სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    19.02.2019

     აშშ-ის 16 შტატისგან შემდგარი კოალიცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სასამართლოში უჩივის. მიზეზი ტრამპის მიერ მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისათვის დაფინანსებისმოსაპოვებლად საგანგებო მდგომარეობის შემოღებაა.

    „ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, მომჩივანები ცდილობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ვერ მოახერხოს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამოყენება საიმისოდ, რომ მშენებლობაზე მიმართოს ფული.

    აღსანიშნავია, რომ ეს თანხები, რომლის გამოყენებასაც ცდილობს პრეზიდენტი, განკუთვნილია ამერიკის შეერთებულ შტატებში ნარკოტიკებთან ბრძოლისათვისა, ასევე სამხედრო მშენებლობისა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის.

    სარჩელში, რომელის სან-ფრანცისკოს საოლქო სასამრთლოში შეიტანეს აღნიშნულია, რომ პრეზიდენტს არ აქვს ფედერალური დაფინანსების გადანაწილების უფლება, რადგან ეს კონგრესის პრეროგატივაა. მომჩივანების აზრით, დონალდ ტრამპი ასეთი გადაწყვერტილებით კონსტიტუციას არღვევს.

    საგულისხმოა, რომ სარჩელის ავტორ 16-ვე შტატში გენერალური პროკურორის თანამდებობას აშშ-ის პრეზიდენტის ოპონენტი, დემოკრატიული პარტიის წევრები იკავებენ.

    „მან იცის, რომ საზღვარზე კრიზისი არაა. ისიც იცის, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გაუმართლებელია და აღიარებს, რომ სასამართლოშია ამ საქმის წაგება შეუძლია. თავისი ნაბიჯით პრეზიდენტი ძარცვავს გადასახადის გადამხდელ ამერიკელებს," - განაცხადა კალიფორნიის პროკურორმა ქსავიერ ბესერამ.

    2018 წლის 22 დეკემბრიდან აშშ-ის მთავრობის მუშაობა შათდაუნის გამო ნაწილობრივ შეჩერებული იყო. დონალდ ტრამპი კონგრესისგან აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად დაფინანსებას ითხოვდა, მაგრამ პრეზიდენტსა და კონგრესის ქვედა პალატას შორის, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, დროებითი შეთანხმების მიღწევა მოხერხდა. ტრამპის მიერ მოთხოვნილი 5.7 მლრდ დოლარის ნაცვლად, კონგრესი საზღვარზე კედლის ასაშენებლად მხოლოდ 1.4 მლრდ დოლარის გამოყოფაზე დათანხმდა.

    დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო ვითარების გამოცხადებით მოახერხა სახელმწიფოს ფულის გადანაწილება. „ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, ტრამპი ხაზინიდან კიდევ 600 ათასი დოლარის წაღებას აპირებს, რომელიც ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებზე დასახარჯად იყო გამიზნული.

    გარდა ამისა, ნარკოტიკებთან ბრძოლისათვის 2.5 მლრდ დოლარი შეიძლება ვერ მიიღოს თავდაცვის სამინისტრომ. ასევე, ტრამპს 3.6 მლრდ დოლარის გამოყოფა უნდა სამხედრო ობიექტების მშენებლობისთვის განკუთვნილი დაფინანსებიდანაც.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×