სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    16.05.2018

     "უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებადი მედიასტრუქტურების ქსელი გამოავლინეს. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ მათ აგრესორი ქვეყანა იყენებდა უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული საინფორმაციო ომის ფარგლებში. ვადასტურებთ, რომ "რია-ნოვოსტი უკრაინის" ოფისში ტარდება ჩხრეკა და დაკავებულია მისი ხელმძღვანელი. ჩვენ მტკიცებულებების ბაზას ვაგროვებთ, რომელსაც საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გამოვაქვეყნებთ", - ასეთი განცხადება გააკეთა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა ელენა გიტლინსკაიამ უკრაინაში "რია-ნოვოსტის" ოფისში ჩატარებულ ჩხრეკასა და მისი ხელმძღვანელის დაკავებასთან დაკავშირებით.

    ცნობისთვის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები "რია-ნოვოსტის" ოფისში გუშინ დილით შევიდნენ. თვითმხილველთა თქმით, როგორც კი სააგენტოს შენობაში ფორმიანი ადამიანები შევიდნენ, იქ მყოფმა ჟურნალისტმა მაუწყებლობა შეწყვიტა, "რია-ნოვოსტი უკრაინის" ხელმძღვანელი კირილ ვიშინსკი კი თავის სახლთან ახლოს დააკავეს. ცნობისთვის, რამდენიმე ხნის წინ უკრაინის ტერიტორია დაატოვებინეს ორ რუს ჟურნალისტს, ვალენტინა სოლოვიოვასა და ოლგა იურევას, რომლებსაც ბრალად ედებათ მოსახლოებაში დეზინფორმაციის გავრცელება.

    უკრაინის უშიშროების სამსახურის ქმედებებს უკვე გამოეხმუარა ოფიციალური მოსკოვი. რუსეთი აღნიშნულ ფაქტს აღმაშფოთებელს უწოდებს და სათანადოდ უპასუხებს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად უფრო დეტალური ინფორმაცია სჭირდება.

    "ჯერჯერობით ვიცით მხოლოდ ის, რომ რუსული მედიასაშუალებების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდება. იზღუდება ჟურნალისტების თავისუფლება. ჩვენ ვიმოქმედებთ კვალიფიციურად და რუსული მედიასაშუალებების ინტერესების მაქსიმალური დაცვით", - აცხადებენ პუტინის ადმინისტრაციაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved