სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    22.01.2019

     აშშ-მა რუსეთის შეკავების ახალი გეგმა შეიმუშავა, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იანვრის დასაწყისში პენტაგონში წარმოადგინა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვასთან დაკავშირებული ანგარიშის მიმოხილვისას. კერძოდ, აშშ ორიენტირებული იქნება საკუთარი სარაკეტო სისტემებისა და თავდაცვისუნარიანობის განვითარებაზე, რათა არა მხოლოდ ხმელეთზე, არამედ კოსმოსშიც კი მოახერხოს რუსეთისთვისა და სხვა ქვეწყნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

    ანგარიშში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მომავალ საფრთხეებს - ჰიპერბგერით და ფრთოსან რაკეტებს, ასევე კოსმოსურ იარაღს, რომელსაც რუსეთის ფედერაცია და ჩინეთი აწამოებენ.

    მათ შესაკავებლად ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსი აღიჭურვება სპეციალური რადარებით. საუბარია ბალისტიკური მიზნების შერჩევის რადიოლოკაციურ სადგურზე, რომლის ფუნქცია ბალისტიკური სამიზნეების პოვნითა და მათი ინდენტიფიცირებით შემოიფარგლება.

    ტრამპმა ანგარიშის წარდგენისას კიდევ ერთი საინტერესო განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანებულმა ქვეყნებმა საგარეო საფრთეებისგან თავის დასაცავად, თავად უნდა იმოქმედონ და იარაღიც საკუთარი ხარჯით შეიძინონ ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა.

    საგარეო საფრთხეებზე საუბრისას ტრამპი განსაკუთრებით ჩინეთიდან და რუსეთიდან წამოსულ საშიშროებას უსვამდა ხაზს. დოკუმენტში რუსეთისა და ჩინეთის გარდა აღნიშნულია ის საფრთეც, რომელიც აშშ-ს ემუქრება ირანისა და ჩრდილოთ კორეისგან.

    ტრამპმა თავისი გეგმის განსახორციელებლად პენტაგონს შესთავაზა SM-3 Block IIA ტიპის საზენიტო რაკეტების გამოყენება მცირე და კონტინენტთაშორისი მოქმედების დიაპაზონის მქონე ბალისტიკური რაკეტების დასაჭერად.

    გარდა ამისა, ტრამპი გამოვიდა ინიციატივით, რომელიც თნახმადაც ალიასკაზე, ფორტ-გრილის ბაზაზე დამატებით 20 სარაკეტო კომპლექსი განლაგდება და მათი ფუნქცია ბალისტიკური რაკეტების დაჭერა იქნება. ამჟამად, აშშ-ს 44 ასეთი მოქმედი სარაკეტო კომპლექსი აქვს, რომელიც არა მხოლოდ ალიასკაზე, არამედ კალიფორნიაში - ვანდენბერგის ბაზაზეა განლაგებული.

    თუმცა, ტრამპის გეგმები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება - აშშ-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსების განლაგება კოსმოსშიც იგეგმება.

    საუბარია დაბალორბიტულ თანამგზავრებზე, რომელიც აღჭურვილი იქნება სენსორებით და მათი ფუნქცია პლანეტაზე წინასწარ შერჩეული რეგიონიდან ბალისტიკური რაკეტის ან ჰიპერბგერითი იარაღის გაშვების დაფიქსირება იქნება. ასევე, უნდა შექმნან უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც აღჭურვილი იქნება ლაზერით და მისი ფუნქცია შემჩნეული რაკეტების განადგურება იქნება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×