სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    07.02.2018

     შესაძლოა, ლუკ კოფის ინიციატივა საქართველოს ნატო-ში შესვლის შესახებ ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდებოდეს, - ასეთია სამხედრო ექსპერტის ვარაუდი, რომელიც აღნიშნავს, რომ აშშ-თურქეთს შორის მდგომარეობა იქამდე იძაბება, რომ, არ არის გამორიცხული, თურქ და ამერიკელ სამხედროებს შორის უშუალო შეტაკებაც მოხდეს.

    შეგახსნებთ, რომ ოპერაცია "ზეთისხილის რტო" თურქეთმა სირიელი ქურთების წინააღმდეგ ჩრდილოეთ სირიაში, ქურთების ანკლავ აფრინის რაიონში დაიწყო. თუმცა ამერიკელების მიერ გაწვრთნილი და შეიარაღებული ქურთული შენაერთები თურქ სამხედროებსა და მათ მოკავშირეებს გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევენ, რამაც შეიძლება, საბრძოლო მოქმედებები განუსაზღვრელი ვადით გაჭიმოს.

    სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში ჯერჯერობით თავის საწადელს ვერ აღწევს.

    "ფაქტობრივად, სირიაში მეორე ტალღა უკვე დაიწყო. თურქეთის შეიარაღებული ძალები და მისი მომხრე სირიის ნაციონალური არმია, რომელიც თავადვე შექმნა, ერთობლივად უტევენ სირიელ ქურთებს. ფაქტობრივად, პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს და ვერც ერთი მხარე ვერ აღწევს თავის მიზნებს. მეტსაც გეტყვით, სირიელმა ქურთებმა თურქეთის ინტერვენციის ტემპის შეფერხება შეძლეს.

    "თურქეთის სურვილი იყო, რომ სწრაფი ომის მეშვეობით დაეკავებინა აფრინის რაიონი და გადასულიყო მანბიჯის მიმართულებით, რადგან მისი მიზანია ამ რაიონში შესვლა. სწორედ აქ არის კონცენტრირებული სირიის დემოკრატიული ძალებისა და კომუნისტური პარტიის გაერთიანებული დაჯგუფება, ასევე აქ არიან დისლოცირებული სირიელი ქურთების მუშათა პარტიის სამხედრო ფორმირებები, რომლებიც თურქეთის დაუძინებელი მტრები არიან, თუმცა თურქეთი ჯერჯერობით თავის საწადელს ვერ აღწევს," - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

    მისი თქმით, ამავე დროს სიტუაცია დაიძაბა ჯიჰადისტურ დაჯგუფება "ტახრირ აშ-შამთან" მიმართებითაც.

    "მათ მხარს უჭერენ "ისლამური სახალიფოს" დარჩენილი შეიარაღებული ძალები, რომლებმაც დაიწყეს შეტევები რუსეთის ძალების წინააღმდეგ. სწორედ მათ ჩამოაგდეს რუსული სუ-25. ასევე, განახორციელეს რამდენიმე თავდასხმა რუსეთის სამხედრო ჰუმანიტარულ მისიებზე. ეს ნიშნავს, რომ იქ უკვე მეორე ფრონტის ხაზია გახსნილი.

    "როგორც მოგეხსენებათ, დაიძაბა მდგომარეობა თურქეთ-აშშ-ს შორისაც. მეტიც, პირდაპირ ითქვა, რომ თუ მანბიჯში შევლენ თურქეთის შეიარღებული ძალები (და ამის დიდი ალბათობაა), ისინი არ მოერიდებიან ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების ლიკვიდაციას. ეს უკვე ნიშანავს ამერიკისთვის არაფორმალური ომის გამოცხადებას," - აცხადებს მაისაია.

    სამხედრო ექსპერტის ვარაუდით, შესაძლოა, ლუკ კოფის ინიციატივა საქართველოს ნატო-ში შესვლის შესახებ სწორედ ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდებოდეს.

    "მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ლუკ კოფის ინიციატივა ნატო-ში საქრათველოს შესვლის შესახებ სწორედ სირიაში მიმდინარე მოვლენებთანაა დაკავშირებული. ამას პირდაპირ ვაცხადებ. ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს ამ საკითხისადმი".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter