სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    25.02.2019

     მოლოდოვას საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულმა სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა, რომელიც რუსეთთან  უფრო  მჭიდრო თანამშრომობასა და ევრაზიულ კავშირთან ურთიერთობის განმტკიცების მომხრეა. თუმცა, არჩევნების შედეგების მიხედვით, პარლამენტში მოხვედრილი 4 საარჩევნო სუბიექტიდან ვერცერთმა ვერ მიიღო მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისათვის საჭირო ადგილების რაოდენობა.

    მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგებით (არჩევნებში მონაწილეობდა 14  პარტია და ერთი ბლოკი, ხმების 98%- ი უკვე დათვლილია), ლიდერობს სოციალისტური პარტია, რომელმაც ხმათა 32%-ი მოიპოვა. მეორე ადგილზეა გავიდა პროდასავლური პარტიების საარჩევნო ბლოკი „აკუმი“,  რომელსაც ამომრჩეველთა 25%-მა დაუჭირა მხარი.  მესამე  ადგილზეა მმართველი პარტია „დემოკრატიული პარტია“, რომელმაც ხმათა 24%-ი მოიპოვა.  

    პარლამენტში ასევე მოხვდა პარტია „შორი“, რომელმაც ხმათა 9%-ი აიღო.  დანარჩენმა პოლიტიკურმა ძალებმა 6%-იანი  საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა. 

    აღსანიშნავია, რომ მოლდოვაში წელს საპარლამენტო არჩევნები პირველად ტარდება შერეული სისტემით. 101-კაციან პარლამენტში 50 დეპუტატი პარტიული სიებსი მიხედვით ირჩევა, 51 კი - ერთმადატიან მაჟორიტარულ ოლქებში.

    როგორც „რეზონანსთან“ პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია აცხადებს, ეს შედეგები კარგი საჩუქარია რუსეთის ხელისუფლებისთვის, რომელიც  ეცდება თავის ინტერსების გატარებას და ქვეყნის ევრაზიულ კავშირში ჩათრევას.

    „ეს შედეგები კარგი საჩუქარია რუსეთის ხელისუფლებისთვის, რომელიც ცდილობს თავისი ინტერესების გატარებას. ამ შედეგების შემდეგ კი ეცდება გააძლიეროს პრორუსული  ხელისუფლება, ქვეყანა ჩამოაშოროს ევროინტეგრაციის პროცესს და ხელი შეუწყოს ევრაზიულ კავშირში ჩაითრიოს. 

    „თუმცა, ამგვარი ზიგზაგები მოლდოვის საზოგაოებისთვის ახალი არ არის, ქვეყანაში ხან პრორუსული ძალები იმარჯვებენ, ხან პროდასვლური, მაგრამ საზოგადოების განწყობა მაინც ევროპისკენ არის მიმართული. ამიტომ, იმედია, რომ ქვეყნის საგარე პოლიტიკური ვექტორის მთლიანობაში გადახედვა  არ მოხდება. ვნახოთ რა პასუხს გასცემს  მოლდოვის საზოგადეობა ასეთ გამოწვევებს“, - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved