სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    06.07.2018

     

     

    ქიმიური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლვის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ინგლისში. ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლულია ორი ბრიტანელი - 44 წლის დავნ სტერჯესი და 45 წლის ჩარლი როული. 30 ივნისს ბრიტანულმა პოლიციამ ისინი უგონო მდგომარეობაში სოლსბერის სიახლოვეს  იპოვა.

    ამჟამად მათი მდგომარეობა კრიტიკულია. სტერჯესი და როული ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები.

    ქიმიური ნივთიერებით მოწამლვის შემთხვევებს იძიებს სკოტლანდ იარდის 100-მდე თანამშრომელი. სკოტლენდ-იარდის სპეცოპერაციების კომისარის თანაშემწე ნილ ბასუ აცხადებს, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ როული და სტერჯესი ბოლო პერიოდში იმყოფებოდნენ იმ ტერიტორიებზე, რომელთა გაწმენდა ხდებოდა სკრიპალებზე თავდასხმისა და მათი მოწამლვის შემდგომ.

    დამატებითი ანალიზების ჩატარების შემდეგ დადასტურდა, რომ წყვილი მოიწამლა მას შემდეგ, რაც ხელში აიღეს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლული საგანი.

    ასევე, ცნობილი გახდა, რომ ხუთშაბათს ინგლისმა რუსეთს მოთხოვა დეტალური ინფორმაცია ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალსა და მის შვილს იულია სკრიპალზე  თავდასხმის შესახებ, მას შემდეგ, რაც ქიმიური ნივთიერება „ ნოვიჩოკით“ მოწამლვის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

    თუმცა რუსეთი უარყოფს იმას, რომ დაკავშირებულია სკრიპალების მოწამლვასთან. 

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved