სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    08.01.2018

     1-ლი იანვრიდან პოლონეთმა საქართველოს, ბელორუსიის, უკრაინის, სომხეთის, მოლდოვას და რუსეთის მოქალაქეებისთვის დასაქმების გამარტივებული მექანიზმი აამოქმედა. აღნიშნული ცვლილება პოლონეთის კანონმდებლობაში ევროკავშირის დირექტივებით შევიდა, რომლის მიხედვითაც ამ ქვეყნების მოქლაქეებს მის ტერიტორიაზე დასაქმება წლის განმავლობაში 9 თვის განმავლობაში შეეძლებათ.

    დასაქმების სფეროებია: მრეწველობა, მებაღეობა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. ამისთვის კი პოსტ საბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებს დასჭირდებათ მხოლოდ შრომითი დეკლარაცია და უცხოეთში დასაქმების მოტივი, რომლის შემდგეც შესაბამისი განცხადებით პოლონეთში დამქირავებელს უნდა მიმართონ. სწორედ ამ განცხადების საფუძველზე მოქალაქეები მიღებენ პოლონეთის ვიზას ან ნებართვას.

    პოლიტოლოგი და თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია `რეზონანსთან~ საუბრისას იმ ძირითად მიზეზებს განმარტავს, რის საფუძველზეც მიიღო პოლონეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება.

    მისი თქმით, ძირითადად ეს განპირობებულია პოლონეთის ეკონომისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იაფი მუშახელის აუცილებლობით.

    თუმცა, იქვე განმარტავს, რომ პოლონეთის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებით ეს ერთგვარი ჰუმანური ნაბიჯიც იყო.

    "პოლონეთისთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამ ქმედებით ქვეყანა იზიდავს საკმაოდ იაფ მუშახელს, რომელიც მის ეკონომიკას სასიცოცხლოდ სჭირდება. ამიტომ ეს მათი ეროვნული ინტერესებიდანაც გამომდინარეობს.

    "თუმცა, აქ პოლიტიკური სოლიდარობის მომენტიცაა. იმიტომ, რომ პოლონეთმა ეს ექსკლიზიურად `აღმოსავლეთ პარტნიორობის~ ქვეყნებისთვის გააკეთა. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ პოლონელების საკმაოდ დიდი ნაწილი  მაღალანაზღაურებად სამსახურებს ეძებს, როგორც ბრიტანეთში, ისე სკანდინავიის ქვეყნებში და ეს ეკონომიკური ემიგრაციაც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა მათთვის. იმიტომ, რომ კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი გაჩნდა ქვეყანაში", - ამბობს კორნელი კაკაჩია.

    რამდენად შესაძლებელია, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც მიბაძონ პოლონეთს გამარტივებული დასაქმების სისტემის შემოღებაში და კონკრეტულად რომელმა ქვეყნებისგანაა ეს მოსალოდნელი? – კაკაჩია ამბობს, რომ ეს ამ ეტაპზე რთულად წარმოსადგენია, რადგან ყველას კარგად მოეხსენება ევროკავშირის პოლიტიკა დასაქმების მიმართულებით.

    "მე ამაზე ერთი წლის წინ თქვენთან ვსაუბრობდი და კითხვაზე - თუ რა შეიძლება გააკეთონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა - სწორედ ამაზე ვუთითებდი, რომ საქართველოსთვის სერიოზული დახმარება იქნებოდა, თუკი ევროკავშირის ქვეყნები შრომით ბაზარს გახსნიდნენ. ეს იქნება ძალიან  გარდამტრეხი, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. იმიტომ, რომ რუსეთი ახლა რითიც უგებს ავროკავშირს, არის ის, რომ მას გახსნილი აქვს შრომის ბაზარი და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია არა მარტო იქ ჩასვლა, არამედ სამსახურის შოვნაც.

    "მე ვფიქობ, ეს ევროკავშირში ძალიან რთული პროცესი იქნება, რადგან კარგად მოგვეხსენება მის წევრ ქვეყნებში როგორი განწყობებია ამასთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავლაში ამას არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ამ მიმართულებით თუნდაც მცირედი კვოტების დაწესება, მათი მხრიდან სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება", - ამბობს კორნელი კაკაჩია.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved