სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტთა პირველი ჯგუფის შეტევა მოიგერიეს
    თამარ შუკვანი
    29.11.2018

     "ამაში რუსეთის ინტერესებიც იკვეთება - გვახსოვს, რუსეთმა ამერიკას ჰიბრიდული შეტევა მოუწყო და ამერიკის პოლიტიკური სისტემა მოშალა, გარკვეულწილად შეუწყო ხელი ამ პროცესის დაწყებაში.

    "შესაძლოა, მეორე ანალოგიური ტიპის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მომენტი არსებობდეს. იმ მიგრანტებთან, რომლებიც სალვადორიდან, გვატემალიდან, ნიკარაგუიდან მოდიან, რუსული გავლენა საკმაოდ დიდია", - აცხადებს ექსპერტი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" საუბრისას.

    აშშ-მექსიკის საზღვრის გადაკვეთა და აშშ-ში შეღწევა 500-მდე მიგრანტმა სცადა, რის საპასუხოდაც ამერიკულმა ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მექსიკის მთავრობა აშშ-ს ამ ფაქტის გამოძიებისაკენ მოუწოდებს.

    მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის მთავრობას ნოტა გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ მექსიკის ტერიტორიის მიმართულებით არალეტალური იარაღის გამოყენება განხორციელდა. აშშ-ის ტერიტორიაზე შეღწევა 42-მა მიგრანტმა მოახერხა, რის შემდეგაც ისინი დააკავეს.

    მექსიკის მთავრობა ამბობს, რომ ინციდენტის შემდეგ 100-მდე მიგრანტის დეპორტაცია მოახდინეს. ეს მიგრანტები იმ "ქარავნის" ნაწილს წარმოადგენენ, რომელიც რამდენიმე თვის წინ ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან სწორედ აშშ-ის მიმართულებით დაიძრა. ბოლო მონაცემებით, მასში 7 500-მდე მიგრანტი შედიოდა.

    მაისაიას განცხადებით, ამერიკა რუსულ კვალზე არ საუბრობს, თუმცა, თუკი გავითვალისწინებთ რუსეთის მიერ განხორციელებულ ჰიბრიდულ ომს აშშ-სთან მიმართებაში და გარკვეულ აგრესიას საქართველოსა და უკრაინასთან, რუსეთის მონაწილეობა არ უნდა გამოირიცხოს.

    "ნიკარაგუის პრეზიდენტის, ვინც, ფაქტობრივად, რუსეთის პირდაპირი "ვასალია" და ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა, უკან, არ არის გამორიცხული, იდგეს ვენესუელისა და რუსეთის სპეცსამსახურები.

    "ამერიკაში ამაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. ამერიკაში როდესაც თავის დროზე კიბერშეტევები განხორციელდა, მაშინაც არ საუბრობდნენ რუსულ კვალზე. როდესაც არჩევნებმა ის მასშტაბები მიიღო, როგორიც ახლა, ამაზე დემოკრატები ალაპარაკდნენ, ბოლოს კი საზოგადოებამაც აიტაცა. საბოლოოდ გამოძიებამ დაადასტურა რუსული ჰობრიდული ჩარევა.

    "ამ ყველაფრის უკან ვინ უნდა იდგეს, რთული მისახვედრი არ არის. თუ გავითვალისწინებთ რუსული ჰიბრიდული ომის ელემენტებს აშშ-ის მიმართ, თუ როგორი იყო და არის რუსეთის ქმედება უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებაში.

    "კარგად ორგანიზებული "მიგრანტების ქარავნების" სვლა ამერიკის საზღვრების მიმართულებით, ეს ჰიპოთეზა, გარკვეულწილად, შესაძლოა, მართებული იყოს.

    "საქმე ის გახლავთ, თუ ვინ გააკეთა პროვოცირება და ვინ მოუწოდა ამდენ მიგრანტს ასეთი რადიკალური ზომების მიღებისაკენ, ასე რადიკალურად დაპირისპირებოდა ამერიკის ხელისუფლებას. ვიღაც მიზანმიმართულად ახორციელებს ამ ქარავნების წარმართვას.

    "ბუნებრივია, ორივე მხარეს დგას სიმართლე. ამერიკის საზღვრების დაცვა არის ერთ-ერთი სუვერენული და უზენაესი პრიორიტეტი კონსტიტუციის რწმენიდან გამომდინარე", - აცხადებს ის.

    მისი თქმით, აშშ ასეთი გზით მიგრანტების ქვეყანაში შეშვებას არ დაუშვებს და თუკი მიგრანტები კვლავ განახორციელებენ მსგავს მცდელობას, აშშ-ს საკმაოდ მკაცრი რეაგირება ექნება, რაც მის სუვერენულ უფლებას წარმოადგენს.

    მისი თქმით, აშშ-ისკენ მიგრანტთა გარკვეული ნაწილი კვლავ მიემართება, რომელთაც ქვეყანაში შეღწევის მცდელობა ექნებათ.

    "ცრემლსადენი გაზი იქნა გამოყენებული, თუმცა იქ რაღაც სპეციფიკური ტიპის გაზის ელემენტების გამოყენებაზეც არის საუბარი, რამაც გამოიწვია გარკვეული რეაქცია.

    "მექსიკის მთავრობამ ამერიკულ მხარეს მოსთხოვა ამ საქმის გამოძიება, ადამიანების უფლებათა დაცვის ორგანიზაციები ფეხზე დგანან. დაახლოებით 500 კაცზეა საუბარი. საზღვარს 3-ათასკაციანი ქარავანიც უახლოვდება, 4 ათასი კაცი მექსიკის შუა პროვინციებში დგას და საზღვართან მისვლას აპირებს. ამავე დროს გაცემულია ბრძანება ცეცხლის გახსნის თაობაზე", - აღნიშნა მან.

    მაისაია აცხადებს, რომ აშშ-ის პოზიცია თავად რუსეთის პარლამენტის დსთ-ის ქვეყნებთან კავშირის კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე კონსტანტინ ზატულინმაც გაამართლა.

    "გუშინ რუსეთის დუმის წევრმა ზატულინმა ასეთი მკაცრი ზომების მიღება გაამართლა და თქვა, თუ ამერიკის მხარე მიგრანტებს ცეცხლს გაუხსნის, ეს ამერიკის კანონიერი უფლება იქნება, რადგან საზღვრის ასეთი დარღვევა არავის უნდა ეპატიოსო", - აცხადებს ის.

    "ტრამპი პრინციპულად მომხრეა იმისა, რომ მიღებულ იქნას მკაცრი ზომები. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა და მიგრანტთა ქარავანმა ასეთი სიტუაციის შექმნა მოახდინა, მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბება. ამ ყველაფერზე რამდენიმე დღის წინ "რეზონანსთან" ვისაუბრე და, სამწუხაროდ, ეს პროგნოზი გამართლდა.

    "ამერიკა ასეთი გზით არ დაუშვებს მათ მიღებას. ტრამპის განცხადება არის ძალიან მკაცრი - პრინციპულად არ მიიღონ მიგრანტები. მიგრანტები, როგორც ჩანს, ამ პროცესების პროვოცირებას ახდნენ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved