სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    03.05.2019

     უკრაინული და რუსული პრესის ცნობით, დონბასში რუსული პასპორტების დარიგება დღეს დილით (ადგილობრივი დროით) ცხრა საათზე, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სამსახურის შენობაში დაიწყო. მიგრაციის სამსახურის შენობაში 80-მდე ადამიანი მივიდა. აღსანიშნავია, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ოლქების მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 3.7 მილიონ ადამიანს.

    თუმცა რუსული მედია საშუალებები იუწყებიან, თითქოს რუსულ პასპორტებზე დიდი მოთხოვნილება და აჟიოტაჟია. ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე აჟიოტაჟის რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება - ფოტო ან ვიდეო - ინტერნეტში არ იძებნება.

    მანამდე, რუსეთის მხრიდან ნათქვამი იყო, რომ დონბასისა და ლუგანსკის ოლქის მოსახლეობა რუსულ პასპოტრებს 6 მაისიდან მიღებდა, თუმცა ოკუპირებულ ოლქებში პასპორტების გაცემა სამი დღით ადრე დაიწყო.

    24 აპრილს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას დონეცკის და ლუგანსკის არაღიარებული რესპუბლიკების მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გამარტივებული წესებით დარიგების თაობაზე.

    დადგენილებაში ნათქვამია, რომ განაცხადების განხილვის პროცედურა 3 თვემდე შემცირდა და წესები იქნება გაცილებით უფრო მარტივი, ვიდრე ჩვეულებრივად - მოქალაქეობის მისაღებად არ იქნება აუცილებელი სპეციალური გამოცდის ჩაბარება და რუსეთში 5 წლის მანძილზე ცხოვრება.

    პასპოტრების გაცემამდე ოკუპირებულ ოლქებში ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები საზღვართან აშენდა გამშვები პუნქტები დაამზადდა პასპორტების ბლანკები, პასპორტების მსურველებისთვის გამოიყო ტრანსპორტი,რომელიც პასპორტების გამცემ მიგრაციის სამსახურის შენობამდე გადაადგილებისთვის უფასოდ მოემსახურებიან

    რუსეთის მხარე აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობა რუსული პასპორტების აღების შემთხვევაში უკრაინის მოქალაქეობას არ დაკარგავს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×