სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    11.09.2018

     რუსეთში 1981 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. სამხედრო მანევრები "ვოსტოკ-2018" შორეულ აღმოსავლეთში მიმდინარეობს და 17 სექტემბრამდე გაგრძელდება. სწავლებაში სამასი ათასამდე რუსი, ჩინელი და მონღოლი სამხედრო მონაწილეობს.

    რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის რეაქციას რუსეთის ასეთ ფართომასშტაბურ წვრთნებზე, ისინი მიიჩნევენ, რომ ფედერაცია მნიშვნელოვანი სამხედრო კონფლიქტისთვის ემზადება და "ვოსტოკ-2018" ამის თვალსაჩინო დემონსტრირებაა.

    სამხედრო წვრთნებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ხელმძღვანელობს.

    მობილიზებულია დაახლოებით 1000 თვითმფრინავი, ვერტმფრენი, ასევე უპილოტო ვერტმფრენები. გარდა ამისა, 36 ათასამდე ტანკი, ჯავშანტრანსპორტი და 80 ათასამდე ხომალდი.

    რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს თქმით, სწავლების მთავარი მიზანი იმის გარკვევაა, თუ რამდენადაა მომზადებული და გაწვრთნილი სამხედრო ხელმძღვანელობა, რომ საჭიროების შემთხვევაში შორეულ დისტანციაზე დაგეგმოს და მოახერხოს ჯარების გადაჯგუფება.

    გარდა ამისა, სამხედრო სწავლება "ვოსტოკ-2018" ემსახურება კიდევ ერთ მიზანს-თავდაცვის სამინისტროს იმის გარკვევაც სურს, თუ რამდენად მაღალია სახმელეთო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ურთიერთქმედების დონე, რათა, საჭიროების შემთხვევაში, ერთად იმოქმედონ.

    უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთიდან, რომელიც რუსეთთან ერთად იღებს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას, ფედერაციაში გადმოყვანილია 24 ვერტმფრენი და 6 თვითმფრინავი. ცნობილია, რომ გადმოყვანილ ვერტმფრენებს შორის ექცსი მი-171 ტიპისაა, 9 ვერტმფრენი - ზეტ-9"-ის და ამდენივე ზეტ-19 ტიპისაა.

    ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ავიაციის გარდა რუსეთის მასშტაბურ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის 3 200 სამხედრო მოსამსახურე და გადმოტანილი იტნება დამატებით 900 ცალი სხვა სახის ტექნიკაც.

    ნატო-ს წარმომადგენელი დიალინ უაიტი აცხადებს, რომ ყველა ქვეყანას აქვს სამხედრო წვრთნების ჩატარების უფლება იმ შემთხვევაში, თუ ისინი იქნება ღია და თვალსაჩინო, მაგრამ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩატარებული სამხედრო წვრთნები მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა მასშტაბური კონფლიქტების წარმოებისთვის ემზადება:

    "ეს ჯდება იმ სურათში, რომელსაც აქამდე ვადევნები თვალს - რუსეთიუფრო თავდაჯერებული ხდება, მან მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი სამხედრო ბიუჯეტი და პოტენციალი," - განაცხადა ნატო-ს წარმომადგენელმა დილაინ უაიტმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved