სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    12.01.2019

     სერბეთსა და კოსოვოს შორის დაწყებული კონფლიქტი შესაძლოა ახალ დიდ ომში გადაიზარდოს, რადგან მასში უკვე ღიად ჩაერთო რუსეთი. ოფიციალური მოსკოვის მიერ სერბების აქტიური მხარდაჭერა კი შესაძლოა ევროპაში მასშტაბურ შეიარაღებული დაპირისპირების დასაწყისი გახდეს.

    ამის შესახებ საერთაშორისო გამოცემა „Business Insider Deutschland“ წერს.

    კონფლიქტის მიზეზი ისაა, რომ გასული წლის დეკემბერში კოსოვომ თავის შეიარაღებულ ძალების შექმნის შესახებ გამოაცხადა, რასაც მეზობელ ბელგრადში სერიოზული ვნებათაღელვა მოყვა. სერბეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ კოსოვოს არმია კოსოვოს ტერიტორიაზე მცხოვრების სერბი უმცირესობის დევნასა და შეზღუდვაზე იქნება ორიენტირებული, რასაც კოსოვოში ცალსახად უარყოფენ.

    სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთს კოსოვოს ტერიტორიაზე დარჩენილი სერბი მოსახლეობის დაცვის შესაძლებლობა აქვს, თუმცა არ განუმარტავს რას გულისხმობდა. 

    პრეზიდენტის ვუჩიჩის მრჩეველმა ნიკოლა სელაკოვიჩმა კი პირდაპირ განაცხადა, რომ დეკემბრის დასაწყისში კოსოვოში ჯარის შექმნასთან დაკავშირებული მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ ბელგრადს შეუძლია თავისი სამხედრო ნაწილები შეიყვანოს კოსოვოს ტერიტორიაზე, რაც პრაქტიკულად ომის დაწყებას ნიშნავს. გარდა ამისა, მისივე თქმით, ბელგრადს შეუძლია, რომ კოსოვო თავის ოკუპირებულ ტერიტორიად გამოაცხადოს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“  იუწყება.

    სერბეთს, როგორც რუსეთის მთავარ მოკავშრეს ბალკანეთზე, ამ საკითხშიც მოსკოვის უპირობო მხარდაჭერა აქვს. ამაზე მიუთითებს როგორც კრემლში გაკეთებული განცხადებები, ასევე ის ფაქტი, რომ ბალკანეთში ვითარების გამწვავების ფონზე 17 იანვარს ბელგრადში ვლადიმირ პუტინის ოფიციალური ვიზიტია დაგეგმილი.

    ევროკავშირი, ნატო და ზოგადად დასავლეთი ვითარების განმუხტვას ცდილობენ. ერთად ერთი განცხადება, რომელიც გაკეთდა საერთაშორისო ორგნიზაციის მიერ ეკუთვნოდა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, რომელმაც განაცხადა, რომ კოსოვომ საკმაოდ შეუფერებელი დრო შეარჩია საკუთარი ჯარის ფორმირებისთვის, რადგან, შესაძლოა, რომ  ეს რეგიონში სტაბილური ვითარების შენარჩუნების შემაფერხებელი გარემოება გახდეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    პასკუალე   (13.01.2019)
    კოსოვო სერბეთის ნაწილია

    status quo   (13.01.2019)
    რუსებს ნატოზე შურისძიება სურთ და უეჭველი შევლენ კოსოვოში.ჩვენი გადმოსახედიდან,ეს სამართლიანიც იქნება,რადგან ანალოგიური მდგომარეობაა აფხაზეთ-სამაჩაბლოში,ოღონდ,პირიქით.მაშინ,თუ ეს მოხდა,ნატოც უნდა შევიდეს ჩვენს ჯარებთან ერთად ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved