სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინი ქეთელაური
    07.02.2018

     “რუსეთი ფაქტობრივად ემუქრება ამ ქვეყნებს, რომ მოახდენს მათ იტერვენციას, საქართველოს სცენარის მსგავსად. რაც, რა თქმა უნდა, იწვევს რეალურ შიშს, რადგან ამის საფუძველი არსებობს”,-აცხადებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია რუსეთის მიერ კალინინგრადში განთავსებულ სარაკეტო სისტემების კომენტირებისას.

    როგორც ლიტვის პრეზიდენტმა განაცხადა, რუსეთის ქმედებით, საფრთხე არა მხოლოდ ლიტვას, არამედ მთელს ევროპას ემუქრება.

    სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ რუსეთმა აღნიულთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე ხნით ადრევე გააკეთა და შეიარაღების ნაწილიც განალაგა. ახლა კი მოდერნიზებული ისკანდერები შიყვანა.

    “ახლა უკვე 4 დივიზიონი განალაგა, საუბარია “ისკანდერ ემ-ი ე”, რომელიც არის მოდერნიზირებული, მეორე თაობის ტაქტიკური დამრტყმელი შიარაღების ტიპი. მისი დაფარვის მანძილია დაახლოებით 500 კილომეტრი. ასევე რუსებმა კალინინგრადში გაანათავსეს არანაკლებ მნიშვნელოვანი ტაქტიკური დამრტყმელი შიარაღების კიდევ ერთი ტიპი, ეს არის “ტოჩკა უ”, რომელიც მსხვილკალიბრიანი სარაკეტო სისტემაა. მართალია მისი დაფარვის ზონა შედარებით დაბალია, მაგრამ მას გააჩნია დამანგრეელი ეფექტი და შეუძლია ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს სამხედრო კონტინგენტის შეიარაღებული ძალების ნაწილებს”,-აცხადებს მაისაია.

    მისი თქმით, რუსეთი საზღვაო კომპონენტის გაძლიერებასაც გეგმავს.

    “იქ კიდევ საუბარია, რომ საზღვაო კომპონენტსაც აძლიერებს რუსეთი და ბუნებრივია, რომ ეს ლიტვის შეშფოთებას იწვევს, რადგან მან გასულ წელს სწორედ იმიტომაც მიმართა ნატოს და აამოქმედეს მეუხუთე მუხლი, რომ საფრთხის წინაშე იყო. სწორედ მაშინ მოხდა ლიტვაში, ლატვიაში და ესტონეთში ნატოს კოალიციური ძალების განლაგება. რუსეთი ფაქტობრივად ემუქრება ამ ქვეყნებს, რომ მოახდენს მათ იტერვენციას, საქართველოს სცენარის მსგავსად. რაც, რა თქმა უნდა, იწვევს რეალურ შიშს, რადგან ამის საფუძველი არსებობს”,-აცხადებს ვახტანგ მაისაია.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved