სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    23.10.2018

     კრემლის განცხადებაა, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს პირველი არასდროს გამოიყენებს და ბირთვული ომის შემთხვევაში რუსების სამოთხეში მოხვედრაზე ვლადიმირ პუტინის ნათქვამი მხოლოდ უმნიშვნელო ალეგორია იყო. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვს ასეთი განმატება მოუწია რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ რუსულ ფორუმზე ვლადიმირ პუტინის ერთგვარი მუქარანარევი სიტყვებისა, რომ "რუსები, როგორც წამებულები, მოხვდებიან სამოთხეში, მოწინააღმდეგეები კი ჩაძაღლდებიან".

    პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის საუბარი შეეხებოდა იმას, რომ რუსეთი ბირთვული ომის ინიციატორი არ გახდება.

    "საუბარი შეეხებოდა ძირითადად არა სამოთხეს და ვინ მოხვდება სამოთხეში, არამედ იმას, რომ დოქტრინულ დონეზე რუსეთი არ იტოვებს პირველი დარტყმის უფლებას. ეს არის მთავარი, რაც ბევრმა ყურადღების მიღმა დატოვა. ანუ, ჩვენს დოქტრინაში არ არის, რომ პირველი დარტყმის უფლება გვაქვს", - განაცხადა პესკოვმა.

    მისივე თქმით, რუსეთმა ბირთვული იარაღი, შესაძლოა, გამოიყენოს მხოლოდ მაშინ, თუ "ჩვენი (რუსეთის) სახელმწიფოს არსებობა საფრთხის ქვეშ დადგება".

    "ჩვენ არასდროს არავის ვესხმით თავს პირველები, მაგრამ თუ ჩვენ თავს დაგვესხმებიან, მაშინ იქ ყველა მოხვდება - ზოგი ჯოჯოხეთში, ზოგი - სამოთხეში. აი, ამის გაგება იყო მნიშვნელოვანი, დანარჩენი ყველაფერი ალეგორიაა", - დასძენს პესკოვი.

    საგულისხმოა, რომ 18 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა "ვალდაის კლუბის" შეხვედრაზე ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე ისაუბრა და მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში რუსებს სამოთხეში მოხვედრა უწინასწარმეტყველა.

    "აგრესორმა უნდა იცოდეს, რომ პასუხს მიიღებს და განადგურდება. თუმცა ჩვენ, ამ აგრესიის მსხვერპლნი, სამოთხეში მოვხვდებით, როგორც წამებულები. ისინი კი, უბრალოდ, ჩაძაღლდებიან, რადგან მონანიებასაც ვერ მოასწრებენ", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

    მისი თქმით, რუსეთის სამხედრო კონცეფციაში ატომური იარაღის გამოყენება მხოლოდ თავდაცვის მიზნითაა დაშვებული.

    "ბირთვული იარაღის გამოყენების კონცეფცია გულისხმობს საპასუხო დარტყმის მიყენებას. ჩვენ ამ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენებთ, თუ დავრწმუნდებით, რომ პოტენციური აგრესორი ჩვენს ტერიტორიას ბომბავს", - აღნიშნა კრემლის ლიდერმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved