სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    26.02.2019

     ვენესუელის საზღვრებზე შეტაკებებში დაშავებულთა რაოდენობა უკვე ასეულებს აღწევს, სულ მცირე 4 კაცი დაიღუპა. ამის პარალელურად, ჯარისკაცები და ოფიცრები მასობრივად ტოვებენ შეიარაღებული ძალების რიგებს და მეზობელ ქვეყნებში ეძებენ თავშესაფარს.

    23 თებერვლიდან ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ხუან გუაიდოს ინიციატივით ქვეყანაში აქტიურად ცდილობენ ჰუმანიტარული დახმარების შეტანას, მაგრამ მისი ოპონენტი, სამხრეთ ამერიკაში ვლადიმირ პუტინის მთავარი მოკავშირე ნიკოლას მადურო, თავის მომხრეებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვა ქვეყნებიდან მიღებული ჰუმანიტარული დახმარების მიღებას სასტიკად ეწინააღმდეგება, რასაც სისხლის ღვრა და ასობით ადამიანის დაშავება მოჰყვა.

    ხელჩართული ბრძოლის გარდა ვენესუელის პოლიცია და ეროვნული გვარდია რეზინის ტყვიებსა და გაზის ყუმბარებს იყენებს ოპონენტების წინააღმდეგ. თავის მხრივ, საპროტესტო აქციის მონაწილეები წინააღმდეგობის გასაწევად და ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთოების შემოსვლის უზრუნველსაყოფად მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს იყენებდნენ. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ჰუმანიტარული დახმარება ვენესუელაში ვერ შეიტანეს. არსებობს მოსაზრება, რომ ორმა სატვირთო მანქანამ მოახერხა ვენესუელის ტერიტორიაზე შესვლა, მაგრამ მადუროს მომხრე პოლიციელებმა არ მისცეს მათ გზის გაგრძელების საშუალება.

    ძირითადად, დაპირისპირები მადუროს მომხრეებსა და მის ოპოზიციას შორის კოლუმბია-ვენესუელის საზღვარზე სანტანდერისა და სიმონ ბოლივარის ხიდების ზონებში, სასაზღვრო ქალაქ კუკუტაში, ხოლო ბრაზილიის საზღვართან, ქალაქ სანტა-ელენა-დე-უაირენის ზონაში მიმდინარეობს. კოლუმბიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაცია "ამერიკული სახელმწიფოების" თავმჯდომარის, ლუის ალმაგროს განცხადებით, კოლუმბიისა და ბრაზილიის საზღვარებთან შეტაკებებში 335 ადამიანი დაშავდა.

    დაპირისპირების დაწყების პირველ დღეს კოლუმბიას თავშესაფარი 32 ვენესუელელმა ჯარისკაცმა და ეროვნული გვარდიის ოფიცერმა სთხოვა. ამჟამად, მათმა რაოდენობამ, დაახლოებით, 100 მიაღწია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved