სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    10.05.2019

     რუსეთის მიერ "საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის" დაპატიმრებული უკრაინელი მეზღვაურების საქმე, რუსი წარმომადგენლების დაუსწრებლობის გამო, ჰამბურგის საერთაშორისო საზღვაო ტრიბუნალმა საქმის მოსმენა ერთი დღით ადრე დაიწყო.

    ტრიბუნალმა მოისმინა ე.წ "ქერჩის ინციდენტი" და გადაწყვეტილებას 25 მაისს გამოაცხადებენ.

    უკრაინამ მეზღვაურების დაპატიმრების საქმეში რუსეთის წინააღმდეგ ორი სარჩელი შეიტანა, სადაც უკანონოდ დაპატიმრებული მეზღვაურების გათავისუფლებასა და ზარალის კომპენსაციას ითხოვს.

    ამასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საზღვაო სამართლის ტრიბუნალს არ გააჩნია იურისდიქცია ე.წ "ქერჩის ინციდენტთან" დაკავშირებით, ხოლო 6 მაისს კი რუსეთმა საერთაშორისო ტრიბუნალს შეატყობინა, რომ ის აღნიშნული საქმის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.

    მანამდე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთს ერთობლივი განცხადებით მიმართეს.

    განცხადებაში ხაზგასმულია მოთხოვნა, რომ რუსეთმა უზრუნველყოს ყველა გემის თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილება ქერჩის სრუტეში. ასევე, გამოთქმულია შეშფოთება ანექსირებულ ყირიმში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებაზე

    შარშან ნოემბრის ბოლოს, ქერჩის სრუტეში, როელიც შავ და აზოვის ზღვებს აკავშირებს, რუსეთმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააპატიმრა 24 უკრაინელი მეზღვაური. ისინი ბრალს არ აღიარებენ და რუსეთის მართლმსაჯულებას მოუწოდებენ, რომ ისინი სამხედრო ტყვეებად აღიაროს.

    აღსანიშნავია, რომ უკრაინის მნიშვნელობით მეორე საზღვაო პორტი, მარიუპოლი, აზოვის ზღვაზე მდებარეობს და გარე სამყაროს მხოლოდ ქერჩის სრუტით უკავშირდება. რუსეთის აგრესიული ქმედებები ქერჩის სრუტეში სერიოზულ ზიანს აყენებს მარიუპოლის პორტს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×