სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    08.02.2019

     უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს უნდა ჩატარდეს და ბოლო ორი სოციოლოგიური კვლევით რეიტინგის ლიდერი კომიკოსი ვლადიმირ ზელენსკია, რომელმაც კანდიდატურად თავი მხოლოდ ერთი თვის წინ დაასახელა და გაუსწრო მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსაც და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ იულია ტიმოშენკოსაც, რომელიც ზელენსკის გამოჩენამდე რეიტინგების ლიდერი იყო.

    ერთი სოციოლოგიური კვლევა 31 იანვარს გამოქვეყნდა, მეორე ხუთშაბათს, 7 თებერვალს და ორივე კვლევის შედეგი ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა - კვლევების თანახმად პირველ ადგილზეა პოპულარული მსახიობი, კომიკოსი და სატელევიზიო პერსონა ვლადიმირ ზელენსკი, რომლის რეიტინგი უფრო და უფრო იზრდება.

    ზოგიერთი პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ზელენსკი ოლიგარქ იგორ კოლომოისკთანაა დაკავშირებული, რომელიც ქვეყნის მთავრობას ისრაელში გაექცა. ამასთან, თავად ბიზნესმენი პრეზიდენტობის კანდიდატთან ნებისმიერ კავშირს უარყოფს.

    31 იანვარს გამოქვეყნებული კვლევით, 41 წლის ვლადიმირ ზელენსკის 19% უჭერს მხარს. მეორე ადგილზეა ყველაზე აქტიური ოპოზიციონერი, „ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო, რომელსაც 18%-იანი მხარდაჭერა აქვს. ის უკვე მესამედ იყრის პრეზიდენტობაზე კენჭს. რეიტინგის მესამე ადგილზე ქვეყნის ამჟამინდელი ხელმძღვანელი - პეტრო პოროშენკოა - 15%-ით. მეოთხე ადგილზეა 10%-ით არის ყოფილი დეპუტატი იური ბოიკო, რომელიც ვიქტორ იანუკოვიჩთან დაკავშირებულ და მთავარ პრორუს კანდიდატად მიიჩნევა. 8%-იანი მხარდაჭერით რეიტინგის ხუთეულშია ანატოლი გრიცენკო, უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

    კვლევა აღნიშნავს, რომ იანვარში მნიშვნელოვნად გაიზარდა ზელენსკისა და პოროშენკოს რეიტინგი, ხოლო ტიმოშენკოს პოზიცია - ოდნავ შემცირდა.

    უარყოფით რეიტინგებში ლიდერობს პრეზიდენტი პოროშენკო. 50% ამბობს, რომ მის კანდიდატს მხარს არ დაუჭერს. უარყოფით რეიტინგში მეორე ადგილზე იულია ტიმოშენკოა, მის მხარდაჭერას არ აპირებს 30%.

    სოციოლოგების თქმით, მეორე ტურის შემთხვევაში, ზელენსკი გაიმარჯვებს ტიმოშენკოსთანაც და პოროშენკოსთანაც. თუკი მეორე ტურში ტიმოშენკო-პოროშენკო გავლენ, გამარჯვების შანსი ტიმოშენკოს აქვს.

    ასევე ხუთშაბათს გამოქვეყნდა მეორე სოციოლოგიური კვლევა და აქაც ლიდერი ზელენსკია, მას 23% უჭერს მხარს. მეორე ადგილზეა პრეზიდენტი პოროშენკო, თუმცა ის ბევრად ჩამორჩება ახალ ლიდერს - ზელნსკის და მხოლოდ 16% უჭერს მხარს. ხოლო იულია ტიმოშენკოს 15%-იანი მხარდაჭერა აქვს.

    უკრაინის პრეზიდენტის არჩევნები 31 მარტს არის დაგეგმილი, საჭიროების შემთხვევაში მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება. ზელენსკიმ კანდიდატურა ოფიციალურად საახალწლო ზეიმის დღეებში გამოაცხადა და უკვე რეიტინგების ლიდერი ხდება. მის გამოჩენამდე რეიტინგებში ლიდერი იულია ტიმოშენკო იყო. 31 იანვრის მონაცემებით უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო კანდიდატად 26 კანდიდატი დაარეგისტრირა.

    კანდიდატებს შორის არის ორი ტიმოშენკო, რის გამოც ოპოზიციური პარტიის „ბატკივშინას" ლიდერი იული ტიმოშენკო პეტრო პოროშენკოს ბინძური მეთოდებით მის წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს და ითხოვს, რომ მისი მოგვარე, რადას დეპუტატი იური ტიმოშენკო ცესკოს რეგისტრაციიდან მოიხსნას.

    იულია ტიმოშენკოს თქმით, დეპუტატი ტიმოშენკოს დარეგისტრირების ინიციატივა პრეზიდენტ პოროშენკოს ეკუთვნის, რათა „ასეთი თაღლითური დამამცირებელი მეთოდით" წაიღოს მისი მხარდამჭერი ხმების ნაწილი.

    „მე მივმართავ პრეზიდენტს: გაიხსენეთ ღირსება და როგორც დააყენეთ საპრეზიდენტო კანდიდატად იური ტიმოშენკო, ისე წაშალეთ ის პრეზიდენტობის კანდიდატების სიიდან და შეწყვიტეთ ასეთი ბინძური მანიპულაციები,"- განაცხადა „ბატკივშინას" ლიდერმა მედიაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved