სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინი ქეთელაური
    25.12.2017

    “რომ არა მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერა, აშშ 350 მლნ დახმარებას მომავალი წლის ბიუჯეტში არ გამოყოფდა”,-აცხადებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე “რეზონანსთან” საუბრიას.

    მისი თქმით, პოროშენკოს მთავრობის მხარდაჭერა ისედაც ნათელი იყო და ეს გამოჩნდა იმითაც, რომ ახლახანს მიმდინარე საპროტესტო აქციებს რაიმე საგრძნობი წარმატება არ ჰქონია.

    “თეთრი სახლის მხრიდან ოპოზიციური ძალების მხარდაჭერის შემთხვევაში კი თუნდაც რაიმე მინიშნებას ვიხილავდით. იანუკოვიჩის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებისას, მთელმა მსოფლიომ იხილა ვიქტორია ნულანდი ორცხობილებით, რომლებსაც მომიტინგეებს ურიგებდა. ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლებას უპირობო მხარდაჭერა აქვს. ადრე ჩვენ გვისაუბრია უკრაინის შიდა საკითხებზე, რეფორმების აუცილებლობაზე, რაზეც მწვავედ მიუთითებდნენ ევროპელი ლიდერები. სხვათაშორის, კვირას მაიდანზე კონტრაქცია ჩატარდა, სახელწოდებით „კოფე ხრეშატიკზე“. მოკლედ, რომ არა მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერა, აშშ 350 მლნ დახმარებას მომავალი წლის ბიუჯეტში არ გამოყოფდა”,-აცხადებს ამირან სალუქვაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ამირან სალუქვაძე   (25.12.2017)
    ნინი, ეს კითხვა ცალკე დამისვით და გიპასუხებთ😊

    xxx   (25.12.2017)
    350 მილიონი უკრაინას - საქართველო სიის მიღმა აშშ-ის თავდაცვის ახალი ბიუჯეტის ახალი პრიორიტეტები ნინო ქეთელაური 14.12.2017/რეზონანსი/ მაშინ ეს რას ნიშნავს, საქართველოს მთავრობას არა აქვს მხარდაჭერა?


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved