ერტეერის" არხზე კადიროვის საათნახევრიანი პროპაგანდისტული გამოსვლა აჩვენეს, რომელიც აცხადებდა, რომ ჩეჩნეთში ყველაფერი წესრიგშია და მათი "ციხე-სიმაგრე" შეუვალია. ეს იმის მანიშნებელია, რომ კრემლი ძალიან დიდი შიშით უყურებს "კავკასიის იმარატის" რეგენერაციას.

    "აღსანიშნავია ისიც, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში უკვე დაბრუნდნენ ის ჯგუფები, რომლებიც ალ-ქაიდას სამხრეთ დაჯგუფების რიგებში იბრძოდნენ. როგორც ჩანს, თანდათანობით ხდება "დაიშის" კავკასიელი მებრძოლების ჩრდილოეთ კავკასიაში დაბრუნებაც და იქმნება ორი საკმაოდ სერიოზული ჯიჰადისტური პროექტი. ერთი ამ იმარატის სახით, რომელმაც დაიწყო თავისი პოტენციალის ჩვენება და მეორე ჩრდილოეთ კავკასიის ვილაეთის ფილიალი, რომელიც, სავარაუდოდ, დეკემბერში გააქტიურდება და, შესაძლოა, სერიოზული პროექტები განახორციელოს ჩრდილოეთ კავკასიაში არჩევნების წინ. ასე რომ, როგორც ჩანს, დეკემბერი-იანვარი ჩრდილოეთ კავკასიისთვის, შესაძლოა, ცხელი გამოდგეს და გამორიცხული არ არის, სამხრეთ კავკასიაშიც საგრძნობი იყოს ეს ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში, ტერაქტის ამბავი ამის ინდიკაციის საშუალებას იძლევა," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

    ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე კი ამბობს, რომ მოჯაჰედების ჩრდილოეთ კავკასიაში დაბრუნება საქართველოსთვის განგაშის საფუძველს არ იძლევა.

    "რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ კავკასიაში არის გარკვეული მოქმედებები. ბოლო პერიოდში შედარებით ნაკლებად, მაგრამ გაზაფხულიდან, შესაძლოა, ისევ გააქტიურდეს. ე.წ. კონტრტერორისტული ოპერაციები კი, რაც ჩვენ საქართველოში ვიხილეთ, პერმანენტულად ჩრდილოეთ კავკასიის სხვადასხვა რეგიონშიც ტარდება.

    "მათი დაბრუნების შესახებ განცხადებები პირველი არ არის, რადგან ისლამური სახელმწიფო სირიაში, პრაქტიკულად, დამარცხდა. ჩვენ კი განგაშის საფუძველი არ გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ მათი ჩრდილოეთ კავკასიაში დაბრუნება სრულად ვერ მოხდება, თან ამას რუსეთიც შეეწინააღმდეგება," - განაცხადა სალუქვაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter