სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.03.2019

     იტალიაში, მოსწავლეებს სკოლაში მისვლა მანამდე აეკრძალათ, სანამ წითელას საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციას არ ჩაიტარებენ. ეს გადაწყვეტილება, ქვეყანაში, წითელას შემთხვევების მასიურად გამოვლენის გამო, რამდენიმეთვიანი დებატების შემდეგ მიიღეს. მშობლები, რომლებიც შვილებს, სკოლაში აცრის გარეშე გაუშვებენ, 500 ევროთი დაჯარიმდებიან. 6 წლამდე ბავშვები კი, აცრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე, საბავშვო ბაღებში არ დაიშვებიან.

    იტალიის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ შემუშავებული კანონის მიხედვით, ბავშვებს, სკოლაში მისვლამდე, რამდენიმე სხვადასხვა სავალდებულო აცრა უნდა ჩაუტარდეთ. მათ შორისაა ჩუტყვავილას, პოლიომელიტის, წითელას, ყბაყურასა და წითურას საწინააღმდეგო ვაქცინები.

    „ახალი წესები საკმაოდ მარტივია - არ არის აცრა, არ იქნება სკოლა", - განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა ჯულია გრილომ.

    იტალიური მედიის მიხედვით, რეგიონული ხელისულფლება პრობლემის აღმოსაფხვრელად, სხვადასხვა გზებს მიმართავს: ბოლონიაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ წერილი უკვე 5000 ბავშვის მშობელს გაუგზავნა, რომელთაც ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი დროულად არ წარადგინეს.

    11 მარტი იყო ბოლო დღე, როდესაც იტალიელ მშობლებს შეეძლოთ, რომ დოკუმენტაცია წარედგინათ, რომლის მიხედვითაც, მათი შვილების ვაქცინირება დადასტურდებოდა. სწორედ ამის შემდეგ, იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეროვნული იმუნიზაციის მაჩვენებელი, 2015 წელს დაბადებულ ბავშვებში, თითქმის 95 პროცენტს მიუახლოვდა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, მოსახლეობაში დაავადებები გავრცელების რისკი მინიმალურია და ის პირები, რომელთა აცრაც, რაიმე სამედიცინო პრობლემის გამო, შეუძლებელია, შედარებით, უსაფრთხოდ იმყოფებიან. მათ შორის არიან ახალდაბადებული ბავშვები და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანები.

    აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფრის ფონზე, მსოფლიოში, ბოლო წლების განმავლობაში, ვაქცინაციების საწინააღმდეგო მოძრაობა იზრდება. ადამიანები შიშობენ, რომ აცრები, ჯანმრთელობისთვის საშიშია და რომ შესაძლოა ვაქცინაციამ ბავშვებში ნაწლავური დაავადებები და აუტიზმიც კი გამოიწვიოს; თუმცა, ამის საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ არცერთი მეცნიერული კვლევით მსგავსი ფაქტები არ დადასტურებულა.

    მარიამ ბოლქვაძე

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×