სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    02.05.2019

     უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კიდევ ერთი მწვავე რეპლიკა ესროლა. თქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საერთო მხოლოდ რამდენიმე ათას კილომეტრიანი საზღვარია.

    "დღეს რეალობა ასეთია, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ამ ორ ქვეყანას შორის საერთო, მხოლოდ 2295 კმ და 400 მ-იანი საზღვარი დარჩა, რომელიც ყოველ მილიმეტრზე კონტროლდება უკრაინის მხრიდან, რუსეთმა და უკრაინამ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გამონახოს საერთო თუ რუსეთი უკან დაიხევს და ანექსირებულ ტერიტორიებს დააბრუნებს," - განაცხადა ზელენსკიმ საკუთარ ფეისბუქზე.

    ზელენსკისვე თქმით, რუსეთი უხეში ქმედებებით ვერ მოაგვარებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას.

    "რუსეთმა უკრაინას ნავთობის ექსპორტი გადაუკეტა,დონეცკისა და ლუგანსკის ილქებში მცხოვრებლებისთვის გამარტივებული წესით პასპორტების დარიგება დაიწყო, უკრაინა თითქმის ტყვეობაში მოაქცია, ასეთი ურთიერთობებს არ შეიძლება ვუწოდოთ ძმური და ასეთი ქმედებები ვერ მოაგვარებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას," -აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

    ვლადიმირ პუტინის თქმით, რუს და უკრაინელ ხალხს ბევრი საერთო აქვთ, მან ეს განაცხადი დონბასსა და ლუგანსკში, რუსული პასპორტების გამარტივებული წესით გაცემის განკარგულებაზე ხელის მოწერის შემდგომ გააკეთა.

    "დონბასში მცხოვრებ ხალხებს - რუსებს, რუმინელებს, პოლონელებს და უნგრელებს, ასევე უკრაინელებს სურთ რუსეთთან კავშირი სხვადასხვა გარემოებების გამო, ეს იქნება ნათესაობა, შერეული ქორწინება თუ სხვა და მე აქ ცუდს ვერაფერს ვხედავ," - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

    შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სწრაფი წესით ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მცხოვრებლები, რუსეთის პასპორტს გამარტივებული წესით მიიღებენ. პუტინმა დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდგომ დასძინა, რომ მას შეუძლია გაამარტივოს რუსეთის პასპორტის აღების წესი უკრაინის ყველა მოქალაქისთვის, რადგან უკრაინა და რუსეთი ფაქტობრივად ერთი ერია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved