სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    “არ მგონია რუსეთმა გაბედოს ამერიკის კონტინენტზე ამერიკის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების გამართვა”
    თამთა ჩაჩანიძე
    11.05.2019

     ვენესუელას დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო თანახმაა ქვეყანაში არსებული კრიზისის დასარეგულირებლად აშშ-ს სამხედრო დახმარება მიიღოს. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ რუსეთი ამერიკის ამ შესაძლო ნაბიჯის საპასუხოდ გულგრილი არ იქნება.

    ირაკლი მენაღარიშვილი: რუსეთმა ვენესუელაში სიტუაციის შესანარჩუნებლად უკვე გარკვეული ნაბიჯები გადადგა,შეიარაღებული დაჯგუფების გაგზავნით და გარკვეული სამხედრო დახმარების გაძლიერებით ნიკოლას მადუროს ხელისუფლების მიმართ.

    "რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, აშშს მიერ სამხედრო ძალების შეყვანის შემთხვევაში, დაუპირისპირდება თუ არა ღიად რუსეთი ამერიკას?

    ი.მ: არა მგონია, რომ საქმე იქამდე მივიდეს, რომ რუსეთმა გაბედოს ამერიკის კონტინენტზე ამერიკის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების გამართვა, თუმცა გამორიცხული არაფერია

    "რ": თქვენი აზრით,სირიის სცენარი ხომ არ განმეორდება?

    ი.მ: რა მხრივ განვითრდება მოვლენები ამის პროგნოზირება ამ ეტაპზე შეუძლებელია, მაგრამ ის მასობრივი აღსფოთება, რომელიც მოსახლეობის მხრიდან გამოიხატა უკანასკნელი თვეების განმავლობაში, რა თქმა უნდა ამ მხრივ ეს მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    vaso   (14.05.2019)
    ტრამპის გამკვირვებია, რას ელოლიავება. მის კონტინენტზე აბლატავებს ვანიას და აქ უნდა გვქონდეს მაგის იმედი? ეხვეწება გუაიდო შეიარაღებულ დახმარებაზე, ხალხს არ უნდა რუსი და ძველი წყობა და შეიყვანოს სპეცდანაყოფები და დაეხმაროს გუაიდოს, გამოდევნოს რუსები თუ აქ ტრაკი. აბა მარტო ლაპარაკით საქმე რომ არ კეთდება არ იცის? მიიღოს გადამჭრელი ზომები და 1 თვეში დაამთავრებს ყველაფერს. თუარადა დაანებოს ტრაკის ბთამაშს თავი, რა გახდა ეს ვალოდია ასეთი? ყველა ომი მოიგო და ყველა კონფლიქტი. ევროპა ხო არია. ერთხელ შეხვდა კიმს და 1 კვირაში რაკეტების გამოცდა დაიწყო კორეამ, წყალში ჩაუყარა ასს-ს მოლაპარაკებები. ირანი მოუგო, თურქეთი მოუგო, უკრაინა მოუგო. საქართველოს უგებს, სირია მოუგო, ავღანეთი მოუგო . ეხლა ვენესუელას ახევს თავზე. რატო უნდა გვქონდეს ასს-ს იმედი? ჩათრევას ისევ ჩაყოლა სჯობს. აშშ მირჩევნია და სჯობს, მარა არა აქვს ძალა, ვერ ერევა ვანიას და თავს ზემოთ ძალა არაა. რაც გვაქ ესეც არ დავკარგოდ. საერთოდ არ შეგვაერთონ რუსეთთან, როგორც იყო მეფის რუსეთის დროს, ამისკენ მიდის ყველაფერი.

    დათუნია   (12.05.2019)
    ყურებით ყავს დაჭრილი ტრამპი პუტინს, ძველი კაგებეშნიკია :)

    კაკო-ს   (11.05.2019)
    ის მაინც არ გაღელვებს, რომ ვენესუელის პრორუსულმა მთავრობამ, აფხაზეთი და ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, რომ აღიარა და ხელისუფლების ცვლილებისას იქნებ რაიმეს გამოვკრათ ხელი...

    kako   (11.05.2019)
    ar gajerdeba es dampali amerika,gaumadzgari xurushiani,aurevs da daurevs mandac.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×