სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    18.01.2019

     რუსეთში სისხლის სამართლის დანაშაულში მხილებულ ჩინოვნიკებს სასამართლო დამნაშავედ არ აღიარებს და როგორც ადგილობრივი მედია წერს, ეს უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა.

    ბოლო ინციდენტი ურალში, სვერდლოვსკის ოლქის ქალაქ ვეხოტურიას მერს ეხება, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ არ მიიჩნია მას შემდეგ, რაც ავარიის შედეგად 12 წლის ბავშვს ფეხი მოტეხა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. მანამდე კი სხვა ქალაქში კიდევ ერთმა ჩინოვნიკმა ავარიაში ორი კაცი მოკლა, მაგრამ პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

    რაც შეეხება უარლის ინციდენტს, დაზარალებული ბავშვის მშობლებმა პოლიციას მიმართეს და სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა მუხლით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მსუბუქი ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, თუმცა ექსპერტიზა გააყალბეს და ქალაქის მერი გაამართლეს.

    „სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სხეულის დაზიანებას 12 წლის ბიჭის ჯანმრთელობისთვის არ მიუყენებია ზიანი. ამის საფუძველზე აღძრული საქმე შეწყდა," - წერს სვერდლოვსკის რეგიონის საგზაო პოლიციის დეპარტამენტის პრესსამსახური.

    ინციდენტი გასული წლის 24 ოქტომბერს მოხდა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო „იუთუბ" არხზე, „რასია 24"-ზეც გამოქვეყნდა. კადრში ჩანს ბიჭი გადის ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელეზე და ამ მომენტში მას ჯიპი ეჯახება. ქალაქის მერი გადმოდის მანქანიდან, შემდეგ ისევ მანქანაში ჯდება და ავარიის ადგილს ტოვებს.

    ბავშვი საავადმყოფოში მშობლებმა მიიყვანეს. ტრავმატოლოგიურ კლინიკაში ბავშვს ფეხის მოტეხილობა დაუდგინდა. ქალაქის მერი კი 12 წლის ბიჭს აბრალებს ავტოავარიას და ასევე ირწმუნება, რომ ფეხი მას არ მოუტეხავს.

    „ბიჭი თავად დამაჯახა", - განუცხადა მაშინ ლიხანოვმა ჟურნალისტებს.

    მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ურალის რეგიონის ჩინოვნიკი ადრე სამართალდამცავ უწყებაში მუშაობდა და ასევე რუსეთის მმართველი პარტიის „ედიანაია რასიას" ადგილობრივი განყოფილების წარმომადგენელია.

    გასული წლის სექტემბერში ტიუმენის რაიონულმა სასამართლომ შეაჩერა სისხლის სამართლის საქმე ტიუმენის საკრებულოს თავმჯდომარისა და ყოფილი მერის დიმიტრი იერემეევის წინააღმდეგ, რომელიც დამნაშავედ სცნეს ავარიაში, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა. ჩინოვნიკი მხოლოდ 160 ათასი რუბლით დაჯარიმდა. 23 ოქტომბერს სასამართლომ ეს საქმის შემდგომი გამოძიებისთვის გადადო.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved