სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნატო აღმოსავლეთ ევროპაში თავის სწრაფი რეაგირების ძალებს 30 ათასიან კონტიგენტს დაუმატებს
    ია აბულაშვილი
    04.06.2018

     ნატო ევროპაში სწრაფი რეაგირების ძალების გაზრდას გეგმავს და ამ მიზნით ახალ, 30 ათასიან კონტიგენტს ქმნის. ეს ძალებით აღმოსავლეთ ევროპაში უკვე მყოფ სხვა შენაერთებს დაემატება, რომელიც აქ რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმის მოსაგერიებდალაა განლაგებული.

    ამის შესახებ ინფორმაცია გერმანულმა გამოცემა ველტ ამ ზონტაგმა" გაავრცელა. მათი ცნობით, ახალ შეიარაღებული კონტიგენტი ძირითადად გერმანული სამხედრო ნაწილებით იქნება დამომპლექტებული. მათ განკარგულებაში იქნება რამდენიმე ასეული თვითმფრინავი და სამხედრო ხომალდები.

    ცნობისათვის, ამჟამად ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში ნატოს სწრაფი რეაგირების 20 ათასიანი კონტიგენტია განთავსებული - ძირითადად ისევ გერმანული, ასევე ბრიტანული, კანადური და ამერიკული სამხედრო ნაწილები.ნატოს წევრმა 23-მა ქვეყანამ უკვე მოაწერა ხელი შესაბამის დეკლარაციას, რომელიც რუსეთის საზღვრებთან კიდევ 30 ათასი ჯარისკაცის განლაგებას ითვალისწინებს. გერმანული გამოცემა ვარაუდობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ამაზე ნატოს ივლისისი სამიტზე იქნება მიღებული.

    როგორც ქართველი ექსპერტები ამბობენ, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები, რომლებიც წლების წინ შეიქმნა, მიზნად ისახავდა ალიანსს ჰქონოდა მოქნილი ბერკეტი, რომელიც სწრაფ რეაგირებას მოახდენდა მოვლენების განვითარების შესაბამისად. გადაწყვეტილება მიღებული იქნა უელსში ნატოს სამიტის მიმდინარეობისას, სადაც ალიანსის 7 წევრმა ქვეყანამ სწრაფი რეაგირების გაერთიანებული სამხედრო ძალების შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

    "უელსის სამიტზე მიღებული იქნა გადაწყვტილება სწრაფი რეაგირების გაერთიანებული სამხედრო ძალების შექმნის შესახებ. ამჯერად ნატო 40 ათასიანი სწრაფი რეაგირების ძალების შექმნას განიხილავს, რომლიც ევროპაში უსაფრთხოების გარემოს ცვლილებებს და რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს უკავშირდება.

    "2014 წლის შემდეგ დაიწყო "ცივი ომი" და უსაფრთხოების მხრივ ვითარება შეიცვალა. ამიტომ დადგა საკითხი, რომ კრიზისების შემთხვევაში მოხდეს სწრაფი რეაგირება და პრევენციია, ანუ, ნატოს კოლექტიური თავდაცვა - მეხუთე მუხლი მტკიცეა და შეიძლება წევრი ქვეყნები რუსეთის აგრესიისგან დაიცვას.

    "სწრაფი რეაგირების ძალები ნატოს წევრი ქვეყნების სახმელეთო, საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების ქვედანაყოფებით არის დაკომპლექტებული. ასეთი ძალები განთავსდა ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში, ასევე პოლონეთში, რაც პირდაპირი პასუხი იყო რუსეთის მხრიდან ბოლოდროინდელ თავაშვებულებაზე.

    "ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების წევრი 2015 წელს გახდა საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ იგი ნატოს წევრი ქვეყანა არ არის და ნატოს პარტნიორი ქვეყანაა. ასე რომ, ამ პროექტში ჩართულები არიან ქართველი სამხედროებიც.

    "ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების გაზრდის საკითხი უნდა განიხილონ ნატოს მომავალ სამიტზე და იმედია რომ წევრი ქვეყნები მხარს დაუჭერენ", - განაცხადა "მთელ კვირასთან" ვახტანგ მაისაიამ.

    ირაკლი მენაღარიშვილი: "ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის თაობაზე გდაწყვეტილება რამდენიმე წლის წინ იქნა მიღებული, უელსის სამიტზე. ახლა კი მისი კონტიგენტის გაზრდაზე მიდის საუბარი, რაც ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრვხოების უზრუნველყოფას ემსახურება.

    "რა თქმა უნდა, რუსეთის ფაქტორი არ არის გამორიცხული და არც ისაა დასამალი, რომ 10 წლის განმავლობაში ევროატლანტიკური სივრცისადმი მისმა დამოკიდებულებამ განაპირობა ამგვარი აღქმა. მაგრამ ეს ანტირუსული პროექტი არ არის და შეიძლება საფრთხის სხვა წყაროებიც არსებობდეს. ამიტომ ნატო ახალ გამოწვევებთან ადაპტირებას ახდენს იმ მიზნით, რომ ალიანისის ყველა მოკავშირე საფრთხისგან დაიცვას და პირველი გადაუდებელი პასუხი გასცეს, თუ დაძაბულობა შეიქმნება.

    "ეს ძალები მრავალეროვანია და იქნება მუდმივი მზადების პროცესში, რომ სწრაფად მოხდეს ჩართვა სამხედრო ოპერაციებში. ანუ, ალიანსი მზად უნდა იყოს და სწრაფად მოახდინოს რეაგირება.

    "აღსანიშნავია ისიც, რომ ნატოს სწრაფი რეაგრების ძალებში ჩართულია საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრი ქვეყანა არ არის და პარტნიორი ქვეყანაა. ეს გადაწყვტილება მიღებული იქნა რამდენიმე წლის წინ, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა.

    "ჩვენი ჯარისკაცები მონაწილეობას მიიღებენ სამშვიდობო ოპერაციებში, რაც მათი პროფესიული დონის ამღლებას კიდევ უფრო გაზრდის", - განაცხადა "მთელ კვირასთან" საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved