სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინი ქეთელაური
    09.05.2018

     აშშ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან გადის. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ირანს ყველაზე მაღალი დონის ეკონომიკური სანქციები დაუწესდება.

    ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებითაა სახიფათო. ამათგან, ყველაზე დიდი რისკებს, ირანისა და რუსეთის კიდევ უფრო დაახლოვებას უკავშირებენ.

    აშშ-ის პრეზიდენტი საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტებს ასახელებს და აცხადებს, რომ ეს იყო ცალმხრივი შეთანხმება, რომელიც არასოდეს უნდა დადებულიყო - “ამ შეთანხმებას არ მოუტანია მშვიდობა და არც მოიტანს“. 

    „ირანის რეჟიმი ტერორიზმის წამყვანი სპონსორია. ირანის რეჟიმი სახიფათო რაკეტების ექსპორტს ახდენს და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტებს ამწვავებს. ის მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაციებს. ირანის რეჟიმი აფინანსებს ქაოსსა და ტერორს. თუმცა, ირანის რეჟიმის არც ერთი ქმედება არ ყოფილა ისე სახიფათო, როგორც მათი ბირთვული იარაღის მოპოვებისკენ მისწრაფება“, - განაცხადა ტრამპმა.

    მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმება იმდენად ცუდად იყო შედგენილი, რომ ირანმა ის რომც დაიცვას, მაინც მოიპოვებს ბირთვულ იარაღს. 

    ტრამპმა თავის ადმინისტრაციას მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ შეუდგნენ ირანზე სანქციების დაწესებას. სანქციები შეეხება ენერგეტიკისა და ფინანსურ სექტორს.

    პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ აღნიშული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლა რამდენიმე მიზეზითაა სარისკო. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს ირანისა და რუსეთის კიდევ უფრო დაახლოვებას ბირთვულ სფეროში.

    “მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ტარმპი განიცდის ებრაული ლობის გარკვეულ ზეგავლენას. ამის ნიშანი იყო იერუსალიმის ისრაელის დედაქალად გამოცხადებაც. ტრამპი ჩაება წინასწარვე წაგებულ თამაშში და მის ინიციატივას ქვეყნების უმეტესობამ მხარი არ დაუჭირა. დღევანდელ დღესაც, მე ვფიქრობ, ამ შეთანხმებიდან აშშ-ის ცალმხრივი გასვლა კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას სპარსეთის ყურეში. ამით ირანს მიეცა შანსი, რომ უფრო მჭდრო ურთიერთობა დაამყაროს რუსეთთან. მითუმეტეს, ბირთვულ სფეროში, სადაც ვიცით, რომ რუსეთსა ირანს შორის მრავალი წელია მიმდინარეობს თანამშრომლობა. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ირანი არის ერთ-ერთი ძირითადი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა, შესაბამისა, თუ აშშ სანქციებს შემოიღებს, სარეთაშორისო ბაზარზე ირანს შეეზღუდება ნავთობის დამატებითი მოცულობის ექსპორტი, რამაც შეიძლება ნავთობზე ფასების ზრდა გამოიწვიოს”,-აცხადებს ნიკა ჩატაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved