სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    03.05.2019

     აშშ-ში უკრაინის საელჩოს დიპლომატებმა სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გამოაქვეყნეს პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკის ხელისუფლება უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ნაბიჯებს ელოდება.

    საელჩოს დიპლომატების პოსტში ასევე ნათქვამია, რომ კონგრესი ელოდება ზელენსკისგან, უკრაინაში გააგრძელოს ანტიკორუფციული რეფორმები, უზრუნველყოს პოლიტიკური სტაბილურობა და უზრუნველყოს უკრაინის ეკონომიკური კეთილდღეობა.

    აშშ-ში უკრაინის საელჩო ასევე აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს აზოვის ზღვის უსაფრთხოების მონიტორინგს და დაეხმაროს ევროპულ პარტნიორებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაში.

    აღსანიშნავია, რომ 2 მაისს ამერიკელმა კონგრესმენებმა და ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს ფაქტზე, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონი ვალდებულია უკრაინას დაუჭიროს მხარი პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო საკითხებში, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ქმედებებში.

    შეგახსენებთ რომ ამერიკის შეერთებული შტატები მანამდეც ელოდებოდა ზელენსკისგან ნაბიჯებს, რასაც ადასტურებს რამდენიმე დღის წინ აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის მაიკლ სპენსის თვითერის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება.

    „ვესაუბრე უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის. მივულოცე მას არჩევნებში გამარჯვება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მე ველოდებით უკრაინის პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა მხარი დავუჭიროთ ძლიერ და დემოკრატიულ უკრაინას", - ნათქვამია მაიკ პენსის განცხადებაში.

    საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნებისთანავე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკის დაურეკა. ამასთანავე, სახელმწიფო დეპარტამენტმა გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა პეტრო პოროშენკოს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×