სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "სოიუზ მს-09"-ის ჰერმეტიზაციის სისტემა მწყობრიდან გამოვიდა
    ტატა შოშიაშვილი
    06.09.2018

     რუსულ კოსმოსურ ხომალდ "სოიუზ მს-09"-ის ჰერმეტიზაციის სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, რის მიზეზადაც ხომალდის შემთხვევითი ან განზრახ დაზიანება დასახელდა.

    თავდაპირველად ჩათვალეს, რომ კოსმოსური ხომალდი მიკრომეტეორის მოხვედრის შედეგად დაზიანდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ "როსკოსმოსის" თავმჯდომარე დიმიტრი გოროზინმა უარყო მიკრომეტეორის მოხვედრის ვერსია და დაასახელა რამდენიმე ვარიანტი იმისა, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

    გოროზინის განცხადებით, ამჟამად სარაკეტო-კოსმოსური კორპორაცია "ენერგია" ცდილობს დამნაშავის ვინაობის დადგენას. მანვე აღნიშნა, რომ დამნაშავის პოვნა და იმის გამოძიება, კონკრეტულად სად მოხდა დანაშაული - დედამიწაზე თუ ორბიტაზე, კორპორაციის ღირსების საკითხია და დამნაშავეს აუცილებლად იპოვიან.

    გოროზინმა თქვა, რომ მიკრომეტეორის მოხვედრის ვერსია უარყოფილია, რადგან აშკარად ჩანს, რომ კოსმოსური ხომალდი შიგნიდან იყო დაზიანებული. უნდა აღინიშნოს, რომ "როსკოსმოსის" უფროსი მოერიდა ოფიციალურად საბოლოო დასკვნების გაკეთებას. მისი თქმით, ჯერ ადრეა ამაზე საუბრარი.

    ამჟამად გამოძიება ცდილობს იმის დადგენას, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი და ვინ აკონტროლებდა ხომალდზე მიმდინარე სხვადასხვა სამუშაოს.

    ამასთანავე, არსებობს კიდევ ერთი ვერსია იმისა, თუ რა მოხდა ხომალდზე სინამდვილეში - გოროზინის თქმით, დამნაშავემ რამდენიმე მცდელობის შემდეგ მოახერხა ხომალდის დაზიანება, რადგან ბზარის ადგილს ეტყობა, რომ რამდენჯერმე იყო ბურღი გამოყენებული.

    ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით "რია ნოვოსტი" იუწყება, რომ რუსული კოსმოსური ხომალდის დაზიანების მიზეზად დასახელდა დეფექტი - ხომალდის შიდა კორპუსში, ჯერ კიდევ დედამიწაზე, გაბურღული ხვრელი.

    "როსკოსმოსის" აღმასრულებელ დირექტორ სერგეი კრიკალევის თქმით, "სოიუზის" ხომალდების ჰერმეტიზაციის დამატებით შემოწმება არ იგეგმება.

    შეგახსენებთ, 30 აგვისტოს ღამის საათებში ცნობილი გახდა, რომ კოსმოსის საერთაშორისო სადგურზე გაჟონა ჰაერმა, რის შემდეგაც სადგურის ეკიპაჟმა დეტალურად შეისწავლა კოსმოსური ხომალდი "სოიუზ მს-09" და აღმოაჩინა 2 მმ-იანი მიკრობზარი. დეფექტი იმავე დღეს გამოასწორეს და ხომალდზე წნევის ნორმალური დონე აღდგა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved