სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    11.06.2018

     ნატოს წევრი 9 ქვეყნის - პოლონეთის, რუმინეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ბულგარეთისა და ჩეხეთის ლიდერებს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე პოზიციების გაძლიერება სურთ. ეს შეთანხმება მიღწეულ იქნა ვარშავაში სამიტზე, სადაც "ბუქარესტის ცხრიანმა" ხელი მოაწერა შესაბამის დეკლარაციას.

    დოკუმენტი გაიგზავნება ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომელიც ივლისში ბრიუსელში გაიმართება. ლიდერები იმედოვნებენ, რომ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერების საკითხი სამიტის განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ. ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ აღმოსავლეთში ალიანსი წარმოდგენილი უნდა იყოს საკმარისი ძალებით და როგორც რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანსონმა ვარშავის შეხვედრაზე განაცხადა, "ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ალიანსის ჯარები აღმოსავლეთ ფლანგზე საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო სივრცეში".

    "ბუქარესტის ცხრიანის" ინიციატივასა და იმაზე, თუ რამდენად უკავშირდება ნატო-ს აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერება საქართველოს მიზნებს უსაფრთხოების სფეროში, "მთელი კვირა" ქართველ პოლიტოლოგებს ესაუბრა.

    კორნელი კაკაჩიას თქმით, აღმოსავლეთის ფლანგზე ალიანსის გაძლიერების საკითხს აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები რამდენიმე წლის წინაც აყენებდნენ და ეს ახალი ინიციატივაც ამ ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება.

    "ეს ინიციატივა გამიზნულია ნატო-ს წევრი ქვეყნების აღმოსავლეთის ფლანგის დასაცავად და დასამშვიდებლად. აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების ხელისუფლებები ადრეც მოითხოვდნენ აღმოსავლეთის ფლანგზე ალიანსის გაძლიერებას და ეს ინიციატივაც მათი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება. ამას მოითხოვდნენ პოლონეთიც, რუმინეთიც და აღმოსავლეთი ევროპის სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ნატო-ს წევრები არიან.

    "ეს საკითხი ალბათ განიხილება მომავალ სამიტზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართება და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.

    "რაც შეეხება საქართველოს, ის ნატო-ს წევრი ქვეყანა არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ნატო ატარებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს და აქვს ინიციატივები უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, სადაც საქართველოც არის ჩართული", - განაცხადა "მთელ კვირასთან" კორნელი კაკაჩიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved