სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    პუტინის პირდაპირი მუქარა აშშ-ს და მის მოკავშირეებს
    თამარ შუკვანი
    21.02.2019

     "რუსეთმა, მიუხედავად შეთანხმების არსებობისა, არამარტო რაკეტების შექმნა და გამოცდა დაიწყო, არამედ ევროპულ ნაწილში, რუსეთის დასავლეთ საზღვართან, მისი განლაგებაც.

    "ყველაზე სახიფათო ზონა ევროპისა და დასავლეთ ევროპის კალინინგრადის ოლქია - იქიდან შეიძლება დარტმის მიყენება, ფაქტობრივად, მთელი დასავლეთ ევროპისათვის," - აღნიშნავს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი აშშ-ის მიმართ პუტინის მუქარასა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ "რეზონანსთან" საუბრისას.

    რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამერიკის შეერთებულ შტატებს ემუქრება - იმ შემთხვევაში, თუკი აშშ საშუალო და მცირე მანძილის რაკეტებს ევროპაში განათავსებს, რუსეთი საპასუხოდ მკაცრ ზომებს მიმართავს: "საფრთხის შემთხვევაში რუსეთი იარაღს ამერიკასაც დაუმიზნებს."

    "ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, რომ რუსეთი არ აპირებს ევროპაში ამგვარი რაკეტების განთავსებას. თუმცა თუ აშშ-ს ევროპაში ასეთი რაკეტების განთავსების გეგმა აქვს, ეს მკვეთრად გაამწვავებს სიტუაციას საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში და რუსეთისთვის სერიოზულ საფრთხეს შექმნის" - ამის შესახებ პუტინმა ქვეყნის პარლამენტის ორივე პალატის წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    მენაღარიშვილი ახალი ცივი ომის დაწყებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ სწორედ ეს ფაქტი აშინებს რუსეთის პრეზიდენტს და მისი მუქარაც ამით აიხსნება.

    მისი განცხადებით, აშშ-მა, შესაძლოა, რაკეტები ნატო-ს ნებისმიერ სახელმწიფოში განათავსოს, მაგალითად, პოლონეთსა და რუმინეთში, ხოლო რუსეთს შეუძლია, მყისიერი პასუხი კალინინგრადის ოლქიდან გასცეს - ამ შემთხვევაში საფრთხე არა მარტო აშშ-ს, არამედ მთელ დასავლეთ ევროპას ემუქრება.

    "აშშ ნატო-ს წევრი ქვეყანაა და ვალდებულია, გადადგას ნაბიჯი თავისი მოკავშირეების დასაცავად. სწორედ ეს პერიპეტიები აქვს მხედველობაში პუტინს, როდესაც აცხადებს, რომ თუკი ამერიკა ამ ხელშეკრულებას დატოვებს, რუსეთის მხრიდან ამას, რა თქმა უნდა, შედეგად შეიძლება ძალიან სერიოზული დამატებითი ხარჯის გაწევა მოჰყვეს.

    "დაიწყება ცივი ომის მორიგი ტალღა, შეჯიბრება გამალებულ შეიარაღებაში - ვინ მეტ იარაღს განალაგებს შესაძლო დაზიანების ზონაში. ბატონი პუტინი კი აცხადებს, რომ რუსეთი დარტყმას მიაყენებს იმ ქვეყნებს, სადაც აშშ-ს ამგვარი იარაღები განლაგდება - ეს არის რუსეთის მუქარის ძირითადი არსი.

    "ეს შეიძლება იყოს ნატო-ს ნებისმიერი ქვეყანა - პოლონეთი და რუმინეთი. რუმინეთში ბირთვული ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო სისტემის ელემენტებია განლაგებული, ხოლო პოლონეთში აშშ-ის სამხედრო ბაზის შექმნაზეა საუბარი.

    "მსგავსი იარაღი რუსეთისათვის საფრთხეა. რუსეთს უნდა, მიაღწიოს ისეთ შეთანხმებას, რომელიც მას საშუალებას მისცემს, თავიდან აიცილოს ასეთი დაპირისპირება," - აღნიშნა მენაღარიშვილმა.

    ამ ყველაფრის ფონზე, რა შედეგი შეიძლება დადგეს და ამ საკითხის ირგვლივ რა მოლოდინი უნდა არსებობდეს? მენაღარიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის გამო რუსეთი შესაბამის "ფასს გადაიხდის."

    "ამ შემთხვევაში რუსეთს, ფაქტობრივად, მოუწევს ფასის გადახდა ავანტიურისტული პოლიტიკისათვის - ამ ხელშეკრულების საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში იგნორირებისა და არსებული ხელშეკრულების უგულებელყოფისთვის," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×