სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    13.05.2019

     უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციის გამართვა 19 მაისს სურს, თუმცა იძახის, რომ დამარცხებული ოპონენტი ამას განგებ უჭიანურებს, რათა მან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დანიშნოს.

    საქმე ისაა, რომ უკრაინის კანონმდებლობით თუ პარლამენტი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას 27 მაისამდე არ დანიშნავს, მაშინ ზელენსკი რადის დათხოვნას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ვერ შეძლებს.

    უკრაინის ყოფილი პრემიერ მინისტრი იულია ტიმოშენკო და მისი პარტია "ბატკივშინა" მზად არიან მხარი დაუჭირონ ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციის 19 მაის ჩატარების ინიციატივას, მათი თქმით, რაც უფრო ადრე დაიწყებს ზელენსკი მოვალეობის შესრულებას, მით უფრო კარგი იქნება სახელმწიფოსთვის.

    12 მაისს ზელენსკის შტაბმა იუთუბზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომლეშიც უკრაინის მოქალაქეები რადას დაშლის შესახებ საუბრობენ. შტაბის განცხდებით, თუ ვიდეო მილიონზე მეტ ნახვას მოაგროვებს, ახლადარჩეული პრეზიდეტი ამ საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას.

    ამავე დროს, ზელენსკიმ გააკეთა ვიდეომიმართვა უკაინის პარლამენტში, სადაც მან მოითხოვა ინაუგურაციის 19 მაისს ჩატარება და თქვა, რომ ეს მოთხოვნა უკრაინელი ხალხის ინტერესებში შედის და რომ რადამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინის მოსახლეობის სურვილის შესაბამისად.

    მან რამდენიმე დღის წინ ასევე განაცხადა, რომ ცესკომ განგებ გააჭიანურა არჩევნების მეორე ტურის ოფიციალური შედეგები, მისი თქმით პოროშენკოს მთავრობა ცდილობს, რომ ინაუგურაცია 27 მაისის შემდეგ ჩატარდეს, რადგან ამ შემთხვევაში ახლად არჩეული პრეზიდენტი ვერ დაითხოვს პარლამენტს და ვერ ჩაატარებს ვადამნდელ საპარლამენტო არჩევნებს.

    უკრაინის კანონმდებლობით, პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღს ნიშნავს უკრაინის პარლამენტი, ეს უნდა მოხდეს არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადების დღიდან არაუგვიანეს 30 დღისა.უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ოფიციალური შედეგები ცენტალურმა საარჩევნო კომისიამ 30 აპრილს გამოაქვეყნა, ოფიციალური შედეგების მიხედვით ინაუგურაციის ვადა 30 მაისს იწურება. რადა ინაუგურაციის თარიღის დადგენის შესახებ კენჭისყრას 14 მაისს გამართავს.

     

    თავის მხრივ, უკვე წარმავალმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშეკომ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გააკეთა განცხადება პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღთან დაკავშირებით, იგი აღნიშნავს, რომ მზადაა ინაუგურაციის ნებისმიერ თარიღს დაუჭიროს მხარი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მაინც პარლამენტმა უნდა მიიღოს.

    შეგახსენებთ, რომ 21 აპრილს ჩატარდა უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური,უკრაინის საარჩევნო კომისიის ოფიციალური შედეგების მიხედვით ხმების 73.22% შოუმენმა ვლადიმირ ზელენსკიმ აიღო,ხოლო 26.78 მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×