სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აშშ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას კვირის ბოლომდე გეგმავს
    მარიამ კუპატაძე
    08.03.2018

     მოახლოებულ შუალედურ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე ამერიკის სენატში მოსმენა გაიმართა. კანონმდებლებს ანგარიში ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორმა დენიელ ქოუთსმა გააცნო და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.

    ქოუთსმა მოსმენაზე განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო აგრესიული კიბერთავდასხმებია მოსალოდნელი არა მხოლოდ შეერთებული შტატების წინააღმდეგ.

    "ჩვენ განვსაზღვრეთ, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო აგრესიულ კიბერთავდასხმებს განახორციელებს, რათა გააუარესოს ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები და შეასუსტოს ჩვენი ალიანსები.

    "ვლადიმერ პუტინის წყალობით მივიღეთ გაფრთხილება, რომ რუსულმა დათვმა ზამთრის შემდეგ მშიერმა გაიღვიძა და ტერიტორიების მიტაცება დაიწყო, რაც მოხდა უკრაინაში, ყირიმსა და საქართველოში", - განაცხადა ქოუთსმა.

    მისივე თქმით, რუსეთისთვის ახალი სანქციები შესაძლოა, ამ კვირაში დაწესდეს. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მდივანმა სტივენ მნუჩინმა აღნიშნა, რომ შეზღუდვები შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიიღონ.

    მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს სანქციებზე მუშაობას. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთში არა ამერიკული, არამედ რუსეთის კანონების მიხედვით ცხოვრობენ და მომავალშიც ასე იქნება.

    მისი თქმით, ამერიკის არჩევნებში ჩარევის გამო დადანაშაულებული რუსეთის 13 მოქალაქე და 3 რუსული ორგანიზაცია მართლაც რომ ჩარეულიყვნენ არჩევნებში, ეს მას არ აინტერესებს.

    "ჩემთვის სულერთია, სრულიად არ აქვს მნიშვნელობა, ვინაიდან ისინი არ წარმოადგენენ რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებს. თუ თქვენ რამე გაღელვებთ, მაშინ ოფიციალურად გვითხარით, გამოგვიგზავნეთ საბუთი, რომელიც ამას ადასტურებს. აგვიხსენით, კონკრეტულად რაში ადანაშაულებთ და ჩვენც განვიხილავთ", - აღნიშნა პუტინმა.

    რუსეთის ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ტრამპთან მოლაპარაკება და კომპრომისების გამოძებნა შეიძლება, განსხვავებით ამერიკული სისტემისა, რომელიც არაეფექტური და არაპროგნოზირებადია.

    პუტინის თქმით, იმედგაცრუებას მასში ამერიკული სისტემა იწვევს.

    "მე იმედგაცრუებული არა პარტნიორით, არამედ სისტემით ვარ, ვინაიდან ამერიკული სისტემა არაეფექტურია, ხოლო ასეთ სისტემასთან ურთიერთქმედება რთულია, ვინაიდან ის არაპროგნოზირებადია", - აღნიშნა მან.

    საქმე ეხება აშშ-ის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საკითხზე საპასუხო ზომებს. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო რუსეთის 13 მოქალაქესა და 3 იურიდიულ პირს ბრალი წაუყენეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved